ისევ ჩემი უსაყვარლესი მე-3 კლასი,რომლებსაც, ძველი კლასი და მასწავლებელი არ ეთმობათ...მიყვარხართ...
ლია თურმანაული.თბილისის სსიპ 102 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
მთავარი გვერდი
- სასარგებლო მისამართები თქვენ იმყოფებით: კედლის გაზეთი სასარგებლო მისამართები chemclub.ge/links.php www.macmillandictionary.com/ www.calameo.com/ fr.calameo.com/ www.Blogger.com www.wordpress.com www.intellego.fr www.skoool.com/ lgfl.skoool.co.uk/ www.skoool.com/skoool_french/index.html www.gallerand.fr/ ocw.mit.edu www.oercommons.org www.merlot.org www.creativecommons.org). www.LeMill.net
- მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიები
- Home
- სასარგებლო მისამართები.
- დამრიგებლის საათი
- ჩემი მეგობრები
- სასწავლო რესურსები
- ინტეგრირებული-სამოდელო გაკვეთილები
- ინდივიდუალური სასწავლო გეგმები
- წლიური საგნობრივი გეგმები. ქართული, მატემატიკა
- პირადი ინფორმაცია
- მთავარი გვერდი
- პრეზენტაციები
- დაწყებითი კლასების კათედრა
- კვლევა
- პროექტები
- კლასგარეშე ღონისძიებები
- სადამრიგებლო პროგრამა
Monday, September 14, 2015
ჩემი პირველკასელები....
დღეს პირველკლასელები მივიღე....ერთმა საიდუმლოდ გამიმხილა, რომ წერა-კითხვა არ იცოდა, მეორემ გაოცებულმა მკითხა-ხვალაც უნდა მოვიდეო?..ასე...
Friday, September 11, 2015
მასწავლებლის ეფექტურობის მაჩვენებელი ბევრი სხვადასხვა კრიტერიუმით განისაზღვრება. გამომდინარე იქიდან, რომ ზოგი მასწავლებელი დაწყებითებს ასწავლის, ზოგი მაღალ კლასებს და ყველა თავისებურად განსხვავებული პიროვნებაა, ეფექტურობის უნიკალური ფორმულის შემუშავება ძალიან რთულია. შესაძლოა არსებობდეს ეფექტურობის ბევრი მახასიათებელი, რომელიც აღნიშნულ სტატიაში არ არის განხილული.
უნარი, იყოს კარგი მსმენელი, ეფექტური მასწავლებლის ერთერთი ყველაზე მნიშნველოვანი მახასიათებელია. პაულო ფრეირე ამ ფაქტორს „მასწავლებელ-სტუდენტის“ როლს უწოდებს: მასწავლებელი ხსნის გარკვეულ მასალას, რომელსაც აწვდის მოსწავლეებს განსახილველად და მას შემდეგ რაც მოსწავლეები საკუთარ აზრს გამოთქვამენ, მასწავლებელი ხელახლა გადააფასებს საკუთარ შეხედულებებს. შესაბამისად კარგი მასწავლებელია ის, ვინც მუდამ ღიაა მოსწავლესთან დიალოგისათვის და რომელსაც მიაჩნია, რომ შეუძლია მოსწავლისგანაც თავად ისწავლოს.
წარმატებული მასწავლებელი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც შთააგონებს და მოტივაციას მისცემს სტუდენტებს ძალდაუტანებლად, როგორც საქმის პროფესიონალი და მცოდნე. ამ ტიპის მასწავლებელმა კარგად იცის თავისი საგანი, სტუდენტების მიმართ კეთილგანწყობილია და პატივს სცემს მათ. იგი მოქმედებს საქმისადმი მაღალი სტანდარტებითა და მოლოდინებით, რასაც თან ერთვის უნარი, მოერგოს ყველა სიტუაციას და შეძლოს სტუდენტების წახალისება და მხარდაჭერა. მსგავსი მასწავლებელი ამხნევებს სტუდენტებს და ამით აძლევს საშუალებას, მიაღწიონ მათთვის მანამდე წარმოუდგენელ შედეგებს. ამ ტიპის მასწავლებელს ჰყავს მოსწავლეები, რომლებიც წარმატებებს აღწევენ.
ეფექტური მასწავლებელი „პროვოკატორია“, რომელიც სტიმულირებას უწევს საკითხის საფუძვლიან განხილვას, მუდმივად სვამს ჩამჭრელ კითხვებს – „რატომ?“, ეძიება საკითხს, ჩიხში შეჰყავს მოსწავლე, თამაშობს „ეშმაკის ადვოკატს“, ცდილობს კონფლიქტური თემების წარმოჭრით შექმნას გარემო, რომელშიც შესაძლებელი იქნება არსებული სტრეოტიპების განხილვა და მათი დამსხვრევა.
ეფექტური მასწავლებელი არის მაგალითი იმისა, რასაც მაქსინ გრინი უწოდებს „უცხო მასწავლებელს“. სტუდენტებთან ჯანსაღ ემოციურ დინსტანციაზე ყოფნით მასწავლებელი ინარჩუნებს მეტ ობიექტურობას, აბალანსებს და განიხილავს ცალკეული მოსწავლის საჭიროებას კლასის საჭიროებებთან შესაბამისობაში. მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა არ მხოლოდ უკეთ გაერკვეს საჭიროებების არსში, არამედ მიაგნოს რეაგირების ინოვაციურ მეთოდებს.
