მთავარი გვერდი

კულტურულ-გასართობი-შემეცნებითი ღონიძიებები


საახალწლო ზეიმი:თოვლის პაპის დაბრუნება

ჩემი პატარები ახალი წლის შესახვედრად ემზადებიან....2 კლასი

7 comments:

  1. თოვლის პაპის დაბრუნება.(სცენარი)

    მოქმედი პირები
    1. თოვლის პაპა - ჭაღარა წვერ-ულვაში, ხურჯინი, ხელთათმანები, ნაბადი
    2. ფიფქია - თეთრი კაბით, თავზე პატარა გვირგვინი
    3. კეთილი ფერია - თეთრი ამ ჭრელი კაბა, თავზე ლამაზი ქუდი
    4. ელფი I - ელფების გარეგნობა უნდა იყოს ერთმანეთის მსგავსი
    5. ელფი II
    6. ელფი III
    7. მეგობარი I - მეგობრებს აცვიათ ჩვეულებრივ
    8. მეგობარი II
    9. მეგობარი III
    10. მეგობარი IV
    11. მეგობარი V
    12. გამტაცებელი I - გამტაცებლები უფრო მეტად შავად შემოსილები
    13. გამტაცებელი II
    14. ტყის მცველი I - ტყის მცველები ჩვეულებრივ, გლეხურად გამოიყურებიან
    15. ტყის მცველი II
    16. ტყის მცველი III
    17. ტყის მცველი IV
    18. მონადირე - სათამაშო თოფით და ესეც გლეხურად
    19. მონადირის ძაღლი - ძაღლის ნიღაბი და რამე შესამოსელი ფორმა

    სცენა მოქმედება
    №1 თოვლის პაპა ტყეში - ხურჯინით, ხელთათმანები აცვია, წვერი, ქუდი. თოვლის პაპა მიდის ტყეში და მღერის”ალილო, ალილო შობა თენდება”
    №2 გამტაცებლები - შავებში ჩაცმული ორი პიროვნება.
    გატაცების სცენა - ერთი ხელს ააფარებს თოვლის პაპას პირზე. მეორე ხელებს შეუკრავს და გაიყვანენ სცენიდან.
    თოვლის პაპას მოტაცების სცენაში დაუვარდებახელთათმანი. გამოვარდება ორი გამტაცებელი და მოიტაცებენ თოვლის პაპას.
    • ჩუმად
    • ხმა არ ამოიღო (მიმართავს თოვლის პაპას)
    • დააბი და წავიყვანოთ
    • მიშველეთ! მიშველეთ! (ყვირის თოვლის პაპა)
    №3 სცენა იცვლება და გადადის ოთხ მეგობარზე.
    ოთხი მეგობარი ზის და ლექსებს ამბობენ. მეგობარი 1 – ლექსი 1
    მეგობარი 2 – ლექსი 2
    მეგობარი 3 – ლექსი 3
    მეგობარი 4 – ლექსი 4
    ამავე სცენაში ჩნდება მეხუთე მეგობარი, რომელიც მათკენ მიდის და იქვე იპოვის ხელთათმანს. • ეს რა არის? ეს ხომ თოვლის პაპის ხელთათმანია!
    სცენა ერთიანდება.
    მეხუთე მეგობარი მირბის დანარჩენებთან. დიალოგი მეგობრებს შორის: • ბიჭებო! ბიჭებო! თოვლის პაპა მოიტაცეს!
    • რა მოხდა?
    • ტყეში მივდიოდი და გზაზე ეს ეგდო (აჩვენებს ხელთათმანს)
    • თოვლის პაპა თავის ხელთათმანს არსად დააგდებდა
    • ესე იგი ის მოიტაცეს და ამ დროს დაუვარდა ხელთათმანი
    • რამე უნდა ვიღონოთ
    • ახალ წელს ბავშვებს თოვლის პაპა უნდა მივუყვანოთ
    • ჩვენ ის უნდა მოვძებნოთ და დავაბრუნოთ
    • კი მაგრამ როგორ მოვძებნოთ?
    • მე ვიცი! თოვლის პაპის მეგობარ ელფებთან წავიდეთ და ისინი დაგვეხმარებიან.
    • მალე, მალე წავიდეთ.
    №4 სცენა გადადის ელფებზე. ისინი სამნი არიან მღერიან სიმღერას ”ფიფქები ცვივა”.
    მივლენ ბავშვები და აწყვეტინებენ სიმღერას • გამარჯობა ელფებო (ყველა ერთად)
    • გამარჯობა ბავშვებო (ყველა ერთად)
    • ტყეში აი ეს ვიპოვეთ (აჩვენებენ ხელთათმანს)
    • ეს ხომ თოვლის პაპის ხელთათმანია! (ელფი 1)
    • თვითონ სად არის? (ელფი 2)
    • არ ვიცით
    • ვფიქრობთ რომ ბოროტმა ხალხმა თოვლის პაპა მოიტაცა
    • მათ არ უნდოდათ რომ თოვლის პაპა კეთილ ბავშვებთან მისულიყო
    • საჩუქრებიც სულ თვითონ წაიღეს
    • ბოროტ ხალხს ხელი უნდა შევუშალოთ და თოვლის პაპა დავაბრუნოთ (ელფი 3)
    • ყველას გავაგებინოთ და დაგვეხმარებიან (ელფი 1)
    • კეთილ ფერიასთან წავიდეთ. ის დაგვეხმარება და გვაპოვნინებს თოვლის პაპას (ელფი 2)
    №5 სცენა გადადის კეთილ ფერიასთან.
    სამი ელფი და ხუთი მეგობარი წავლენ ყველა კეთილ ფერიასთან.
    ეტყვიან თავის გასაჭირს • ფერია! ფერია!
    • გამარჯობა ბავშვებო!
    • თქვენი დახმარება გვჭირდება
    • თოვლის პაპა მოიტაცეს
    • უნდა მოვძებნოთ და დავაბრუნოთ ბავშვებთან
    • გვითხარით სად მოვძებნოთ
    • კარგით, დაგეხმარებით, მაგრამ ერთმა თქვენგანმა საახალწლო ლექსი უნდა მითხრას.
    • [ლექსი 5] ამბობს მეგობარი 1
    • [ლექსი 6] ამბობს მეგობარი 2
    • წავიდეთ ფიფქიასთან და ის დაგვეხმარება (ამბობს ფერია)
    №6 სცენა გადადის ფიფქიასთან.
    სამი ელფი, ხუთი მეგობარი და კეთილი ფერია მიდიან ფიფქიასთან. გზაში მღერიან ”კანფეტების თოვლი” • ფიფქია! ფიფქია!
    • გამარჯობა ბავშვებო!
    • თოვლის პაპა მოიტაცეს
    • დახმარება გვინდა
    • მითხარით საახალწლო ლექსები და დაგეხმარებით
    • [ლექსი 7] ამბობს მეგობარი 3
    • [ლექსი 8] ამბობს მეგობარი 4
    • [ლექსი 9] ამბობს მეგობარი 5
    • ყოჩაღ ბავშვებო, მე დაგეხმარებით თოვლის პაპის მოძებნაში. ჩემი მეგობრები ტყის მცველები არიან და იმათ ეცოდინებათ სად არის თოვლის პაპა.
    • წავიდეთ ყველა ტყის მცველებთან (ყველა ერთად ამბობს)
    №7 სცენა გადადის ტყის მცველებთან.
    ტყის მცველები დგანან და ლექსებს ყვებიან



