| სასწავლო პროცესის ძირითადი პრიორიტეტები დაწყებით კლასებში | ||||||||
![]()
დაწყებითი სასკოლო პერიოდის როლი და მნიშვნელობა სასკოლო ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე წარმატებების მისაღწევად განუზომლად დიდია. საშუალო და უფროს სასკოლო ასაკში მოსწავლის სასკოლო წარმატებებს ძალიან ხშირად განსაზღვრავს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ჯერ კიდევ ადრეულ სასკოლო პერიოდში უყალიბდება ბავშვს. აქ ჩვენ მოვიაზრებთ არა მხოლოდ სოციალურ, არამედ სააზროვნო უნარ-ჩვევებსაც. ალბათ, დაწყებითი კლასების ნებისმიერი მასწავლებლისთვის საინტერესო იქნება, თუ რა უნარ-ჩვევების განვითარებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული ამ ასაკობრივ საფეხურზე იმისათვის, რომ ჩვენი მოსწავლე სასკოლო სწავლების ზედა საფეხურებზე წარმატებებს აღწევდეს და საკუთარი თავის რეალიზებას მაქსიმალურად ახდენდეს. სასწავლო პროცესში წარმატებებს დიდ წილად აზროვნების განვითარების სათანადო დონე ესაჭიროება. ამდენად, სასკოლო სწავლების პირველივე დღეებიდანვე ბავშვის აზროვნების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა ვაქციოთსამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს, რომ დაწყებით კლასებში მაღალი დონის სააზროვნო ოპერაციები (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) ბავშვისათვის დაუძლეველია, ამდენად, ამ ასაკში ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარის განვითარებაზე ზრუნვას აზრი არა აქვს და ძირითადად უფრო დაბალი დონის სააზროვნო უნარების (ცოდნის, გაგების, გამოყენების) განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი უნარების განვითარებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ სკოლამდელ პერიოდშია საჭირო, რადგანაც, როცა სკოლაში სწავლისათვის ბავშვის ინტელექტუალურ მზაობას იკვლევენ, იმის დადგენასაც ცდილობენ, თუ როგორ აქვს განვითარებული მას ანალიზის უნარი. მაინც რა შეიძლება გავაკეთოთ სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარების ხელშესაწყობად. პირველ კლასში ამის გაკეთება ძალიან ადვილად შეიძლება თუნდაც ანბანის სწავლების პროცესში. ამისათვის საკმარისი იქნება ვთხოვოთ ბავშვს შეადაროს ერთმანეთს შესწავლილი ასოები, მაგ. ვუხსნით ასო ”მ”-ს და ვაძლევთ დავალებას გვითხრას რითი გავს და რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან ასო ”მ” და ასო ”ნ”. შეადაროს ერთმანეთს სიტყვები მაგ. ”მუხა” და ”ხე” - იპოვოს მათ შორის მსგავსება და განსხვავება. ასეთი დავალებები, ერთის მხრივ, ანალიზის უნარის განვითარებას უწყობს ხელს და, მეორეს მხრივ, ისეთი ფსიქიკური პროცესების განვითარების ხელშემწყობიც ხდება, როგორიცაა აღქმა და ყურადღება. ცნობილია, რომ ბავშვის აღქმა, მოზრდილის აღქმისაგან განსხვავებით, უფრო დიფუზურია დ მოკლებულია შინაგან დანაწევრებულობას, რის გამოც ის ხშირად უშვებს შეცდომებს წერა-კითხვის დროს, ურევს ერთმანეთში მსგავს ასოებს, უჭირს ცალკეული დეტალების აღქმა. ყოველივე აღნიშნული სერიოზულ პრობლემებს უქმნის მას სწავლის პროცესში და საყვედურებსაც ხშირად იღებს უფროსებისაგან.
მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებში ნაკლები იყოს დახურული შეკითხვების ხვედრითი წილი. უფრო ხშირად გამოვიყენოთ ღია შეკითხვები და კითხვითი სიტყვა ”რატომ?” მაგ. ”რატომ არ მოდის თოვლი ზაფხულობით?”, ”რატომ მიფრინავენ შემოდგომაზე ფრინველები თბილ ქვეყნებში?” და ა. შ. ასეთ შეკითხვებს ბავშვები ”საინტერესო” შეკითხვებს უწოდებენ და სწორედ ასეთი შეკითხვები ხდება ანალიზის უნარის განვითარების ხელშემწყობი
დ/კლასების კათედრა
სასკოლო ორიენტირები
სკოლაში
საგანმანათლებლო პროცესი მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და
ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების
ჩამოყალიბებისათვის. განუვითაროს მოზარს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები,
მისცეს საჭირო ცოდნა და დაამკვიდროს ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესი.