ეფექტური მასწავლებელი ენთუზიასტია ასწავლოს არა მხოლოდ საკუთარი საგანი, არამედ ზოგადად ასწავლოს და ისწავლოს. პოზიტიური დამოკიდებულებით, მხიარული განწყობითა და მონდომებით, წარმატებული მასწავლებელი მოსწავლეებს აგრძნობინებს, რომ იმ მომენტში მისთვის მათთან ყოფნა ყველაზე სასურველია. წარმატებული მასწავლებელი პატივს სცემს საკუთარ საქმიანობას და ამას იგი ქმედებაშიც ასახავს.
წარმატებული მასწავლებელი ინოვატორია, რომელიც მუდმივად ცვლის სტრატეგიებს, ტექნიკებს, ტექსტებსა და სასწავლო მასალებს, მაშინ, როცა უკეთესს მიაკვლევს და როცა არსებული მასალები ვეღარ აღწევენ სასურველ შედეგებს. მსგავსი მასწავლებელი ერთმანეთს უთავსებს შემდეგ ტექნიკებს: ლექცია-დისკუსიას, სიმულაციას, სერვისულ სწავლებას, ჯგუფურ მეცადინეობას, ვიზუალურ მედიას, როლურ თამაშებს, მოწვეული სტუმრების ჩართვას, დებატებს და ყველა სხვა საშუალებას, რეკომენდირებულს სასწავლო კლასისა და ასაკისათვის. სწავლების ტექნიკების მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა განსახილველი საკითხი ყველა კუთხიდან წარმოჩინდეს და მოხდეს მისი კომპლექსური განხილვა. მსგავსი მასწავლებელი აფასებს და იყენებს სტუდენტის მოსაზრებებს მათივე სწავლის პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.
ეფექტური მასწავლებელი მხიარულია, რომელიც ხშირად მიმართავს იუმორს სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით და არა სწავლისადმი ყურადღების გასაფანტად.
კარგი მასწავლებელი არის კარგი „მწვრთნელი“, რომელიც სტუდენტებს მათი უნარ-ჩვევებისა და პოტენციალის გამოვლენაში ეხმარება. იგი არც უყურადღებოა, მაგრამ არც ზედმეტად სთავაზობს სტუდენტებს საკუთარ დახმარებას. ეფექტური მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს თავისუფლებას თავად მიაღწიონ წარმატებას და ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე. სტუდენტის მიერ შესრულებულ დავალებაზე კონსტრუქციული კომენტარებითა და დასახმარებლად მუდამ მზად ყოფნით, მასწავლებელი მოსწავლეებს სწავლისადმი პასუხისმგებლობის გრძნობას უვითარებს და ისინი მეტად ხდებიან საკუთარ თავზე დამოკიდებულნი.
ეფექტური მასწავლებელი გულღია და ჰუმანურია, რომელსაც შეუძლია გაიცნოს საკუთარ თავზე და სასაცილო სიტუაციებზე ცინიზმისა და ირონიის გარეშე. ასეთი მასწავლებელი გულახდილია და ხედავს საკუთარ ღირსებებსაც და ნაკლოვანებებსაც. იგი თავისი უშუალოობით ეხმარება მოსწავლეებს გამოხატონ საკუთარი ნება, იყვნენ გაბედულები და შეძლონ პოტენციალის გამოვლენა.
ეფექტური მასწავლებელი მოსწავლეების ფიზიკური და ინტელექტუალური უსაფთხოების დამცველია, რაც გულისხმობს იმას, რომ სტუდენტები საწინააღმდეგო მოსაზრების გამოთქმისას არ შეიკავებენ თავს მასწავლებლის ცენზურისა და გაბრაზების შიშით. მასწავლებელი გამოხატავს საკუთარი აზრისა და შეხედულებებას, მაგრამ ამასთან შეუძლია მათი გამიჯვნა ფაქტებისაგან. მისი სტუდენტები თავისუფლად გამოხატავენ იდეებს, მაშინაც კი თუ ეს აზრები განსხვავებულია მასწავლებლის მოსაზრებებისაგან.
წარმატებული მასწავლებელი ოპტიმისტი ან იდეალისტია, რომელსაც მტკიცედ სწამს, რომ იდეალისა და ეტალონის გარეშე სასურველ შედეგამდე მიახლოვებაც კი წარმოუდგენელია. ესეთი მასწავლებელი საკუთარ თავს აიგივებს თითოეულ მოსწავლესთან და მიაჩნია, რომ მისი მისია მათი განვითარებისათვის ზრუნვაა. ამ ტიპის მასწავლებელი მოსწავლეთა ცხორებაზე გრძელვადიან პოზიტიურ გავლენას ახდენს და ამით გაკვეულად „უკვდავებასაც“ კი მოიპოვებს მათ თვალში.
ეფექტური მასწავლებელი სხვებთან ერთადაა. იგი კოლეგიალურია და ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. იგი სხვებს საკუთარ მოსაზრებებსა თუ სასწავლო მასალებს უზიარებს და საზოგადოების წარმომადგენლებს თუ მშობლებს პროცესში აქტიურად ჩართულობისაკენ მოუწოდებს. იგი ეხმარება კოლეგებს პრობლემების არსებობის შემთხევაში. ასეთი მასწავლებლის კედლები „თხელია“.
