მთავარი გვერდი

Wednesday, October 21, 2015

დედაენა...აი იაon PhotoPeach <iframe width="445" height="296" src="http://photopeach.com/embed/ejy16t" frameborder="0" allowfullscreen></iframe>დედაენა...აი ია on PhotoPeach on PhotoPeach <iframe width="445" height="296" src="http://photopeach.com/embed/ejy16t" frameborder="0" allowfullscreen></iframe>დედაენა...აი ია on PhotoPeach

<iframe width="445" height="296" src="http://photopeach.com/embed/ejy16t" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

Thursday, October 8, 2015

განმავითარებელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას, აწოდებს მოსწავლეებს ინფორმაციას, თუ როგორ არის შესაძლებელი სწავლის შედეგის გაუმჯობესება, ეხმარება მათ ადეკვატური თვითშეფასების, სხვათა შეფასების უნარის ფორმირებასა და წარმატების მიღწევაში.
აქედან გამომდინარე განმავითარებელი შეფასების მიზნებია:
· სწავლის პროცესის/არსებული საჭიროებების შეფასება;
· პროგრესის მონიტორინგი;
· დამოუკიდებლობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;
· ცოდნის თვითშეფასება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა.
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, განმავითარებელი შეფასების საშუალებებია: სიტყვიერი (ზეპირი/წერილობითი) კომენტარი; თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა; კითხვარი.
მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი:
უკუკავშირი კონკრეტულ საქმიანობაზესიტუაციებზე კომენტირების პროცესიაიგი ხელს უწყობსსასწავლო მიზნების მიღწევასის არის ერთ-ერთი საშუალებარომელიც წარმოდგენას გვაძლევს იმისშესახებთუ როგორ მიდის სწავლის პროცესირა წარმატებები და სირთულეები ფიქსირდება.უკუკავშირი უნდა მიმდინარეობდეს კეთილგანწყობილ გარემოში და აძლევდეს მოსწავლეს გეზსთურა აქტივობა უნდა განხორციელდეს მიზნის მისაღწევად. მასწავლებელმა უკუკავშირის დროსპირველრიგში უნდა აღნიშნოსთუ რა აქვს მოსწავლეს კარგად შესრულებულიშეცდომების არსებობისშემთხვევაში უნდა მიაწოდოს მას კონკრეტული რეკომენდაციებირა გზებით უნდა გაიუმჯობესოს შედეგი. უკუკავშირისას მოსწავლე საკუთარი მიღწევების გამო განიცდის კმაყოფილებასაცნობიერებსარსებულ სისუსტეებს და რეკომენდაციების საფუძველზე ცვლილებები შეაქვს სწავლის პროცესში.
წერილობითი უკუკავშირი
წერილობითი უკუკავშირი არის მოსწავლისთვის წერილობითი სახით კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება მისი ნამუშევრების შემოწმების შემდეგ. წერილობითი კომენტარის გამოყენება შეგვიძლია საშინაო დავალების, დამოუკიდებელი საკლასო სამუშაოს, თუ პორტფოლიოს შეფასებისთვის.
უკუკავშირისას - მასწავლებელი შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით ჯერ აღნიშნავს ნამუშევრის ძლიერ მხარეს. თუ შეცდომები არ არის, ის აწოდებს რეკომენდაციებს. რეკომენდაციების მიწოდებისას მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს - შეხსენება და თანმიმდევრული დახმარება. თანმიმდევრული დახმარება შეიძლება განხორციელდეს შეკითხვების დასმის, აღწერისა და მაგალითის/ნიმუშის შეთავაზების ფორმით.
გთავაზობთ კონკრეტულ მაგალითებს:
შეხსენება
· იმისთვის, რომ სწორად გამოთვალო მართკუთხედის პერიმეტრი, საჭიროა კიდევ ერთხელ ჩახედო წესს, სახელმძღვანელოს მე-12 გვერდზე;
· იმისთვის, რომ ესეს ჰქონდეს ლოგიკური თანმიმდევრობა, ყურადღება მიაქციე კრიტერიუმებს, ის დაგეხმარება თანმიმდევრობის შენარჩუნებაში;
თანმიმდევრული დახმარება - შეკითხვის დასმა
· რა ფორმულა უნდა გამოვიყენოთ მანძილის გამოსათვლელად?
