"თუ მომავალში მასწავლებლის მოძებნას გადაწყვეტ, დაიმახსოვრე ოქროს წესი: "ამ ქვეყანაზე უფრო მეტი თაღლითი გურუ და ყალბი მასწავლებელია, ვიდრე ცაზე ვარსკვლავი. და ნუ აურევ ძალაუფლების მოყვარულებს ჭეშმარიტ მასწავლებლებში. ნამდვილი სულიერი მოძღვარი არ მიმართავს შენს ყურადღებას საკუთარ თავზე და არ დაელოდება აბსოლუტურ მორჩილებას ან აღფრთოვანებას. ამის ნაცვლად, იგი დაგეხმარება რომ დააფასო და შეიყვარო შენი შინაგანი "მე". ჭეშმარიტი მასწავლებლები შუშასავით გამჭვირვალენი არიან. მათი მეშვეობით უფლის შუქი შემოდის."
ელიფ შაფაქი - "სიყვარულის ორმოცი კანონი"
ასერტულობა - ეს არის უნარი, დაუფარავად გამოხატო შენი გრძნობები, აზრები, ემოციები, სურვილები. ასერტულ ადამიანს შეუძლია ისე თქვას „არა", რომ დანაშაულის განცდა არ დაეუფლოს. ასეთ ადამიანს შესწევს უნარი, წარმართოს დიალოგი, მიიღოს კრიტიკა და დაიცვას საკუთარი პოზიცია. იგი პასუხისმგებელია საკუთარ ქცევაზე, პატივს სცემს საკუთარ თავსაც და სხვასაც, პოზიტიურია, აქვს მოსმენის, გაგების უნარი და ცდილობს, მიაღწიოს კომპრომისს. იგი დაუფარავად აცხადებს თავის მიზნებსა და განზრახვებს, ამავე დროს, პატივს სცემს სხვის უფლებებსა და ინტერესებს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ამგვარი ქცევა ძალზე გამოსადეგია: ხან კოლეგა ეცდება, თავისი მოვალეობა გადმოგილოცოთ, ხან მშობელი მოგაბეზრებთ თავს, ხან გამყიდველი ეცდება, რაიმე ნივთი შეგაძენინოთ და ა.შ. ახლობლებისთვის უარის თქმაც უნდა შეგეძლოთ, თუ დანაპირების დროზე შესრულებაში ეჭვი გეპარებათ. კორექტული უარი და მისი მიზეზის ახსნა თქვენი უფლებაა. კარგად დაიხსომეთ: ასერტულობა არ არის აგრესიულობის სინონიმი. იყავით ზრდილობიანი, მაგრამ პრინციპული.
ReplyDelete"თუ მომავალში მასწავლებლის მოძებნას გადაწყვეტ, დაიმახსოვრე ოქროს წესი: "ამ ქვეყანაზე უფრო მეტი თაღლითი გურუ და ყალბი მასწავლებელია, ვიდრე ცაზე ვარსკვლავი. და ნუ აურევ ძალაუფლების მოყვარულებს ჭეშმარიტ მასწავლებლებში. ნამდვილი სულიერი მოძღვარი არ მიმართავს შენს ყურადღებას საკუთარ თავზე და არ დაელოდება აბსოლუტურ მორჩილებას ან აღფრთოვანებას. ამის ნაცვლად, იგი დაგეხმარება რომ დააფასო და შეიყვარო შენი შინაგანი "მე". ჭეშმარიტი მასწავლებლები შუშასავით გამჭვირვალენი არიან. მათი მეშვეობით უფლის შუქი შემოდის."
ReplyDeleteელიფ შაფაქი - "სიყვარულის ორმოცი კანონი"
ასერტული ქცევის ძირითადი წესები
ReplyDelete● უფლება მაქვს, წრფელად და დაუფარავად გამოვხატო საკუთარი გრძნობები.
● უფლება მაქვს, შევაფასო საკუთარი ქცევა, აზრები, ემოციები და პასუხს ვაგებ შედეგებზე.
● უფლება მაქვს, არ აგიხსნათ საკუთარი ქცევის მოტივები და არ მოგიბოდიშოთ.
● უფლება მაქვს, შევიცვალო შეხედულება.
● უფლება მაქვს, დამოუკიდებლად გადავწყვიტო, ვარ თუ არა პასუხისმგებელი და რა დოზით სხვა ადამიანების პრობლემებზე.
● მაქვს შეცდომისა და მასზე პასუხისმგებლობის აღების უფლება.
● უფლება მაქვს, მივიღო არალოგიკური გადაწყვეტილება.
● უფლება მაქვს, არ ვიყო დამოკიდებული ჩემდამი სხვის კეთილგანწყობაზე.
● უფლება მაქვს ვთქვა: „ეს არ მაინტერესებს".
● უფლება მაქვს ვთქვა: „თქვენი არ მესმის".