მასწავებელი ეფექტურია, თუ მას აქვს ეს ყველა თვისება და არა მხოლოდ. როცა უყვარს სიმართლე და სამართლიანობას უფრო დიდ მნიშნელობას ანიჭებს, ვიდრე პირად პოპულარულობას. მასწავლებელი სამყაროს შეცვლის მცდელობის პროცესში ცვლის საკუთარ თავს და გარეშე მყოფებსაც. შესაბამისად, ეფექტური მასწავლებელი რევოლუციონერია, რომელმაც იცის, რომ ამ სამყაროში მისი ფუნქცია (მშობლის ფუნქციის გარდა) არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიწმინდის გადარჩენის, ცხოვრების გაუმჯობესებისა და კაცობრიობის განვითარებაში.
წყარო: http://ecologyofeducation.net
Tuesday, May 12, 2015
დავაჯილდოვოთ თუ არა ბავშვი?
მომხრე და საწინააღმდეგო არგუმენტები ჯილდოთი მოსწავლის წახალისებაზე
0
მომხრე
- მოგეხსენებათ, მოსწავლის მიერ სწავლაში ჩადებულ ძალისხმევას შედეგი მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ მოაქვს, ამიტომ თუ მშობელი, ან სკოლა ზოგჯერ წაახალისებს მას ჯილდოთი, ეს შეიძლება იყოს სტიმული, რომ არ დაკარგოს მონდომება.
- თუ მოსწავლე სწავლობს რაიმე საგანს, ან აკათებს მათემატიკურ სავარჯიშოებს მხოლოდ იმისთვის, რომ მიიღოს რაიმე ჯილდო, ამაში ცუდი არაფერია. ამ შემთხვევაშიც ის მეცადინეობას უთმობს უფრო მეტ დროს, ვიდრე ის გააკეთებდა სხვა შემთხვევაში.
- ზოგიერთი მოსწავლე ჯილდოს მოხსნის შემდეგაც ინარჩუნებს იმ თვისებებს, რასაც ავლენდა ჯილდოთი წახალისებისას და აგრძელებს კარგად სწავლას.
- ფინანსური წახალისება შეიძლაბა გამოყენებულ იქნეს იმისთვის, რომ მოსწავლეს ვასწავლოთ ანგარიში.
საწინააღმდეგო
- ჯილდო ვერ გაგრძელდება მუდმივად და მოხსნის შემდეგ ზოგიერთ მოსწავლეს აღარ აქვს მიზეზი გააგრძელოს კარგად სწავლა.
- თუ ჯილდო არის ძალიან მომხიბვლელი მოსწავლეს აღარ რჩება არჩევანი, ეს გარკვეულწილად არის მისი იძულება, გააკეთოს ის რის მიმართაც შესაძლოა საერთოდ არ აქვს ინტერესი.
- ცუდად დაგეგმილი წახალისების სისტემა ხელს არ უწყობს შემეცნებას.
- ზოგჯერ გარეგანი მოტივირება ამცირებს შინაგანს. კვლევების თანახმად, თუ მოსწავლე ჯილდოს იღებს მისთვის, რისი კეთებაც ისედაც სიამოვნებს ეს ამცირებს მის მოტივაციას, რომ მომავალში იგივე გააკეთოს ჯილდოს გარეშე.
- ასაკის მატებასთან ერთად მოსწავლეები ნაკლებ ინტერესს ამჟღავნებენ გარეგანი მოტივატორების მიმართ.
Sunday, May 10, 2015
რას ნიშნავს, როგორია კარგი გაკვეთილი?
რას ნიშნავს, როგორია კარგი გაკვეთილი? რას ნიშნავს, როგორია კარგი გაკვეთილი? ეს კითხვა სასკოლო სფეროში დასაქმებული ადამინიებისთვის საინტერესოა, ალბათ, ყველას აქვს ნაფიქრი ამ თემის შესახებ.
“კარგად დაგეგმილი პროცესი,მიზნის შესაბამისი მრავალფეროვანი აქტივობები,მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობი და შეფასება რომელსაც აკეთებენ მოსწავლეები მაწავლებლის დახმარებით .რესურსების მრავალფეროვნება “ -მასწავლებელი
“გაკვეთილი გამოვა კარგი, თუ, უპირველეს ყოვლისა, მოხდება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პოლუსების დაახლოება, იერარქიის დაძლევა, მაგრამ არა ურთიერთპატივისცემის გაქრობის ხარჯზე, პირიქით – მოსწავლე პედაგოგისგან იმხელა პროფესიონალიზმს, თავმდაბლობას და სიყვარულს უნდა გრძნობდეს, რომ ადამიანურობა გადამდები აღმოჩნდეს მოსწავლეზე. ხოლო, თუ რა არის პროფესიონალიზმი პედაგოგისგან, მოგახსენებთ, რომ პროფესიონალი პედაგოგი ქვია ისეთს, რომელიც, ისე წარმართავს გაკვეთილს, რომ მოახდენს პრობლემების წამოჭრას, რაც, უდაოდ გამოიწვევს მოსწავლეების ჩართულობას და, შესაბამისად, განავითარებს ანალიტიკურ აზროვნებასაც. საშუალო განათლების საბოლოო მიზანიც ხომ ეს უნდა იყოს – საზოგადოებას შემატოს საღად მოაზროვნე სუბიექტი, თუნდაც, მან აღარ გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში.”- პედაგოგი
მიმდინარე წლიდან საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას შეიძენს, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც განათლების სამინისტროს ოფიციალური პირებისგან ითქვა, სახელმწიფო დაიწყებს ვიდეო გაკვეთილების შეფასებას. ეს იქნება გარე შეფასების კომპონენტი ახალი სქემის მიხედვით.