სასწავლო
პროცესი ორიენტირებულია თითეულ მოსწავლეზე და ითვალისწინებს მათ ინტერესებს,
შესაძლებლობებს, მიდრეკილებებს.
კათედრის წევრები:ლიათურმანაული (კათედრის ხელმძღვანელი) ნელი ძინძიბაძე -დაწყ. კლასების პედაგოგი. ვერონიკა კაპანაძე -დაწყ. კლასების პედაგოგი ციცინო ბურძენიძე -ხელოვნების მასწავლებელი |
ლია თურმანაული.თბილისის სსიპ 102 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
მთავარი გვერდი
- სასარგებლო მისამართები თქვენ იმყოფებით: კედლის გაზეთი სასარგებლო მისამართები chemclub.ge/links.php www.macmillandictionary.com/ www.calameo.com/ fr.calameo.com/ www.Blogger.com www.wordpress.com www.intellego.fr www.skoool.com/ lgfl.skoool.co.uk/ www.skoool.com/skoool_french/index.html www.gallerand.fr/ ocw.mit.edu www.oercommons.org www.merlot.org www.creativecommons.org). www.LeMill.net
- მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიები
- Home
- სასარგებლო მისამართები.
- დამრიგებლის საათი
- ჩემი მეგობრები
- სასწავლო რესურსები
- ინტეგრირებული-სამოდელო გაკვეთილები
- ინდივიდუალური სასწავლო გეგმები
- წლიური საგნობრივი გეგმები. ქართული, მატემატიკა
- პირადი ინფორმაცია
- მთავარი გვერდი
- პრეზენტაციები
- დაწყებითი კლასების კათედრა
- კვლევა
- პროექტები
- კლასგარეშე ღონისძიებები
- სადამრიგებლო პროგრამა
დაწყებითი კლასების კათედრა
Subscribe to:
Comments (Atom)

წმინდა ნიკოლოზის ძალა და მადლი არ მოგკლებოდეთ.
ReplyDeleteკოლეგებო გილოცავთ ნიკოლოზობას!
19 დეკემბერს მართლმადიდებლური ეკლესია წმ.ნიკოლოზის დღეს აღნიშნავს!
ნიკოლოზობას გილოცავთ ყველას. წმ.ნიკოლოზოს მადლმა და ძალამ დაგლოცოთ და დაგიფაროთ. წმ.ნიკოლოზო გწყალობდეთ მუდამ !
:::::::::::
ტროპარი:
კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლაოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს.
***
კონდაკი:
მირონით გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.
::::::::::::::::::::::::::::::::::::
წმ. ნიკოლოზის ცხოვრება
მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა 345-351 წლებში. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა. 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს (იხილეთ 9 მაისის საკითხავი).
წმიდა ნიკოლოზი მიცვალების შემდეგაც ურიცხვ სასწაულს აღასრულებს: „ვერვინ შემძლებელ არს აღრაცხად მათა: რავდენნი სნეულნი განკურნნა, ანუ რავდენნი ეშმაკეულნი განათავისუფლნა და რავდენთა ჭირვეულთა მსწრაფლ შეეწია და საპყრობილესა შინა შეწყდომილნი და მწუხარენი მყის განარინნა და რავდენთა ზღუასა მიწყუდეულთა და განწირულთა მსწრაფლ მჴნე ექმნა და განმარინებელ და რავდენთა უდაბნოს მხადელთა მისთა გამოეცხადა და მოგზაურთა თანა-მავალ ექმნა და მცველ.“
წმიდაო ღმერთო წმიდაო ძლიერო წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ
19 დეკემბერს მართლმადიდებლური ეკლესია წმ.ნიკოლოზის დღეს აღნიშნავს!
ნიკოლოზობას გილოცავთ ყველას. წმ.ნიკოლოზოს მადლმა და ძალამ დაგლოცოთ და დაგიფაროთ. წმ.ნიკოლოზო გწყალობდეთ მუდამ !
:::::::::::
ტროპარი:
კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლაოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს.
***
კონდაკი:
მირონით გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.