თანმიმდევრული დახმარება - აღწერა
· ჰორიზონტის მხარეების აღნიშვნამდე კიდევ ერთხელ გაიხსენე რომელი მხარე რა ასოთი აღინიშნება.
თანმიმდევრული დახმარება - მაგალითის შეთავაზება
სწორია ტოროლას გალობა და არა ტოროლის გალობა. სიტყვაში - ტოროლა - ხმოვანი არ იკვეცება.
წერილობითი კომენტარი მოსწავლეს ინფორმაციას უნდა აძლევდეს შეცდომის, მისი ტიპის, გამოსწორების გზების შესახებ (სასურველია მოიცავდეს სახელმძღვანელოს, პარაგრაფის მითითებასა და ზუსტ ინსტრუქტაჟს). კომენტირების შემდეგ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს დავუბრუნოთ ნამუშევრები და მივცეთ დრო მათ გამოსასწორებლად. ბოლოს კი გასწორებულ ნამუშევარს კიდევ ერთხელ გადავხედოთ.
ზეპირი უკუკავშირი მოსწავლის აქტივობაზე დაკვირვების შედეგად მასწავლებლის მიერ გამოთქმული კომენტარია. ზეპირად მიწოდებული რეკომენდაციები შესაძლებელია როგორც ზემოთშემოთავაზებული ფორმით, ასევე, შეგვიძლია შემდეგი ფრაზების გამოყენება:
ა) ყოჩაღ რომ, შეასრულე დავალება. შეგიძლია მითხრა, რატომ ფიქრობ ასე?
ბ) გმადლობ, რომ მოიტანე დავალება, მაგრამ მოდი, კიდევ ერთხელ შეხედე, ყველაფერი სწორად არის შესრულებული?
გ) კარგია, რომ შეასრულე დავალება, მაგრამ მე ვხედავ ერთ შეცდომას, კიდევ ერთხელ გადახედე ნამუშევარს.
მასწავლებელმა არ უნდა გამოიყენოს იმგვარი კომენტარები, რომელიც შეურაცხჰყოფს მოსწავლეს. მაგ. სულელური პასუხია, ასეთი რამ თავში როგორ მოგივიდა? და ა.შ.
ურთიერშეფასება და თვითშეფასება
შეფასების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, რომ მოსწავლეებს განუვითაროს საკუთარი ცოდნის შეფასების უნარი. ამისთვის აუცილებელია ურთიერთშეფასებისა და თვითშშეფასების სქემებზე/რუბრიკებზე დაყრდნობით შეფასების უნარის განვითარება.
საკუთარი სწავლის პროცესის შეფასება განმავითარებელი შეფასების მნიშვნელოვანი კომპონენტია. იმისთვის, რომ მოსწავლემ ნელ-ნელა განივითაროს საკუთარი თავის ობიექტურად შეფასების უნარი, საჭიროა შემდეგი სამუშაოების ჩატარება:
· ვასწავლოთ მოსწავლეს საკუთარი სწავლის მოტივის გაცნობიერება. ეს შეიძლება მოხდეს შემდეგი ტიპის შეკითხვების დასმით: რატომ უნდა ვიცოდე? რატომ უნდა შემეძლოს? რაში შემეშლება ხელი, თუ არ მეცოდინება?
· საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა: რა ნაბიჯები უნდა გადავდგა დავალების შესასრულებლად? (დაწყებით კლასებში შეიძლება მივაწოდოთ დავალება და მოსწავლემ თვითონ დასვას პლიუსის აღმნიშვნელი ნიშანი). რა რესურსები დამჭირდება ამისთვის (რა უნდა მოვიმზადო დავალების შესასრულებლად? რა სირთულეები შეიძლება შემხვდეს? როგორ უნდა დავძლიო? რა/ვინ დამეხმარება ამაში?
· შედეგის ანალიზი - უნდა ვუპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს: შეესაბამება თუ არა სამუშაო დასახულ მიზანს? როგორ შემიძლია შევამოწმო შედეგი? რატომ დავუშვი შეცდომები? შემიძლია აღვნიშნო, რატომ დავუშვი ისინი?
ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ კითხვარები. გთავაზობთ კითხვარის გამოყენების კონკრეტულ ნიმუშს:
მასალის ახსნის, განმტკიცებისთვის სავარჯიშოების შესრულების შემდეგ კლასს ვყოფთ ოთხ ჯგუფად. მათ უნდა შეავსონ შემდეგი ტიპის კითხვარი:
  • რა ვისწავლეთ დღეს ახალი?
  • რომელი ინფორმაცია იყო ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო?
  • რა იყო რთული?
  • რა გვიშლიდა ხელს მუშაობაში?
თითოეული მოსწავლე ჯგუფის შიგნით მხოლოდ ერთ კითხვას სცემს პასუხს, ამის შემდეგ ჯგუფდებიან ბავშვები, რომელთაც ანალოგიურ კითხვაზე მოუხდათ პასუხის გაცემა. ხდება პასუხების განზოგადება და წარდგენა ჯგუფის წინაშე.