შეფასებას სჭირდება გარკვეული კრიტერიუმები, რითაც უნდა იხელმძღვანელოს შემფასებელმა, ამ შემთხვევაში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა. თუ რა კრიტერიუმებია, რომელიც განსაზრვრავს რომელი ჩაითვლება კარგ გაკვეთილად, რომელი არა? ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, ამიტომ “სასკოლო კვლევების ცენტრმა” გადავწყვიტეთ შევკრიბოთ და შევაჯამოთ ის ცოდნა, რაც ამ საკითხზე არსებობს თვითონ პრაქტიკოსებში. ამ მიზნით, ჩატრადა ონლაინ გამოკითხვა, სადაც 30 მდე მონაწილემ ( მასწავლებლები, მშობლები , მოსწავლეები) გამოთქვა საკუთარი აზრი, იმაზე, თუ რას ნიშნავს კარგი გაკვეთილი. ასევე მოხდა საერთაშორისო ექპერთა ნააზრების გაანალიზება. შედეგად ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე კრიტერიუმი, რაც უნდა ახასიათებდეს კარგ გაკვეთილს.
ვფირობთ, აღნიშნული კრიტერიუმების ცოდნა დაეხმარება პედაგოგებს, დირექტორებს და სხვა თემით დაინტერესებულ პირებს საკუთარ სქმიანობაში.
ვნახონთ კრიტერიუმები:
- მოსწავლეთა ჩართულობა
კარგია გაკვეთილი, როცა მოიუხედავად რაოდენობისა, ყველა მოსწავლეა მასში ჩართული, ყველას ჩართულობა შეიძლება გულისხმობდეს, როგორც ყველა მოსწავლის ერთ რაიმე დავალებაზე ფოკუსირებას, ასევე ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეების აქტივობებს. მთავრია, რომ არც ერთი მოსწავლე არ იყოს გაკვეთილის დროს გამოთიშული იმ პროცესისაგან, რასაც პედაგოგი წარმართავს. ამას პედაგოგი უნდა აღწევდეს მხოლოდ მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობაზე მანიპულირებით და არა ძალდატანებით.
ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:
“ კარგია კავეთილი, როცა მასწავლებელი ყველანაირად ცდილობს, საინტერესოდ მიაწოდოს ინფორმაცია და მოსწავლეებს არ აძლევს გაკვეთილიდან გათიშვის საშუალებას, სხვადასხვა აქტივობებით, რომ არის გაკვეთილი დატვირთული იმით და არა სიმკაცრით და დასჯით.”
- თანაბარი ყურადღება ყველა მოსწავლეს
კარგია გაკვეთილი, როცა ყველა მოსწავლეს ეთმობა თანაბარი ყურადღება, არა მარტო მასწავლებლის, არამედ სხვა მოსწავლეების მხრიდანაც, რათქმაუნდა, ამ პროცესს მასწავლებელი წარმართავს.
ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე მშობლის მოსაზრება:
“კარგი გაკვეთილი აუცილებელია იყოს თანამედროვე მეთოდებითა და აქტივობებით გამდიდრებული,წინასწარ დაგეგმილი და მორგებული თითოეულ მოსწავლეზე. ყველაზე სუსტი, გაუბედავი მოსწავლეც კი უნდა მონაწილეობდეს საგაკვეთილო პროცესში. კარგი გაკვეთილი უნდა იწყებოდეს განწყობის შექმნით, მიზნების გაცნობითა და ჩასატარებელი აქტივობების მოკლე მიმოხილვით.გასათვალისწინებელია წინარე ცოდა, მაგრამ ახალი საინტერესო მასალაც გარკვევით უნდა მივაწოდოთ მათ. მოსწავლების მოსაზრებები უნდა იყოს პრიორიტეტული, მასწავლებელმა უნდა მოახდინოს მათი მანიპულირება, გამართოს დისკუსიები და მოითხოვოს არგუმენტირებული პასუხები. გამოიყენოს გრაფიკული მაორგანიზებლები, მოძიებული ვიდეო მასალები, აღნიშნული საკითხის უკეთ გაცნობის მიზნით შექმნას პრეზენტაზიები და კლასის მართვის პროგრამით ან პროექტორის საშუალებით გაუზიაროს მოსწავლეებს”
- უნარების განვითარება
კარგი გაკვეთილი აუცილებლად უნდა იყოს მიმართული მოსწავლეებში რაიმე კონკრეტული უნარის ან უნარების განვითერებაზე მაგალითად, ეფექტური კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნების, ადაპტაციის უნარები. ამისთვის საჭიროა, რომ შინაარსის გარდა დიდი ყურადღება იყოს დათმობილი სწავლების მეთოდზე, ანუ იმაზე, თუ როგორ ასწალის პედაგოგი. სწორედ მეთოდები განსაზღვრვენ უნარების განვითარებას ბავშვებში: მაგალითად ჯგუფური სამუშაოებით ისინი სწავლობენ გუნდური მუშაობის უნარს, რაც საკმაოდ ფასობს დღეს. ტექნილოგიის გამოყენებით გაკვეთილზე იძენენ ტექნოლოგიის მართვის უნარებს.
ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:
“გაკვეთილი კარგია მაშინ,როცა სასწავლო მეთოდები შესაბამისობაშია აქტივობასთან,როცა თითოეული აქტივობის შემდეგ მიღწეულია შედეგი.ხდება არსებული ცოდნისა და ინფორმაციის შეჯერება,გამოწვევის ფაზაზე გაღვიძებული ინტერესის შენარჩუნება და განმტკიცება.კარგადდაგეგმილი გაკვეთილი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა საჭიროებების განვითარებას.”
- მასწავლებლის როლი
კარგია გაკვეთილი, როცა მასწავლებელი ასრულებს აქტივატორის როლს სააზროვნო კითხვების დასმით, არ უთმობს დიდი დროს საკუთარ საუბარს, აძლევს მოსწავლეებს საკუთარი აზრების გამოთქმის საშუალებას.
ონლინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:
“კარგია გაკვეთილი,როცა ძირითადად აქტიურები არიან ბავშვები და მასწავლებელი არის ფასილიტატორის როლში,ოღონდ არა მარტო ერთეულე მოსწავლეები აქტიურობენ არამედ ყველა შეძლებისდაგვარად”
ონლინ გამოკითხვაში მონაწილე მოსწავლის მოსაზრება:
“რას ნიშნავსკარგი გაკვეთილი ? – გაკვეთილი ნიშნავს სასკოლო პროცეს, რომელშიც ერთდროულად იქნება დისკუსია და პოზიციების გაცვლა- გამოცვლა და არა მასწავლებლის გაუთავებელი შენიშვნები !”
- ტექნოლოგიების გამოყენება
კარგი გაკვეთილი აუცილებლად უნდა იყენებდეს ტექნოლოგიას შესაბამისად. რაც სწავლას გაცილებით საინტერესოს ხდის.
ონლინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:
“კარგი გაკვეთილია, როცა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებითაა გაკეთებული”
“კარგად დაგეგმილი პროცესი,მიზნის შესაბამისი მრავალფეროვანი აქტივობები,მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობი და შეფასება რომელსაც აკეთებენ მოსწავლეები მაწავლებლის დახმარებით .რესურსების მრავალფეროვნება “ -მასწავლებელი
- საკლასო ოთახის დიზაინი
კარგია გაკვეთილი, სადაც საკლასო ოთახის დიზაინი, მერხების განლაგება, წყობა შეესაბამება კონკრეტულად იმ გაკვეთილის თემას და აქტოვიბას. კარგია თუ მოსწავლეები გავეთილის დაწყების წინ თვითონ იზრუნებენ გარემოს დიზაინზე. მასწავლებელი კი ამ ყველაფრის ინიციატორი და ხელშემწყობი იქნება.
- კარგი გაკვეთილის შედეგი
კარგი გაკვეთილი უნდა ანგრევდეს მოსწავლეებში გარკვეულ სტატუს-ქვოს აზროვნების თვალსაზრისით, ანუ კარგი გაკვეთილი მოსწავლისთვის უნდა იყოს რაიმე ახლის აღმოჩენის საშუალება. უნდა უტოვებდეს მათ საფიქრალს, უნდა აფიქრებდეს მათ გაკვეთილის შემდეგაც საგაკვეთილო თემაზე.
- კავშირი რეალურ ცხოვრებასთან
კარგია გაკვეტილი როცა მოსწავლე ხედავს უშუალო კავშირს მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და სწავლას შორის, არ უნდა იყოს საგაკვეთილო თემა აბსტრაქტული.
