მთავარი გვერდი

Tuesday, March 3, 2015

“ლოცულობს დედა და ლოცვის სითბო ცხრა მთის გადაღმა შვილის გზაზე იებად ამოდის..” (ვ. ხორნაული)

ძვირფასო კოლეგებო, დედებო და მომავალო დედებო გილოცავთ დედის დღეს!
3 მარტი, დედის დღე, გაზაფხულის პირველი დღესასწაული, უკვე ოც წელზე მეტია აღინიშნება და კარგ ტრადიციად იქცა. 

ვულოცავ ამ ლამაზ დღეს ყველა დედას.
   მთელი ჩვენი ისტორია საქართველოს ქალების, დედების სათნოების, გმირობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითია და ასეა დღესაც.
  ყველა დედას და მომავალ დედას ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას,ბედნიერებას და რაც მთავარია სამშობლოსათვის განათლებული და საამაყო შვილების აღზრდას.

შვილებს კი ვუსურვებ მუდამ ჰქონდეთ უნარი , სითბო და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს.