სოკრატე და პლატონი.
არისტოტელე და ალექსანდრე მაკედონელი.
გიორგი ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელი.
სულხან-საბა ორბელიანი და ვახტანგ მეექვსე...
ცნობილი მასწავლებლები და მათი აღზრდილი ცნობილი მოსწავლეები, რომელთაც გავლენა მოახდინეს ეპოქაზე და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდაქმნები მოახდინეს. თუ მათ განვლილ გზას გადავხედავთ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რაიმე ღირებულის შესაქმნელად საჭიროა ორი რამ: შემოქმედებითობა და თავისუფლება. სწავლებისა და აღზრდის ნებისმიერ სისტემაში ეს ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი. სოკრატეს სწავლების მეთოდიც ხომ სწორედ ამას ეფუძნებოდა: მოსწავლეს ეჭვი უნდა შეეტანა სტერეოტიპულ შეხედულებებში და თავისუფლად, შემოქმედებითად განეხილა ნებისმიერი ეგზისტენციალური საკითხი.
კაცობრიობის ისტორიაში ერთი უძველესი თემა, რომელიც არასოდეს გაცვდება, არის განათლება. მოსწავლე და მასწავლებელი _ ეს ორი უმთავრესი საყრდენია, რომლებსაც აღზრდის ნებისმიერი სისტემა ეფუძნება.
ვინ უნდა იყოს მასწავლებელი და რა მორალურ ფასეულობებსა და პროფესიულ კომპეტენციებს უნდა ფლობდეს იგი, რომ შეძლოს მოსწავლისთვის ცოდნის გადაცემა, თანაც შემოქმედებითად წაახალისოს იგი, რათა კაცობრიობის მრალფეროვანი "მეხსიერება" არა მხოლოდ სხვა "ჭურჭელში" გადაედინოს (ამას ოდითგან დღემდე ასრულებს სხვადასხვა ტიპის (ბეჭდური თუU ელექტრონული) ბიბლიოთეკა), არამედ ყოველ ახალ თაობაში დროისა და ვითარების შესაბამისი გამოძახილი ჰქონდეს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განცდა, მაგალითად, კლასიკის არააქტუალურობისა, მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ შეხედა და აღიქვა დღევანდელი გადასახედიდან.
იცვლება დრო, განათლების პრინციპები, აღზრდის მეთოდები, მაგრამ მუდმივად რჩება დილემა: როგორ ვასწავლოთ, რათა სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნებისკენ მიმავალი გზა მოსწავლისთვის იყოს მთავარი საფიქრალი, რომ მან შეძლოს დამკვიდრება იმ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურსა თუ კულტურულ გარემოში, რომელშიც უნდა იცხოვროს, როგორც თავისუფალმა პიროვნებამ.
ცივილიზაციის განვითარებამ შექმნა სრულიად ახალი რეალობა, რომელიც მოსწავლისა და მასწავლებლისგან მოითხოვს ახალ ურთიერთობას როგორც ცოდნის მისაღებად, ასევე საზოგადოებაში საკუთარი ადგილის საპოვნელად და დასამკვიდრებლად.
როგორ უნდა გარდაიქმნას სკოლა, რომ ის არ დაემსგავსოს, ხატოვნად თუ ვიტყვით, ერთ დიდ ექსპერიმენტულ ქარხანას, რომელიც თანაბარი ზომა-წონის, შესაძლებლობების, უნარების მქონე თაობების რუხ ნაკადებს გამოუშვებს ცხოვრების ოკეანეში უსახოდ და უკვალოდ ჩასანთქმელად?
ტრადიციული ღირებულებები: ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, ნდობა, რა თქმა უნდა, ისევ უპირველესია, მაგრამ, თანვე, აქტუალურია თითქმის ყოველდღიურად განახლებული ტექნოლოგიების კონტექსტში როგორ უნდა შეიცვალოს სწავლების მეთოდები და სტრატეგიები ისე, რომ მოსწავლეს ჰქონდეს ყველაზე არსებითი და უმთავრესი ნებისმიერი საგნის შესწავლისას _ თავისუფალი არჩევანი. ეს უნდა გამოიხატებოდეს სწავლა-აღზრდის პროცესში იმგვარი პირობის შესაქმნელად, რომელიც კი არ დააბრკოლებს, არამედ ხელს შეუწყობს ადამიანის თანდაყოლილი უნარის, სამყაროს შემეცნებისკენ სწრაფვის განვითარებას. ეს სწრაფვა ეფუძნება შემოქმედებითობას, რომელიც თავისუფლების გარეშე არ არსებობს. თუ სქემატურად წარმოვიდგენთ პირობით მაგიურ პირამიდას: მწვერვალზე იქნება სამყარო, ხოლო საფუძვლის ორ კიდეში შემოქმედება და თავისუფლება, გვერდები კი _ სიყვარული და იმედი.