- სახლისო
კარგია გაკვეთილი, როცა მოსწავლეებს უხარიათ იქ შესვლა არის სახლისო გარკვეულიწილად
გამოკითხვაში მონაწილე დაწყებითი კლასების პედაგოგი:
“სტრუქტურულად გამართული,აქტივობები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს პროგრამასთან, მოსწავლეთა დონე და შესაძლებლობები გათვალისწინებული.რესურსები დახვეწილი და საგაკვეთილო მასალას მისადაგებული.შეფასება გამჭვირვალე და ობიექტური.სახალისო და დაძლევადი”
ნახეთ გამოკითხვაში მინაწილეთა სხვა საინტერესო მოსაზრებებებიც:
“კარგი გაკვეთილი არის ის 45 წუთი როდესაც ბავშვები საათს არ უყურებენ. არიან ჩართულები გაკვეთილის მსვლელობაში, სვამენ თემატურ კითხვებს, იღებენ ზუსტ და ამომწურავ პასუხებს ოღონდ აქ არ ვგულისხმობ გამზადებულ და ლექსად ნასწავლ პასუხებს. საუკეთესო გაკვეთილი ისაა სადაც ზმნის უღლებასაც სწავლობ, ან ტრიგონომეტრიასაც და მათ ცხოვრებისეულ დანიშნულებასაც”. – სტუდენტი
“რაც მთავარია გაკვეთილზე მასწავლებლი უნდა ანხორციელებდეს დროულ და კონსტრუქციულ უკუკავშირს, განმავითარებელ შეფასებას. მოსწავლეები კი უნდა ახდენდნენ ვარაუდების გამოთქმას ურთიერთშეფასებასა და თვითშეფასებას” -პედაგოგი
“თითოეული გაკვეთილისთვის (და არა მხოლოდ,,ღია გაკვეთილისთვის”) კარგი პედაგოგი კარგადაა მომზადებული. ასეთ გაკვეთილზე მასწავლებელი ბოლომდე იხარჯება, მოსწავლეების დაინტერესებაზე ზრუნავს, კლასში რთულ საკითხებს მარტივად გადმოსცემს და პროგრამას ხელოვნურად არ ართულებს, ნებისმიერ კითხვაზე არა დამთრგუნველი პასუხის გაცემა შესწევს. ვფიქრობ, მხოლოდ ამ შემთხვევაში და ასეთმა პედაგოგმა უნდა მიიღოს კლასში საკუთარი მოსწავლეებისაგან შედეგი. საბედნიეროდ, ასეთი პედაგოგები მრავლად არიან, სწორედ ასეთები უნდა ქმნიდნენ ამინდს სკოლაში და არა ის მასწავლებლები, რომლებიც უსამართლობას, შუღლს, დაზუთხვას, დამატებითი გაკვეთილების აუცილებლობას აიძულებენ და სასწავლო პროცესში ძალადობრივ მეთოდებს იყენებენ. საქართველოში სკოლების მთავარი პრობლემა – ავტორიტარიზმია. მოსწავლეს კლასში რა უნდა მოსთხოვოს მოძალადე პედაგოგმა? ” – მშობელი
“გაკვეთილი გამოვა კარგი, თუ, უპირველეს ყოვლისა, მოხდება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პოლუსების დაახლოება, იერარქიის დაძლევა, მაგრამ არა ურთიერთპატივისცემის გაქრობის ხარჯზე, პირიქით – მოსწავლე პედაგოგისგან იმხელა პროფესიონალიზმს, თავმდაბლობას და სიყვარულს უნდა გრძნობდეს, რომ ადამიანურობა გადამდები აღმოჩნდეს მოსწავლეზე. ხოლო, თუ რა არის პროფესიონალიზმი პედაგოგისგან, მოგახსენებთ, რომ პროფესიონალი პედაგოგი ქვია ისეთს, რომელიც, ისე წარმართავს გაკვეთილს, რომ მოახდენს პრობლემების წამოჭრას, რაც, უდაოდ გამოიწვევს მოსწავლეების ჩართულობას და, შესაბამისად, განავითარებს ანალიტიკურ აზროვნებასაც. საშუალო განათლების საბოლოო მიზანიც ხომ ეს უნდა იყოს – საზოგადოებას შემატოს საღად მოაზროვნე სუბიექტი, თუნდაც, მან აღარ გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში.”- პედაგოგი
პირველ რიგში გაკვეთილი უნდა იყოს კარგად დაგეგმილი,რომლის დროსაც მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი კომპონენტები: მიზანი,წინარე ცოდნა,აქტივობები-შესაბამისი გაკვეთილის მიზანთან,სასწავლო მეთოდები-შესაბამისი აქტივობასთან,სასწავლო რესურსები,აქტივობისთვის დრო,კლასის ორგანიზების ფორმები, მიღწეულიშედეგი და შეფასება. – პედაგოგი
თუკი ინტეგრირებულ გაკვეთილს თემაზე "აღმოჩენილი თუ გამოგონილი" ჩაატარებთ, მაშინ გაკვეთილზე ერთი ასეთი სიტუაციის წარმოდგენაც დაგეხმარებათ: რაღაცა მიზეზით ყველა ბიბლიოთეკა ერთდროულად განადგურდა, თქვენ კი საშუალება გაქვთ, გადაარჩინოთ ან დარვინის ან შექსპირის წიგნი. გაითვალისწინეთ, რომ, თუ თქვენ არ გადაარჩენთ, სამყარო მათ დაკარგავს. დასვით შეკითხვა, რომელ წიგნს გადაარჩენდნენ თქვენი მოსწავლეები. ალბათ ყველა შექსპირის წიგნს გადაარჩენდა იმის იმედად, რომ ადრე თუ გვიან ახალი „დარვინი" თავიდან აღმოაჩენდა აღმოსაჩენს, შექსპირივით კი სხვა ვერავინ დაწერდა (აი, ესეც მეორე მიზეზი, რატომ დავიწყე ეს წერილი იმის ახსნით, რომ ბიბლიოთეკების განახლებისას ყველაზე ადვილია, შეელიო სამეცნიერო ლიტერატურას). მაგრამ, თუკი ამგვარ სიტუაციას წარმოვიდგენთ, არც უსასრულო მაიმუნების თეორემა უნდა დაგვავიწყდეს: უსასრულო დროში უსასრულო რაოდენობის მაიმუნი რომ მივუშვათ კლავიატურასთან, რაღაც მომენტში ხელების კლავიატურაზე ბარტყუნი შედეგს გამოიღებს და რომელიმე მაიმუნი შემთხვევით შექსპირის სონეტს დაბეჭდავს. მაგრამ ამ თეორიის ალბათობა იმდენად მცირეა, რომ აჯობებს, მაინც შექსპირი გადავარჩინოთ და მაიმუნების იმედად არ დავრჩეთ.
