მთავარი გვერდი

Sunday, February 15, 2015

ძვირფასო მეგობრებო, წინასწარ გილოცავთ გაზაფხულის ორ ლამაზ დღესასწაულს-დედის დღეს და ქალთა საერთაშორისო დღეს...ბედნიერება თან გდევდეთ მუდამ...

სცენარი.
     გაზაფხული მობრძანდება ... მოაქვს ნანატრი სითბო და ამღერებული სიცოცხლე, ჩვენი და ჩვენი თანატოლების მხარული სიცილ-კისკისი.

                     „   საცაა ენძელა აყვავდება,
დახვავდება ღიმილი საოცარი,
მოვლენ სიცოცხლის ლამაზ დებად,
იები მუხლჩოქვით სალოცავი.
             ნუში თეთრ კაბაში გაეხვევა,
 არც მუხა დარჩება შაოსანი,
                                    ჰოი , რა  ღონივრად იღვიძებენ,
                                    ფესვები მიწაში დაძარღვული,
                         
                                კვირტები ხის ტანში ჩასახული,
                                 მინდორი მზის გულით გადახნული,
                                 გაზაფხული მოდის , გაზაფხული ! “
  
     გაზაფხული ხომ ლამაზი ყვავილების ხანაა. ეს ის დროა, როდესაც ყვავილების მოზღვავებული ენერგია  ერთხმად აბობოქრებას ლამობს. ცდილობს თავისი სილამაზე მოჰფინოს დედამიწას, გადაეკრას მინდვრებს, მთებს,ზვრებს, ეს პროცესი ხომ გაზაფხულის გარეშე  შეუძლებელია. გაზაფხული მშობელია ბუნების ყოველგზის გალამაზებისა და გამშვენიერებისა.

      კიდევ ერთი გაზაფხული ეწვია ხალხს, თავი ამოყო ლორთქო ბალახმა. პირველი ენძელები და იები დაიბადნენ მინდვრად, წამოვიდნენ პირველი ნაკადულები.

       სწორედ გაზაფხულზე, ამ მშვენიერ დროს, თქვენსავით მშვენიერ დროს, ძვირფასო დედებო , დებო, ბებიებო, მასწავლებლებო, დიდი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ დედის დღეს . გისურვებთ გაზაფხულივით ლამაზ ცხოვრებას, გამრავლებას და ლამაზი ოცნების ასრულებას.

                       აკვნის რწევიდან დღემდე ასე ფეხდაფეხ მდევდი,
                      შენი მანდილი მოწიწებით დამიკოცნია,
                      8 მარტს გილოცავ საყვარელო ჩემო დედიკო,
                      და გაზაფხული მასთან ერთად მომილოცნია .

      ქალი ცხოვრების გვირგვინია, არსებაა კალთანაკურთხი, სათუთი, ნაზი, გულისხმიერი, ხშირად ქვეყნის საზრუნავით დატვირთული, მაგრამ მაინც ძლიერი და  მხიარული. ზოგჯერ დუხჭირი ცხოვრებით გაწამებული, მაგრამ მაინც ბედნიერი, ამაყი.
       ქალი და დედა... მომავლის ძლიერი ღერძი, ჩვენი ცხოვრების ეშხი, მშვენება. დედა...  სისპეტაკისა და უბიწოების  ეტალონი, ხშირად  ღამენათევი , უძილობითა და  შვილებზე დარდით დაღლილი, მაგრამ  ქედმოუხრელი, გაუტეხელი.
 
       დედა.... სიცოცხლის საწყისი, ცხოვრების დასაბამი, ქალი --- ხანდახან ვარსკვლავივით შორი, ცივი და მიუკარები, ხანდახან  მზესავით მცხუნვარე. თბილი, ერთგული, მაგრამ გამოუცნობი, როგორც გალაქტიკა.

     დედა... დამთმობი , ხელზე სათუთად სატარებელი, მკერდს ჩასაკრავი, საფერებელი.

       დედა არის სიტყვა, რომლითაც ადამიანი იწყებს სიცოცხლეს და რომლითაც ამთავრებს. იგი სულ პირველად გაუბედავად ამოფრინდება ჩვილის შეთრთოლებული ბაგეებიდან .