შეფასების საშუალებად შეგვიძლია აგრეთვე გამოვიყენოთ გაკვეთილის მიზანზე დაყრდნობით შემუშავებული რუბრიკა, და მოსწავლემ თავად აღნიშნოს, რამდენად კარგად აქვს შესრულებული დავალება:

დავალება 1.
ძალიან კარგად შევასრულე
კარგად შევასრულე
ნაწილობრივ შევასრულე დავალება
მჭირდება დამატებითი მუშაობა
დაასახელე წელიწადის დროები და ჩამოთვალე მათი მახასიათებლები
ვასახელებ წელიწადის ოთხივე დროს.
შემიძლია 3 ან მეტი მახასიათებლის ჩამოთვლა.
ვასახელებ წელიწადის ოთხივე დროს.
შემიძლია 1 ან 2 მახასიათებლის, ფაქტის დასახელება.
ჩამოვთვალე წელიწადის ოთხივე დრო.
ვერ ვასახელებ წელიწადის ოთხივე დროს.

დაუმთავრებელი წინადადებები
თვითშეფასების უნარის განსავითარებლად მასწავლებელს აგრეთვე შეუძლია ტექნიკის ,,დაუსრულებელი წინადადებების" გამოყენება. მასწავლებელი ურიგებს თითოეულ მოსწავლეს ფურცელს, სადაც მათ უნდა დაასრულონ წინადადებები:
  • თემის ირგვლივ მე ვიცი.....
  • ჩემთვის საინტერესოა...
  • მე მინდა გავიგო მეტი.....
მასწავლებელი კრეფს ფურცლებს, არასაგაკვეთილო დროს აანალიზებს შედეგებს და მათზე დაყრდნობით გეგმავს მომდევნო გაკვეთილს.
თანაკლასელების შეფასება ეხმარება მოსწავლეებს, რომ სხვათა შეფასების დროს თავადაც გაიმყარონ ცოდნა გარკვეულ საკითხებში. ურთიერთშეფასების დადებითი მხარე გახლავთ ის, რომ მოსწავლეები სწავლობენ სხვის ნამუშევრებში ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებას და ამით აანალიზებენ საკუთარ პროგრესსაც.
ურთიერთშეფასებისთვის შესაძლებელია შემდეგი ტექნიკების გამოყენება:
· ნამუშევრების გაცვლა/შეფასება;
· ურთიერთგამოკითხვა გეგმის მიხედვით;
· კომენტარების დართვა.
გთავაზობთ კონკრეტულ ნიმუშებს:
შინაგანი და გარეგანი წრე
საგანი: მათემატიკა
მიზანი: მოსწავლეები ერთნიშნა რიცხვებს ამრავლებენ 6 -ზე;
მოსწავლეები ამოცანებისა და მაგალითების ამოხსნისას იყენებენ წინარე ცოდნას.
მიმდინარეობა: მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს წებოვან ქაღალდებს, რომლებზეც წერია - რიცხვი 1 ან 2; თითოეული მოსწავლე აწერს თავის სახელს ფურცელზე და იმაგრებს მას. მაგ.,