გაკვეთილის მსვლელობისას შემდეგი შეკითხვები გამოგვადგება (შეკითხვების შედგენისას გამოვიყენე რიჩარდ ვან დე ლაგემაატის სახელმძღვანელო ცოდნის თეორიაში):
1.რა განსხვავებაა, როდესაც ვამბობთ, რომ რაღაც აღმოჩენილია და რაღაც - გამოგონილი? რაზე ვამბობთ, რომ აღმოჩენილია და რაზე ვამბობთ, რომ გამოგონილია? ამ კითხავზე პასუხის გაცემის დროს მოსწავლემ სასურველია, რომ გაიხსენოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. არქიმედე პირველი იყო, ვისაც ლეგენდა მიაწერს ამ სიტყვის (ევრიკა!) გამოყენებას სამეცნიერო აღმოჩენებთან. თუმცა აღმოჩენები ახასიათებს სოციალურ მეცნიერებებსაც. არ შეიძლება სიტყვა აღმოჩენასთან ერთად არქეოლოგიაც არ გაგვახსენდეს. რამდენიც არ უნდა ვიმტვრიოთ თავი, გამოვთქვათ ვარაუდები, რა და როგორ იყო უხსოვარ დროში, არქეოლოგია ჩვენს მოსაზრებებს ერთი ხელის მოსმით ან უკუაგდებს ან დაასაბუთებს. აღმოჩენები ხდება სხვა სოციალურ მეცნიერებებშიც. მაგ. ხშირად ვამბობთ, რომ ამერიკა აღმოაჩინა კოლუმბმა. აქ ერთი ასეთი შეკითხვაც შეიძლება დაისვას:
2.რამდენად განაპირობებს აღმოჩენა არსებობას? შეგვილია ვთქვათ, რომ ის, რაც არ აღმოგვიჩენია, არც არსებობს?
3.თუმცა რომეო და ჯულიეტა გამოგონილი პერსონაჟები არიან, რამდენად მართებულია იმის თქმა, რომ რომეოს ჯულიეტა უყვარდა და გაუმართლებელი იმის თქმა, რომ რომეოს ჯულიეტა სძულდა. რა მსგავსებაა გამოგონილ მხატვრულ პერსონაჟებსა და გამოგონილ მათემატიკურ ერთეულებს შორის და რა განსხვავებაა მათ შორის? აქვე შეგვიძლია იმაზეც ვისაუბროთ, რომ მათემატიკა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ის გამოგონილია, ყოველთვის ერთ სწორ პასუხს იძლევა. აღარაფერს ვამბობთ იმ შემთხვევაზე, თუკი ის აღმოჩენილია და მასაც, როგორც ყველა აღმოჩენას, უტყუარობის ნიშანი ადევს. მისგან განსხვავებით ლიტერატურასა და ხელოვნებაში ხშირად სხვადასხვა ახსნა და მოსაზრება გაისმის ერთსა და იმავე პერსონაჟზე და მათ ქმედებაზე. მაგალითად, რომეოს სიყვარული ჯულიეტას მიმართ ზოგისთვის ასაკის და ჰორმონების ბრალია, ანა კარენინას სიყვარულს ვრონსკის მიმართ ზოგი ვნებას უწოდებს, ტარიელის ტირილი ერთისთვის ყველაზე წმინდა სიყვარულის გამოვლინებაა, ხოლო სხვისთვის - გაუმართლებელი საქციელი. პოსტმოდერნისტი მკვლევარი თავის წიგნში ცარიელ ფურცელს დატოვებდა მკითხველის პასუხისთვის, რადგან არც ხელოვნებაში და არც ლიტერატურაში ერთი საბოლოო პასუხი არ არსებობს. მათემატიკაში კი ასეთი რამ წარმოუდგენელია: პასუხი ყოველთვის ერთია და ისიც ჭეშმარიტი, თუმცა ამ პასუხამდე მისვლის გზები შეიძლება განსხვავებული იყოს.
და ბოლოს წარმოგიდგენთ ინტეგრირებული გაკვეთილის „აღმოჩენილი თუ გამოგონილი" შესაძლო გეგმას, აქვე შევთანხმდეთ, რომ გეგმაში ნებისმიერი სახის ცვლილების შეტანა შეგიძლიათ, საგანთა კომბინაციაც მხოლოდ თქვენს გემოვნებაზე და არჩეული საგნის მასწავლებელთან თანამშრომლობის სურვილზეა დამოკიდებული:
საგანი
|
ძირითადი შეკითხვა
|
ლიტერატურა
|
თუკი ლიტერატურა გამოგონილია და მას არ აქვს საბოლოო პასუხები, რამდენად მიზანშეწონილია მისი შესწავლა?
|
ისტორია
|
რამდენად გამართლებულია რამის მტკიცება ისტორიაში, თუკი ის არქეოლოგიური აღმოჩენით არ დასტურდება?
|
მათემატიკა
|
უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო მათემატიკურ კვლევებს, თუკი ის გამოგონილია? რატომ უნდა ჩადოს სახელმწიფომ ფინანსები თეორიულ კვლევებში, როცა გარშემო ამდენი რეალური პრობლემა არსებობს?
