მთავარი გვერდი

Wednesday, September 16, 2015

https://drive.google.com/file/d/0B2xOUDVXqbjOQ2NhTV9QU2tmV2M/view?usp=sharing

Monday, September 14, 2015

და ისევ ჩემი მე-3 კლასელები.....

ისევ ჩემი უსაყვარლესი მე-3 კლასი,რომლებსაც, ძველი კლასი და მასწავლებელი არ ეთმობათ...მიყვარხართ...


ჩემი პირველკასელები....

დღეს პირველკლასელები მივიღე....ერთმა საიდუმლოდ გამიმხილა, რომ წერა-კითხვა არ იცოდა, მეორემ გაოცებულმა მკითხა-ხვალაც უნდა მოვიდეო?..ასე...









Friday, September 11, 2015

მასწავლებლის ეფექტურობის მაჩვენებელი ბევრი სხვადასხვა კრიტერიუმით განისაზღვრება. გამომდინარე იქიდან, რომ ზოგი მასწავლებელი დაწყებითებს ასწავლის, ზოგი მაღალ კლასებს და ყველა თავისებურად განსხვავებული პიროვნებაა, ეფექტურობის უნიკალური ფორმულის შემუშავება ძალიან რთულია. შესაძლოა არსებობდეს ეფექტურობის ბევრი მახასიათებელი, რომელიც აღნიშნულ სტატიაში არ არის განხილული.
უნარი, იყოს კარგი მსმენელი, ეფექტური მასწავლებლის ერთერთი ყველაზე მნიშნველოვანი მახასიათებელია. პაულო ფრეირე ამ ფაქტორს „მასწავლებელ-სტუდენტის“ როლს უწოდებს: მასწავლებელი ხსნის გარკვეულ მასალას, რომელსაც აწვდის მოსწავლეებს განსახილველად და მას შემდეგ რაც მოსწავლეები საკუთარ აზრს გამოთქვამენ, მასწავლებელი ხელახლა გადააფასებს საკუთარ შეხედულებებს. შესაბამისად კარგი მასწავლებელია ის, ვინც მუდამ ღიაა მოსწავლესთან დიალოგისათვის და რომელსაც მიაჩნია, რომ შეუძლია მოსწავლისგანაც თავად ისწავლოს.
წარმატებული მასწავლებელი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც შთააგონებს და მოტივაციას მისცემს სტუდენტებს ძალდაუტანებლად, როგორც საქმის პროფესიონალი და მცოდნე. ამ ტიპის მასწავლებელმა კარგად იცის თავისი საგანი, სტუდენტების მიმართ კეთილგანწყობილია და პატივს სცემს მათ. იგი მოქმედებს საქმისადმი მაღალი სტანდარტებითა და მოლოდინებით, რასაც თან ერთვის უნარი, მოერგოს ყველა სიტუაციას და შეძლოს სტუდენტების წახალისება და მხარდაჭერა. მსგავსი მასწავლებელი ამხნევებს სტუდენტებს და ამით აძლევს საშუალებას, მიაღწიონ მათთვის მანამდე წარმოუდგენელ შედეგებს. ამ ტიპის მასწავლებელს ჰყავს მოსწავლეები, რომლებიც წარმატებებს აღწევენ.
ეფექტური მასწავლებელი „პროვოკატორია“, რომელიც სტიმულირებას უწევს საკითხის საფუძვლიან განხილვას, მუდმივად სვამს ჩამჭრელ კითხვებს – „რატომ?“, ეძიება საკითხს, ჩიხში შეჰყავს მოსწავლე, თამაშობს „ეშმაკის ადვოკატს“, ცდილობს კონფლიქტური თემების წარმოჭრით შექმნას გარემო, რომელშიც შესაძლებელი იქნება არსებული სტრეოტიპების განხილვა და მათი დამსხვრევა.
ეფექტური მასწავლებელი არის მაგალითი იმისა, რასაც მაქსინ გრინი უწოდებს „უცხო მასწავლებელს“. სტუდენტებთან ჯანსაღ ემოციურ დინსტანციაზე ყოფნით მასწავლებელი ინარჩუნებს მეტ ობიექტურობას, აბალანსებს და განიხილავს ცალკეული მოსწავლის საჭიროებას კლასის საჭიროებებთან შესაბამისობაში. მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა არ მხოლოდ უკეთ გაერკვეს საჭიროებების არსში, არამედ მიაგნოს რეაგირების ინოვაციურ მეთოდებს.
ეფექტური მასწავლებელი ენთუზიასტია ასწავლოს არა მხოლოდ საკუთარი საგანი, არამედ ზოგადად ასწავლოს და ისწავლოს. პოზიტიური დამოკიდებულებით, მხიარული განწყობითა და მონდომებით, წარმატებული მასწავლებელი მოსწავლეებს აგრძნობინებს, რომ იმ მომენტში მისთვის მათთან ყოფნა ყველაზე სასურველია. წარმატებული მასწავლებელი პატივს სცემს საკუთარ საქმიანობას და ამას იგი ქმედებაშიც ასახავს.