პროფესიონალი მასწავლებლის 26 მახასიათებელი:
ReplyDelete1. ნდობით განაწყვე „კლიენტები", მოსწავლეები და მშობლები - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სასწავლო წლის დაწყებაა, წარმატება პირველივე დღიდან იწყება.
2. ჩაიცვი პროფესიონალურად- გემოვნებით ჩაცმა მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანია.
3. არ დააგვიანო გაკვეთილზე - პროფესიონალი მასწავლებელი ყოველი დღის კარგად დაწყებას ცდილობს. ეცადე, პირველი ზარის დარეკვამდე, სულ მცირე, ათი წუთით ადრე მაინც მიხვიდე.
4. მოემზადე წინასწარ - მომდევნო დღე წინა დღეს დაგეგმე.
5. დაიცავი სკოლის შინაგანაწესი და წესდება - პროფესიონალებისთვის მნიშვნელოვანია კორპორაციული ინტერესები და ღირებულებები, ისინი ახდენენ მათ მოდელირებას თავიანთი კლიენტებისთვის, ჩვენს შემთხვევაში - მოსწავლეებისთვის.
6. აიღე პასუხისმგებლობა სასწავლო პროცესზე - აკონტროლე მოსწავლეების ქცევა. სასურველი არ არის დისციპლინასთან დაკავშირებულ საკითხებზე სკოლის ადმინისტრაციისთვის მიმართვა.
7. იმუშავე ისე, რომ იამაყო როგორც პროცესით, ასევე შედეგითაც - ეცადე, ნამუშევრები (პრეზენტაციები, ჩანაწერები და ა.შ) მაქსიმალურად სრულყოფილი იყოს.
8. იმოქმედე შემუშავებული გეგმის მიხედვით - პროფესიონალები ყველა სამუშაოსთვის წინასწარ განსაზღვრავენ ვადას და გეგმის მიხედვით ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ. მოყვარულები შესასრულებელ სამუშაოს სამომავლოდ გადადებენ ხოლმე და ხშირად უკანასკნელ მომენტში (ბოლო დღეს თუ სულაც ბოლო საათებში) ამაოდ ცდილობენ, დაასრულონ დაწყებული საქმე.
9. არ გადააცილო ტესტირების ან სხვა შემაჯამებელი შეფასების დათქმულ ვადას - ეცადე, შენგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გარეშე არ გადადო ტესტირება, მით უფრო - რამდენიმე დღით. ამ დროს შესაძლოა მოსწავლეებმა შემაჯამებელი სამუშაოს მიმართ ინტერესი დაკარგონ.
10. პატივისცემით მოეპყარი კოლეგებს და სკოლის ხელმძღვანელობას - მოსწავლეების თანდასწრებით კოლეგებისა და დირექციის მიმართ პატივისცემის გამოხატვა დაგეხმარებათ თქვენდამი მოსწავლეთა პატივისცემის მოპოვებაში.
11. იყავი შენი საქმის ენთუზიასტი - პროფესიონალ მასწავლებელს არ შეაქვს ნეგატიური მუხტი სამუშაო ატმოსფეროში, ცდილობს შეინარჩუნოს პოზიტიური განწყობილება და გადასდოს ენთუზიაზმი სხვებს.
12. მიესალმე ცვლილებებს - პროფესიონალი მასწავლებელი ყოველთვის მიესალმება პოზიტიურ ცვლილებებს. მისთვის მიუღებელია ახალი იდეებისთვის ცივი წყლის გადასხმა, კატეგორიული ტონით (მაგ.: „ეს ვერასოდეს გაამართლებს ჩვენს სკოლაში") სიახლეების უარყოფა.
13. გამოხატე ინტერესი თითოეული მოსწავლის მიმართ - რაც უფრო უკეთ გაიცნობ მოსწავლეებს, მით უფრო მეტ გავლენას მოახდენ შენი საგნის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე და ხელს შეუწყობ ცხოვრებაში გონივრული არჩევანის გაკეთებაში.
14. პატივისცემით მოეპყარი მოსწავლეებს - მასწავლებელი არამც და არამც არ შეურაცხყოფს, არ ამცირებს თავის მოსწავლეებს. რაიმე ცუდ თვისებაზე საუბრისას მაგალითად ნუ მოიყვანთ რომელიმე მოსწავლეს. მოსწავლეების ოჯახური და სოციალური მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი, პიროვნული თვისებები აკადემიური მოსწრების შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება.