                     დედა, ვიტყვით და გულში ინათებს,
                     დედის სახელი მზით ნაქარგია,
                    დედა სინათლე, დედა სიმართლე,
                     დედა ყოველი რაც კი კარგია.

    ქალი.... ცის ნამივით ბრწყინვალე, განთიადივით ლამაზი და ვარდივით სურნელოვანი, მარტის თვესავით  ცვალებადი, გაზაფხულივით კეკლუცი და მშვენიერი.
  
      ქართველო ქალო, დედავ, დაო ! დაე, მუდამ ასე ხმალშემართული ხვდებოდე მტერს, მრავალი გმირის აკვანი დაგერწიოთ, გამშვენებდეთ მრავალშვილიანი დედის საამაყო სახელი, კვლავ და კვლავ ისმოდეს შენს  სადიდებლად თქმული ლექსები, მარადჟამს   გუგუნებდეს  ქართველა ქალთა სადიდებელი.

      „ ქალი ვარდია, ქალი დარდია,
        დღეს მათ ეკუთვის რაც გვაბადია,
       დიდება ყველა ქალს , სიკეთის ფესვს,
        ყველა ქალს გილოცავთ დღევანდელ დღეს.

        ამ მზიან დღეს, ამ ნანატრ დღეს,
       სიკეთის ფესვს, სიწმინდის გზებს,
       ოცნებებს მრავალს, სიყვარულს ალალს,
        მათი ფუსფუსი ლოცვად გვდევს მარად,
       ჭეშმარიტება გვიპყრია ფარდ,
       გილოცავთ ქალთა დღეს, დიდება მარად ! “