მოსწავლეები, რომელთაც ერგოთ პირველი ნომერი, ქმნიან ერთ ჯგუფს, ხოლო ორი ნომრები – მეორე ჯგუფს. პირველნომრიანები ქმნიან შიდა წრეს, სხვები – გარეთა წრეს. ისინი დგებიან ერთმანეთის პირისპირ. მეორე ნომრები იღებენ დავალებებს გამრავლებაზე, პირველები – გაყოფაზე. (ფურცლის უკანა მხარეს ჩაწერილია პასუხები, მოსწავლეებმა შეიძლება ეს თავიდან არც კი იცოდნენ).
ამის შემდეგ ერთმანეთის პირისპირ მდგომი მოსწავლეები ერთმანეთს შეკითხვებს უსვამენ. თუ მათ პასუხი სწორად გაეცა, გულზე მიმაგრებულ ბარათზე წერენ დავალების ნომერს. ამის შემდეგ გარეთა წრის მონაწილეები გადადიან ერთი ნაბიჯით მარცხნივ (შიდა წრის მოსწავლეები უცვლელად ინარჩუნებენ ადგილს). იქმნება ახალი წყვილი, რომლებიც იმეორებენ ამ პროცესს. პროცესი გრძელდება მანამ, სანამ მოსწავლეები არ დაუბრუნდებიან საკუთარ ადგილებს. მოსწავლეები სხდებიან ადგილზე და ითვლიან, რამდენ დავალებაზე აქვთ სწორი პასუხი.
მასწავლებელი იწყებს მუშაობას შეცდომების გასწორებაზე. ის ასახელებს ამოცანის ნომერს, მოსწავლეები წევენ ხელს, თუ ვერ იპოვეს ნომერი საკუთარ ბარათზე. განიხილავს მაგალითს მთელ კლასთან ერთად.
ორი ვარსკვლავი და სურვილი
აღნიშნული ტექნიკის გამოყენება სასურველია ესეების შემოწმებისას. მასწავლებელი აწყვილებს მონაწილეებს და სთხოვს ერთმანეთის დავალებების გასწორებას. პრინციპი არის შემდეგი: მოსწავლეები დავალებაში პოულობენ ორ დადებით მხარეს, და ერთ სურვილს, თუ რა არის გასაუმჯობესებელი. (მოსწავლეთა კომენტარები შეიძლება იყოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი). მოსწავლეებს ეძლევათ გარკვეული დრო ,,სურვილების" გასარჩევად და ნამუშევრების შესასწორებლად.
ზემოთ შემოთავაზებული საშუალებები პედაგოგისთვის არ უნდა იქცეს თვითმიზნად. ეს არის ინფორმაციის მოპოვების ხერხები – როგორ უნდა გაგრძელდეს მომდევნო მეცადინეობები. შეფასების შედეგების ანალიზით მასწავლებელი ავლენს საკითხებს, რომლებიც მოსწავლეებმა განსაკუთრებით კარგად აითვისეს, იმ უნარებს, რომლებიც მოსწავლეებს უკვე აქვთ განვითარებული და იმ საკითხებს, რომელსაც სჭირდება დამატებითი მუშაობა, აგრეთვე უნარებს, რომელთა ფორმირებაც ჯერ არ მომხდარა. საჭიროა სწავლის პროცესის და მისი შედეგების ანალიზი არამხოლოდ მასწავლებლის, არამედ შემსწავლელთა მხრიდანაც. ვინაიდან მოსწავლე, რომელიც ცდილობს საკუთარი ნამუშევრის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენას, მეტ ძალისხმევას გაიღებს მათ გასავითარებლად.