გენდერული თანასწორობა - თემა კლასის საათისათვის
ReplyDeleteსიახლეების არქივი01 დეკემბერი , 2014
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1999 წლის 54/134 რეზოლუციით, ყოველი წლის 25 ნოემბერს აღინიშნება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე.
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მსოფლიო დღით იწყება 16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც სრულდება 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს.
დამრიგებლების მიერ კლასის საათების თემატიკაში გენდერული ბალანსისა და გენდერული ძალადობის საკითხების გათვალისწინება კარგი აქტივობა იქნება მოსწავლეთა სამოქალაქო კომპეტენციის შესაბამისი (სქესთა შორის ბალანსი, ადამიანის უფლებები, დისკრიმინაცია, ძალადობა... ) მიმართულებით განვითარებისათვის.
პირველი ვარიანტი
კლასის საათის თემა: გენდერული თანასწორობა
დრო: 60 წუთი
მიზანი: მოსწავლეები აანალიზებენ გენდერული თანასწორობის პრობლემას, იაზრებენ ძალადობის გამოვლინების სხვადასხვა ფორმებს. მსჯელობენ გენდერული დისკრიმინაციის შესახებ.
შედეგი: მოსწავლეები შეისწავლიან გენდერული ძალადობის ფორმებს, აუმაღლდებათ ცოდნა ქალთა და გოგონათა უფლებებისა და მათი დაცვის მიმართულებით.
რესურსები: ემა ვოთსონის გაეროს ტრიბუნაზე წარმოთქმული სიტყვა (დანართი 2) - რამდენიმე ეგზემპლარად. ფლიპჩარტის ფურცლები, ფანქრები ან მარკერები.
აქტივობები:
1. თემის შესახებ ზოგადი შესავლის გაკეთება, სასტარტო ცოდნის გამოსავლენად გონებრივი იერიშით ინფორმაციის მოკრება. 25 ნოემბრის, როგორც საერთაშორისო განწყობის გამომხატველი დღის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
2. მსახიობ ემა ვოთსონის და მისი გაეროს ეგიდით მოღვაწეობაზე ინფორმაციის მიწოდება (დანართი 1) და მსახიობის მიმართვის (დანართი 2) ხმამაღლა წაკითხვა. (სამ ნაწილად დაყოფილ ტექსტს კითხულობს სამი მოსწავლე).
3. მოსწავლეებს საშუალებას ვაძლევთ, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები.
4. ვქმნით 4 ჯგუფს და ვაძლევთ არჩევანს მოამზადონ პრეზენტაცია შეთავაზებულთაგან მათთვის სასურველი სათაურით: „ჩვენ თანასწორობის ელჩები ვხდებით", „თუ არა ჩვენ, მაშინ - ვინ? თუ არა ახლა, მაშინ - როდის?", „რა გვიშლის ხელს ვიყოთ თანასწორნი?", „ჩვენ გვსურს ცვლილებები"... (შესაძლებელია, თქვენვე დაამატოთ/ჩაანაცვლოთ სათაურები)
5. პრეზენტაციების შემდეგ იმართება ღია დისკუსია, რომელსაც დამრიგებელი აჯამებს.
მეორე ვარიანტი
კლასის საათის თემა: გენდერული ძალადობა
დრო: 60 წთ
მიზანი: მოსწავლეები გააანალიზებენ გენდერული ძალადობის პრობლემას, გაიაზრებენ ძალადობის გამოვლინების სხვადასხვა ფორმებს. იმსჯელებენ გენდერული დისკრიმინაციის შესახებ;
შედეგი: მოსწავლეებს ეცოდინებათ გენდერული ძალადობის ფორმები, შეძლებენ მათ იდენტიფიკაციას; შეიძენენ ცოდნას ქალთა და გოგონათა უფლებებისა და მათი დაცვის მიმართულებით.
რესურსები: საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით გენდერული თანასწორობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები (რა თქმა უნდა, ნაწილობრივი) (დანართი 3); ფურცლები, მარკერები, კალმები, წებოვანა;
აქტივობებ
აქვე აღვნიშნავთ, რომ აქტივობებისთვის დროის განსაზღვრისაგან თავს ვიკავებთ, რაც დამრიგებელთა შეხედულებისამებრ შეიძლება დარეგულირდეს.