15. იყავი მენტორი და არა მეგობარი - ყურადღებით მოეკიდე ახალგაზრდების ღირებულებებს. შეინარჩუნე თვითკონტროლი. ფრთხილად შეარჩიე სიტყვები. დაფიქრდი, რა გავლენა შეიძლება მოახდინონ მათ ერთ კონკრეტულ მოსწავლეზე ან მოსწავლეთა ჯგუფზე.
16. დაიცავი კონფიდენციალობა - პროფესიონალი მასწავლებელი მოსწავლეების პერსონალურ ინფორმაციას მათ სასარგებლოდ, მათი პოტენციალის სრულად გამოვლენისთვის იყენებს. პერსონალური ინფორმაცია არ უნდა იქნეს გაზიარებული მათთვის, ვისაც ეს არ ეხება და ამით გამოირიცხოს ამ ინფორმაციის მოსწავლეთა წინააღმდეგ გამოყენების შესაძლებლობა.
17. მშობლებთან ურთიერთობა - ჩართე მშობლები საგანმანათლებლო პროცესში, მხარი დაუჭირე მათ პოზიტიურ ინიციატივებს, სკოლის დახმარების სურვილს. მშობლებთან ურთიერთობისას შეინარჩუნე სიმშვიდე და იყავი ზრდილობიანი. აზრთა სხვადასხვაობისას სცადე დაარწმუნო ისინი, რომ მათი მოკავშირე ხარ მათი შვილების უკეთესი შედეგებისთვის ბრძოლაში.
18. უპირველესად, ყურადღება მიაქციე უსაფრთხოებას - გახსოვდეს, რომ როგორც პროფესიონალი მასწავლებელი სამსახურს უწევ მოსწავლეებს და სასკოლო საზოგადოებას. აუხსენი მოსწავლეებს, რა საჭიროა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების შესრულება და თავადაც დაიცავი ისინი.
19. დაეხმარე კოლეგებს და სკოლის ხელმძღვანელობას - გახსოვდეს, წარმატებას სკოლასთან ერთად უნდა მიაღწიო. პროფესიონალები ერთმანეთს უზიარებენ შეხედულებებს საერთო მიზნების მისაღწევად.
ReplyDelete20. აქციე შენს მიზნად საუკეთესო შედეგი - აწარმოე ჩანაწერები მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად. ნუ დაიშურებ ქებას, როცა ამას საჭიროდ მიიჩნევ. აღრიცხე მოსწავლეები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ და შეეცადე მოიფიქრო შემოქმედებითი აქტივობები მათი სასწავლო შედეგების გასაუმჯობესებლად.
21. აიღე პასუხისმგებლობა შენი მოსწავლეების შედეგებზე - როგორც პროფესიონალმა მასწავლებელმა გაითვალისწინე, რომ შენი მოსწავლეების სასწავლო შედეგები შენი პროფესიონალიზმის ანარეკლიც არის.
22. სახალხოდ მოიქეცი როგორც პროფესიონალი - მასწავლებლის არასწორი მოქმედება მხოლოდ მას კი არა, არამედ მთელ სკოლას აზიანებსდა ჩრდილს აყენებს, საზოგადოდ, მასწავლებლის პროფესიას.
23. არ გამოგეპაროს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კანონმდებლობის სიახლეები.
24. ეძებე სიახლეები საგნის შესახებ და გაუზიარე იგი მოსწავლეებს - მასწავლებლობა მუდმივი გონებრივი მუშაობაა. გაითვალისწინე, რომ შენი ენთუზიაზმი სიახლეების მიმართ უშუალოდ აისახება საგნისადმი მოსწავლეების ინტერესზე.
25/ გაამარტივე გაკვეთილები - კარგმა მასწავლებელმა უნდა მოახერხოს რთული საკითხების გაიოლება და მოსწავლეებამდე მათი მიტანა. რთული საკითხების განხილვისას მოიყვანე მაგალითები, გამოიყენე ნახატები, სურათები, ილუსტრაციები, გაავლე პარალელები და ა.შ.
26. მიიპყარი მოსწავლეების ყურადღება - ასწავლე მათ, რატომ არის მნიშვნელოვანი იმის სწავლა, რასაც სწავლობენ და როგორ შეძლებენ შეძენილი ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას. თუ ამას მოახერხებ, ისინი უფრო მეტად მოინდომებენ იმის დამახსოვრებას, რასაც ასწავლი.