წარმატებული მასწავლებელი ინოვატორია, რომელიც მუდმივად ცვლის სტრატეგიებს, ტექნიკებს, ტექსტებსა და სასწავლო მასალებს, მაშინ, როცა უკეთესს მიაკვლევს და როცა არსებული მასალები ვეღარ აღწევენ სასურველ შედეგებს. მსგავსი მასწავლებელი ერთმანეთს უთავსებს შემდეგ ტექნიკებს: ლექცია-დისკუსიას, სიმულაციას, სერვისულ სწავლებას, ჯგუფურ მეცადინეობას, ვიზუალურ მედიას, როლურ თამაშებს, მოწვეული სტუმრების ჩართვას, დებატებს და ყველა სხვა საშუალებას, რეკომენდირებულს სასწავლო კლასისა და ასაკისათვის. სწავლების ტექნიკების მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა განსახილველი საკითხი ყველა კუთხიდან წარმოჩინდეს და მოხდეს მისი კომპლექსური განხილვა. მსგავსი მასწავლებელი აფასებს და იყენებს სტუდენტის მოსაზრებებს მათივე სწავლის პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.
ეფექტური მასწავლებელი მხიარულია, რომელიც ხშირად მიმართავს იუმორს სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით და არა სწავლისადმი ყურადღების გასაფანტად.
კარგი მასწავლებელი არის კარგი „მწვრთნელი“, რომელიც სტუდენტებს მათი უნარ-ჩვევებისა და პოტენციალის გამოვლენაში ეხმარება. იგი არც უყურადღებოა, მაგრამ არც ზედმეტად სთავაზობს სტუდენტებს საკუთარ დახმარებას. ეფექტური მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს თავისუფლებას თავად მიაღწიონ წარმატებას და ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე. სტუდენტის მიერ შესრულებულ დავალებაზე კონსტრუქციული კომენტარებითა და დასახმარებლად მუდამ მზად ყოფნით, მასწავლებელი მოსწავლეებს სწავლისადმი პასუხისმგებლობის გრძნობას უვითარებს და ისინი მეტად ხდებიან საკუთარ თავზე დამოკიდებულნი.
ეფექტური მასწავლებელი გულღია და ჰუმანურია, რომელსაც შეუძლია გაიცნოს საკუთარ თავზე და სასაცილო სიტუაციებზე ცინიზმისა და ირონიის გარეშე. ასეთი მასწავლებელი გულახდილია და ხედავს საკუთარ ღირსებებსაც და ნაკლოვანებებსაც. იგი თავისი უშუალოობით ეხმარება მოსწავლეებს გამოხატონ საკუთარი ნება, იყვნენ გაბედულები და შეძლონ პოტენციალის გამოვლენა.
ეფექტური მასწავლებელი მოსწავლეების ფიზიკური და ინტელექტუალური უსაფთხოების დამცველია, რაც გულისხმობს იმას, რომ სტუდენტები საწინააღმდეგო მოსაზრების გამოთქმისას არ შეიკავებენ თავს მასწავლებლის ცენზურისა და გაბრაზების შიშით. მასწავლებელი გამოხატავს საკუთარი აზრისა და შეხედულებებას, მაგრამ ამასთან შეუძლია მათი გამიჯვნა ფაქტებისაგან. მისი სტუდენტები თავისუფლად გამოხატავენ იდეებს, მაშინაც კი თუ ეს აზრები განსხვავებულია მასწავლებლის მოსაზრებებისაგან.
წარმატებული მასწავლებელი ოპტიმისტი ან იდეალისტია, რომელსაც მტკიცედ სწამს, რომ იდეალისა და ეტალონის გარეშე სასურველ შედეგამდე მიახლოვებაც კი წარმოუდგენელია. ესეთი მასწავლებელი საკუთარ თავს აიგივებს თითოეულ მოსწავლესთან და მიაჩნია, რომ მისი მისია მათი განვითარებისათვის ზრუნვაა. ამ ტიპის მასწავლებელი მოსწავლეთა ცხორებაზე გრძელვადიან პოზიტიურ გავლენას ახდენს და ამით გაკვეულად „უკვდავებასაც“ კი მოიპოვებს მათ თვალში.
ეფექტური მასწავლებელი სხვებთან ერთადაა. იგი კოლეგიალურია და ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. იგი სხვებს საკუთარ მოსაზრებებსა თუ სასწავლო მასალებს უზიარებს და საზოგადოების წარმომადგენლებს თუ მშობლებს პროცესში აქტიურად ჩართულობისაკენ მოუწოდებს. იგი ეხმარება კოლეგებს პრობლემების არსებობის შემთხევაში. ასეთი მასწავლებლის კედლები „თხელია“.
მასწავებელი ეფექტურია, თუ მას აქვს ეს ყველა თვისება და არა მხოლოდ. როცა უყვარს სიმართლე და სამართლიანობას უფრო დიდ მნიშნელობას ანიჭებს, ვიდრე პირად პოპულარულობას. მასწავლებელი სამყაროს შეცვლის მცდელობის პროცესში ცვლის საკუთარ თავს და გარეშე მყოფებსაც. შესაბამისად, ეფექტური მასწავლებელი რევოლუციონერია, რომელმაც იცის, რომ ამ სამყაროში მისი ფუნქცია (მშობლის ფუნქციის გარდა) არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიწმინდის გადარჩენის, ცხოვრების გაუმჯობესებისა და კაცობრიობის განვითარებაში.
წყარო: http://ecologyofeducation.net