დამრიგებლების მიერ კლასის საათების თემატიკაში გენდერული ბალანსისა და გენდერული ძალადობის საკითხების გათვალისწინება კარგი აქტივობა იქნება მოსწავლეთა სამოქალაქო კომპეტენციის შესაბამისი (სქესთა შორის ბალანსი, ადამიანის უფლებები, დისკრიმინაცია, ძალადობა... ) მიმართულებით განვითარებისათვის
ReplyDeleteკითხვის საათის ჩატარება კვირაში ერთხელ, ორშაბათს.
ReplyDeleteტექსტზე მუშაობის ამოცანები და ხერხები.(ბლუმის ტაქსონომიის საფუძველზე)
ReplyDeleteკითხვის საათის გეგმა:
ReplyDeleteქართული ხალხური ზღაპრები.
ჰანს ქრისტიან ანდერსენის"თოვლის დედოფალი"
ეკზიუპერის "პატარა უფლისწული"
სულხან-საბა ორბელიანის იგავები
დაწყებით კლასებში დამრიგებლის საქმიანობით მისაღწევ ერთ-ერთ შედეგს წარმოადგენს წიგნიერების კომპეტენციის განვითარება. ამ მიზნით, I – IV კლასის დამრიგებლებმა კითხვის საათის ფორმატში უნდა გამოიყენონ სხვადასხვა მეთოდები: კითხვის ტექნიკის გაძლიერება, წაკითხულის განხილვა-გააზრება, ანალიზის უნარის განვითარება, მსჯელობის, პრეზენტაციის, შემოქმედებითი უნარების განვითარება.
ReplyDeleteპირველ რიგში, საჭიროა სამუშაო ტექსტის შერჩევა, რომელიც უნდა პასუხობდეს სადამრიგებლო პროგრამის მიმართულებების თემატიკას. მეოთხეკლასელებისათვის გთავაზობთ სამუშაო ტექსტს ,,პატარა წალკოტის ამბავი, ანუ ,,ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი" (დანართი1). თემატურად ის ეხმიანება პიროვნული განვითარების, გარემოს დაცვის, თვალსაწიერის გაფართოების მიმართულებებს.
1. კლასს ვაცნობთ ნაწარმოების სათაურს და ვეკითხებით: რას ნიშნავს სიტყვა წალკოტი? რას გულისხმობს ანდაზა „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი"? თქვენი აზრით, რას შეიძლება ეხებოდეს ეს ნაწარმოები?
2. ტექსტი ურიგდება ყველა მოსწავლეს. სამ-ოთხ ნაწილად გაყოფილ ტექსტს სხვადასხვა მოსწავლე კითხულობს. მკითხველებს წინასწარ ვაძლევთ ინსტრუქციას - მკვეთრად, გასაგებად და შესაბამისი ინტონაციებით წაიკითხონ ტექსტი; დანარჩენებს ვთხოვთ, ყურადღებით მიადევნონ თვალი და მონიშნონ გაუგებარი ფრაზები ან სიტყვები.
3. გონებრივი იერიშის მეთოდით, მოვიძიებთ უცხო სიტყვებსა და ფრაზებს, ვწერთ დაფაზე ან ფლივჩარტზე და ვცდილობთ დამხმარე კითხვებით მივიყვანოთ მოსწავლეები ამ სიტყვებისა თუ ფრაზების ახსნამდე; საჭიროების შემთხვევაში, განვუმარტავთ.
4. ვქმნით სამ ან ოთხ ჯგუფს და ვაძლევთ დავალებას: შეადგინონ ნაწარმოების გეგმა და გააცნონ კლასს.
5. იგივე ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას პრეზენტაციაზე ,,ნამდვილი და გამოგონილი ,,ერთი წალკოტის ამბავში". ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს.
6. კლასს დისკუსიისათვის ვთავაზობთ კითხვებს:
ა) რას ეხება ეს ნაწარმოები? რა მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ მასში?
ბ) რა არის საჭირო სწორი გადაწყვეტილების მისაღებად?
გ) თქვენი აზრით, რა საერთო და განმასხვავებელი აქვთ ხელოვანსა და ხელოსანს?
7. ვაჯამებთ დისკუსიას, უკუკავშირის მეთოდით ვაკეთებთ მინიშნებებსა და შეფასებებს. შეჯამებისას არ ვაკეთებთ ცალსახა ფორმულირებებს ( მაგალითად, ,,მოხუცი შეცდა", ან ,,არ შეცდა"), რათა ბავშვებს დავუტოვოთ ფიქრისა და განსჯის შესაძლებლობა. საბოლოოდ, შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით, დავალებად ვაძლევთ ესეს ,,როგორ გადაარჩენდით ან აღადგენდით წალკოტს?"
გმადლობ, ცოტა რამ წავიღე თქვენი ბლოგიდან!
ReplyDelete