        „ დედავ,  გაზარდე  შვილი ამაყი,

Tuesday, February 3, 2015

საუკეთესო მასწავლებლის 5 თვისება

„სწავლების ხარისხი არ იზომება იმით, თუ რამდენად დიდ ინფორმაციას აწვდის მასწავლებელი მოსწავლეებს“,- ამბობს საგანმანათლებლო პორტალ teach-nology-ზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორი და დარგის სპეციალისტი.   სწავლების პროცესში მთავარია ტექნიკა, რომელსაც მასწავლებელი იყენებს და ის, თუ როგორ აწვდის მასალას მოსწავლეს. ბევრ მასწავლებელს მართლაც აქვს ფანტასტიკური რაოდენობის ცოდნა, რომლის მოსწავლეთათვის გადაცემაც ძალიან სასარგებლო იქნება, მაგრამ სამწუხაროდ მან არ იცის როგორ გადასცეს ცოდნა.
ამ სტატიაში შევეხებითსაუკეთესო მასწავლებლის ხუთ მახასიათებელს, რომელთაც გაკვეთილის ჩატარებისას ყველა პედაგოგი უნდა ითვალისწინებდეს.
  1. პროფესიის ძლიერი სიყვარული – სიყვარულის გარეშე ნამდვილად ვერ შეძლებთ იყოთ კარგი თქვენ პროფესიაში. თუ თქვენ არ აღმერთებთ და არ გიყვართ თქვენი საგანი, მაშინ როგორ შეაყვარებთ მას თქვენ მოსწავლეებს? არ შეგეშინდეთ, რომ ანახოთ მოსწავლეებს თქვენი სიყვარული ყველაფრისადმი რასაც მათ ასწავლით. მაშინაც კი, თუ თქვენი მოსწავლეები შემოგხედავენ ისე, როგორც გიჟს, როცა თქვენ სიყვარულით ანთებული თვალებით ხსნით ალგებრას. დარწმუნებული იყავით, თქვენი ენთუზიაზმი და ინტერესი მათაც მალე გადაეგებათ.
  2. შემოქმედება – მოსწავლეებს უყვართ მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია, რომ მოსაწყენი საგანი საინტერესო გახადოს, გააფერადოს დამხმარე მასალებით და თამაშებით. სტანდარტიზებული ტესტები და მუდმივად ახალი სასწავლო კურიკულუმების მიღება საკმაოდ რთულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. მარტივად სასწავლი მასალა მოსწავლეების თვალში თქვენ კარგ მასწავლებლად გაქცევთ. მაგრამ თუ გსურთ იყოთ საუკეთესო, თქვენ უნდა გამოიყენოთ უნიკალური სწავლების მეთოდები და მოსწავლეებზე მორგებული გაკვეთილის გეგმები.
  3. მოქნილობა – იყო მასწავლებელი, ნიშნავს იყო შენი პროფესიისთვის თავდადებული. თუ მოსწავლემ ტესტი ცუდად გააკეთა, მზად უნდა იყოთ, შესთავაზოთ დახმარება დამატებითი მეცადინეობის სახით გაკვეთილების შემდეგ. გარდა ამისა, ხშირად გაუმეორეთ მოსწავლეებს, რომ მათ შეუძლიათ გაჭირვების დროს, როდესაც რაიმეს ვერ გაიგებენ, დახმარებისთვის თქვენ მოგმართონ და ჰქონდეთ თქვნი დახმარების იმედი.
  4. ინტეგრირება – ყოველდღიური ცხოვრება არ უნდა დატოვოთ იზოლირებული და მხოლოდ განათლებაზე არ უნდა იყოთ ორიენტირებული. არ აქვს მნიშვნელობა, თუ თქვენ მხოლოდ ერთი ხართ მთელ სკოლაში, რომელიც ინტეგრირებას ახდენს, უნდა გააგრძელოთ ამის კეთება. თუ თქვენ არ ხართ საკმარისად მზად, რომ ახსნათ ალგებრა მუსიკასთან ერთად, მაშინ ბავშვის მსგავსად, პატარა ნაბიჯებით უნდა მოახდინოთ ინტეგრირება და დროთა განმავლობაში დაინახავთ როგორ უნდა მიხვიდეთ ინტეგრირებამდე. მოიძიეთ რესურსები ინტერნეტში, თქვენ ნახავთ არაერთ სასწავლო რესურსს, რომლებიც მოგცემენ იდეებს ინტეგრირებისთვის.
  5. კავშირი – ნუ გექნებათ იმედი ეფექტური სწავლების, თუ არ გექნებათ მუდმივი კავშირი თქვენ მოსწავლეებთან. თქვენსა და თითოეულ მოსწავლეს შორის მყარი და საიმედო კავშირი უნდა შედგეს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, თქვენ ხართ ცოდნის წარმომადგენელი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს. გარკვეული დროის შემდეგ, მოსწავლეებში გაჩნდება თქვენდამი ნდობა, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ საინტერესო მათთვის. მართალია, თქვენ ნამდვლი სიყვარეული უნდა გქონდეთ თქვენი საგნის, თუმცა ეს არ უნდა იყოს თქვენი ერთადერთი უნარი. უნდა გქონდეთ ჰობი, როგორიცაა წერა, მძლეოსნობა და დაკვრა მუსიკალურ ინსტრუმენტზე, ის, რაც მოსწავლეებს აინტერესებთ. ამ ფორმით თქვენ აუცილებლად აღმოაჩენთ რაიმე საერთოს მოსწავლეებთან, რაც თქვენსა და მათ შორის ბარიერის მოხსნაში დაგეხმარებათ. თქვენ უნდა შეძლოთ სრულყოფილი კომუნიკაცია მოსწავლეებთან.

Monday, January 12, 2015

ოქროს წესი...

"თუ მომავალში მასწავლებლის მოძებნას გადაწყვეტ, დაიმახსოვრე ოქროს წესი: "ამ ქვეყანაზე უფრო მეტი თაღლითი გურუ და ყალბი მასწავლებელია, ვიდრე ცაზე ვარსკვლავი. და ნუ აურევ ძალაუფლების მოყვარულებს ჭეშმარიტ მასწავლებლებში. ნამდვილი სულიერი მოძღვარი არ მიმართავს შენს ყურადღებას საკუთარ თავზე და არ დაელოდება აბსოლუტურ მორჩილებას ან აღფრთოვანებას. ამის ნაცვლად, იგი დაგეხმარება რომ დააფასო და შეიყვარო შენი შინაგანი "მე". ჭეშმარიტი მასწავლებლები შუშასავით გამჭვირვალენი არიან. მათი მეშვეობით უფლის შუქი შემოდის."
ელიფ შაფაქი - "სიყვარულის ორმოცი კანონი"