|
სანუნებისმეტყველო მეცნიერებები ან გეოგრაფია
|
რამდენად ანიჭებს აღმოჩენილს აღმოჩენის მომენტი არსებობას?
|
საინფორმაციო ტექნოლოგია
|
როგორ იქცევა პრაქტიკულად „გამოგონილ" მათემატიკაზე დაფუძნებული საგნები?
|
Thursday, April 23, 2015
რატომ არის გაკვეთილის დასაწყისი მნიშვნელოვანი
,,გამოწვევის ფაზაზე მასწავლებლის მიზანია მოსწავლეებში მოცემულ საკითხზე, საგანზე ან მოვლენაზე არსებული ცოდნის, განცდების, შთაბეჭდილებების გააქტიურება. მოსწავლეები იხსენებენ, რა იციან შესასწავლი საკითხის ირგვლივ და იწყებენ ახალ თემაზე ფიქრს".
ს. ლობჟანიძე.
რამდენად მნიშვნელოვანია ეფექტური გაკვეთილისთვის კარგი დასაწყისი.
კარგად მოგეხსენებათ, მართლაც ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დაიწყებს მასწავლებელი გაკვეთილს - მომზადებული აქტივობით, თუ მოუმზადებლად, საინტერესო იქნება ის მოსწავლეებისთვის, თუ უინტერესო, შეძლებს მოსწავლეთა ყურადღების მიპყრობას თუ ვერა.
რატომაა საჭირო გაკვეთილის დასაწყისის წინასწარი დაგეგმვა?
ზოგიერთ მასწავლებელს მიაჩნია, რომ შეუძლია, და, ზოგჯერ, მართლაც ახერხებს, დაუგეგმავადაც შესთავაზოს მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები და გამოიწვიოს ისინი. თუმცა ამას, ალბათ, ყოველთვის ვერ მოახერხებს. ხოლო წინასწარ დაგეგმილი, საინტერესო აქტივობის გამოყენების შემთხვევაში, ყოველთვის შეძლებს შექმნას ისეთი ფონი, რომელიც იქნება ეფექტურიც და ეფექტიანიც გაკვეთილის საინტერესო წარმართვისთვის.
რა საჭიროა, რომ დასაწყისი იყოს ეფექტური?
ერთი უბრალო ჭეშმარიტების გამო, რომელიც ყველას ძალიან კარგად მოგვეხსენება: ,,კარგი დასაწყისი - საქმის ნახევარია". იმ პედაგოგებმა, რომლებიც იკვლევენ თავიანთ პრაქტიკას, აკეთებენ გაკვეთილების, ამა თუ იმ აქტივობის, მეთოდის ანალიზს, კარგად იციან, რომ გაკვეთილის ყველა ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, დასაწყისიც.
რაში დაეხმარება მასწავლებელს მოსწავლეთა გამოწვევა?
გამოწვევა, თუკი ის კარგად გათვლილი, მოფიქრებული და საინტერესო იქნება, დაეხმარება მასწავლებელს ისეთი აუცილებელი პირობების შექმნაში, როგორიცაა:
მოსწავლეთა ყურადღების მობილიზება;
მათი დაინტერესება;
განწყობის შექმნა;
არსებული ცოდნის გააქტიურება.
სწორედ დასაწყისში აცნობს მასწავლებელი მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს, რაც მეტად მნიშვნელოვანი მომენტია გაკვეთილზე, მაგრამ თუკი იმასაც განუმარტავს, რაში გამოადგებათ ამა თუ იმ საკითხის შესწავლა ან უნარ-ჩვევის დაუფლება, მაშინ ამით მათ პროვოცირებასაც შეძლებს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთს გაკვეთილზე, უბრალოდ, დროის დაკარგვად (თამაშად) მიაჩნია ყველანაირი პროვოცირება-გამოწვევა-ინტრიგა და ვერ ხედავს მათ საჭიროებას.
და მაინც, არის თუ არა საჭირო და მნიშვნელოვანი გამოწვევის ფაზა?
დიახ, არის! რადგან, „აიძულებს" მოსწავლეს მოისმინოს, მოლოდინითა და ინტერესით განეწყოს გაკვეთილისადმი, და, რაც მთავარია, საინტერესო დასაწყისი, ისევე როგორც დასასრული, ამახსოვრდებათ მოსწავლეებს, ეს კი ხელს უწყობს მასალის უკეთ ათვისებას.
ფაქტია, რომ მასწავლებელმა უნდა შეიმუშაოს გაკვეთილის დაწყების ფორმები, ხერხები და მეთოდები, თანაც მრავალფეროვანი, რადგან „აბა, რა გვქონდა დღეს გაკვეთილად" -გაკვეთილის ასე დაწყება, ვფიქრობ, უკვე ძალიან მოძველებული ფორმაა და თანაც არაეფექტური.
დაბოლოს:
დავიწყოთ გაკვეთილი ინტრიგით, გავახსენოთ წინა შეძენილი ცოდნა, შევთავაზოთ არასტანდარტული დასაწყისი და ვნახავთ, როგორ უცებ განვაწყობთ გაკვეთილისთვის, მოვახერხებთ მათ ჩართვას სამუშაო პროცესში.
Subscribe to:
Posts (Atom)







