Sunday, January 11, 2015

რჩევები მასწავლებელს

რჩევები მასწავლებლებს:
1. ყოველი დღე ახლით დაიწყე.
სიახლე წარმატებულს ხდის სკოლას და ახალისებს სასკოლო პროცესს.
2. ეცადე, ყოველ კვირას მცირედი ცვლილება მაინც შეიტანო სასკოლო ოთახის გაფორმებაში.
3. დატვირთე გაკვეთილი სანახაობითი მასალით.
4. ნუ იჩქარებ ახალი მასალის ახსნისთვის, იცოდეს მოსწავლემ, რომ მთავარი ახსნილის ანალიზი და მისი შეთვისებაა.
5. შენს მიერ შეთავაზებულ ახალ მასალას წინ მოტივაცია წაუმძღვარე.
6. ეცადე, ყველა საკითხი გააშუქო მოსწავლის პროვოცირებით, სწავლების პროცესის ეს მიგნება, მოსწავლის სწავლის ინტერესის გაღრმავებას იწვევს.
7. არ დაგავიწყდეს, კრიტიკულობა ადამიანის უდიდესი მონაპოვარია.
8. გაეპრანჭე შენს მოსწავლეებს, მათ ლამაზი მასწავლებელი მოსწონთ.
9. არ დაგავიწყდეს ყოველ დილით შენს მოსწავლეს კომპლიმენტი რომ უნდა უთხრა.
10. ეცადე, რაღაცას დაჰპირდი და აუცილებლად შეუსრულე, ეს თამაში კომუნიკაბელურს ხდის მოსწავლეს.
11. დამაჯერებლად გამოიყურებოდე - მოსწავლის რწმენის აღზრდაა.
12. ხომ გახსოვს, შენ რომ შენი მოსწავლის მეგობარი ხარ.
13. დაიცავი შენი უფლებები, რათა მოსწავლემ ისწავლოს თავის უფლებების დაცვა.
14. არასოდეს მოიტყუო.
15. იყავი უშუალო, მომთხოვნი და სამართლიანი.
16. დაუმეგობრდი შენი მოსწავლეების ავტორიტეტს.
17. არასოდეს ცუდად არ დაახასიათო ცუდი ადამიანიც კი, ვიღაცის ცუდი ხასიათი ყოველთვის გაამართლე. ბავშვობის ასაკში უკეთესია იცოდეს მან, რომ ამ ქვეყანაზე ცუდი ადამიანები არ არსებობენ.
18. ეცადე, რაც შეიძლება ფერადად დაანახო სამყარო შენს მოსწავლეს.
19. იყავი ფანტაზიორი, მოსწავლე აუცილებლად მოგბაძავს.
20. შენი კოლეგიალობა - კლასის ერთსულოვნებაა.
21. ნუ შეეცდები შენს მოსწავლეებს დაანახო, რომ ყველაფერი იცი, იცოდნენ მათ, რომ შენ ყოველდღე ახალ რამეს სწავლობ, ისინი ანალიზს აუცილებლად გააკეთებენ და მიხვდებიან, რომ მთელი ცხოვრება უნდა ისწავლონ.
22. ძიების უნარი სასწავლო პროცესის გადახალისების მთავარი მომენტია, აზროვნების, გონების წრთობაა.
23. გუნდური თუ ინდივიდუალური მუშაობის დროს გაითვალისწინე კლასის ინტერესი.
24. გამოიყენე ბუნება გაკვეთილის ჩასატარებლად, ეს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ.
25. ნუ დაგავიწყდება, განათლებაზე მთავარი ხომ მათი ჯანმრთელობაა.
26. ნუ იქნები ნიშნის წერაზე ორიენტირებული, მთავარი ხომ შენი მოსწავლის ცოდნაა.
27. კარგი იქნება, თუ შენს მოსწავლეს მასწავლებლობანას ათამაშებ გაკვეთილზე.
28. მოსწავლის მიერ გამოთქმულ მცდარ აზრს დადებითი არგუმენტები მოუნახე, მიეცი მას
საშუალება თავისუფლად გამოთქვას საკუთარი აზრი.
29. გამოიყენე შენს გაკვეთილზე მოსწავლის მიერ გამოყენებულ რომელიმე საუკეთესო მეთოდი ან
ფრაზა.
30. შეაქე სუსტი მოსწავლე ყოველ დღე, ის სულ მალე წარმატებული გახდება.
31. გაუკეთე საკუთარ თავს შეფასება და ეცადე მოსწავლემ თვითშეფასების სისტემას სისტემატიური
სახე მისცეს.
32. ხომ იცი, ყველაზე ფაქიზ, ყველაზე სათუთ, ყველაზე ლამაზ ქმნილებას წრთვნი.
33. ყოველთვის გახსოვდეს მოსწავლე ,,ნაძვისხეა,, და შენ მის გარშემო ტრიალებ.
ყოველივე ამას შენ აუცილებლად შესძლებ! იცოდე შენ ქვეყნის ხვალინდელ დღეს ქმნი!

Tuesday, December 16, 2014

გილოცავთ ბარბარობას



გილოცავთ ბარბარობას











წმიდა დიდმოწამე ბარბარე (IVს.)
ხსენება 4(17) დეკემბერი 


წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა - წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისათვის, - ისინი მეხმა ფერფლად აქცია.
წმიდა ბარბარე განსაკუთრებით ბავშვების მფარველად ითვლება. 


მართლმადიდებელი ეკლესია ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენებას 17 დეკემბერს აღნიშნავს.

Monday, December 1, 2014

ვზრუნავთ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება - ეს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ის ფრაზაა, რომელიც თანამედროვე მასწავლებლებს ყველაზე ხშირად ესმით. საზოგადოება მუდმივად ახსენებს პედაგოგს პროფესიული განვითარების აუცილებლობის შესახებ, მაგ ... მე უნდა ვიყო ტოლერანტი "ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა, შენ მოგექცნენ..." "ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაციის" თანახმად, ტოლერანტობა "მსოფლიო კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათ ... ვაშენებ სამოქალაქო საზოგადოებას "მომავლის სკოლა,რომლის მიზანი მოქალაქეობრივად განწყობილი ხასიათის აღზრდა იქნება,აუცილებლად ბევრს იფიქრებს სასკოლო ცხოვრებაში მჩქეფარე პრაქტიკულ საქმიანობაზე,რომელიც დღენიადაგ აღძრავს ბავშვებში თვითმოქმედებას,ინიციატივას,შეუპოვრობას.ა ... მე უნდა ვიყო სამართლიანი სასწავლო პროცესის დროს მასწავლებლის ობიექტურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეთიკური თვალსაზრისით; ის დიდწილად განსაზღვრავს სასწავლო პროცესის წარმატებას. თუმცა მასწავლებლებმა კარგად იციან, რომ სასწავლო პროცესის დროს ობიექტურობის დაცვა ხშირად მარტივი არ არის და შესაძლოა სხვადასხვაგვარ წინააღმ ... მე ვასწავლი და ვსწავლობ მასწავლებელი და მოსწავლე პირობითი ცნებებია, რადგანაც მასწავლებელიც მთელი ცხოვრება სწავლობს, მათ შორის ბევრ რამეს - საკუთარი მოსწავლეებისგანაც. ,,მე თქვენ გამო უამრავ რამეს ვსწავლობ”, - მადლიერებით მითქვამს ჩემი მოსწავლეებისათვის და ეს გულწრფელი სიტყვებია. რომ არა ისინი ... სკოლა ჩემი სახლია - საით მივდივართ? - მუდამ შინისაკენ. ნოვალისი ჩემს ბავშვობაში ან სხვა ბავშვებზე დაკვირვებისას, აღმომიჩენია, რომ ყველაზე მტკივნეული სახლს მოწყვეტა იყო. რა საბაბითაც უნდა ყოფილიყო ეს წასვლა სხვაგან, ბრჭყვიალა საცდუ ... მე უნდა ვიყო თვითკრიტიკული თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში თვითკრიტიკულობა ეფექტური სწავლების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. სწავლების ტრადიციული მოდელები ნაკლებად იყო ორიენტირებული სასწავლო პროცესისა თუ შედეგების ანალიზსა და კრიტიკაზე, სწავლების თანამედროვე ფორმები კი ამ ო ... მე უნდა ვიყო ღია სიახლისადმი ცვლილებები თანამედროვე სასკოლო ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად ხდება. სიახლის მიმართ დადებითი განწყობა ცვლილების უკეთესად გათავისების და პრაქტიკაში დანერგვის საშუალებას იძლევა. სიახლის ინიცირების საშუალება მასწავლებელსაც აქვს ... მე უნდა ვიყო შემოქმედებითი....