    ReplyDelete
  2. სცენა გადადის ტყის მცველებთან.
    ტყის მცველები დგანან და ლექსებს ყვებიან. ამბობენ ლექსებს
    • ლექსი 10 [ტყის მცველი1]
    • ლექსი 11 [ტყის მცველი2]
    • ლექსი 12 [ტყის მცველი3]
    • ლექსი 13 [ტყის მცველი4]
    სამი ელფი, ხუთი მეგობარი, კეთილი ფერია და ფიფქია მიდიან ტყის მცველებთან.
    ამ დროს მიდიან ბავშვები.
    დიალოგის შემდეგ ტყის მცველები ეძახიან მონადირეს. • ტყის მცველებო! ტყის მცველებო! (ყველა ერთად)
    • გამარჯობათ ბავშვებო (ყველა ერთად)
    • თქვენი დახმარება გვინდა
    • თოვლის პაპა მოიტაცეს
    • უნდა მოვძებნოთ და დავაბრუნოთ ბავშვებთან
    • კარგით, დაგეხმარებით. მაგრამ ჩვენს გამოცანებს უნდა უპასუხოთ.
    • შეგვეკითხეთ რაც გინდათ, ჩვენ ყველაფერს ვიზამთ რომ თოვლის პაპა ვიპოვოთ
    • გამოცანა1 (ამბობს ტყის მცველი 1)
    • ….. (პასუხობენ ყველა ერთად)
    • გამოცანა2 (ამბობს ტყის მცველი 2)
    • ….. (პასუხობენ ყველა ერთად)
    • გამოცანა3 (ამბობს ტყის მცველი 3)
    • ….. (პასუხობენ ყველა ერთად)
    • გამოცანა4 (ამბობს ტყის მცველი 4)
    • ….. (პასუხობენ ყველა ერთად)
    • ყოჩაღ ბავშვებო, ჩვენ დაგეხმარებით თოვლის პაპის მოძებნაში. ჩვენი მეგობარი მონადირე გაპოვნინებთ თოვლის პაპას.
    • მონადირე! მონადირე! (ეძახიან)

    ReplyDelete
  3. №9 სცენაზე შემოდის მონადირე ძაღლთან ერთად.
    ძაღლი ჰყავს მონადირეს გვერდით.
    დაყნოსავს თოვლის პაპის ხელთათმანს და დაუწყებს შორიახლოს ძებნას.
    ყველა მას მიყვება. • გამარჯობა ბავშვებო! (ესალმება მონადირე)
    • გაგიმარჯოს მონადირე!
    • თქვენი დახმარება გვინდა
    • თოვლის პაპა მოიტაცეს
    • უნდა მოვძებნოთ და დავაბრუნოთ ბავშვებთან
    • აი ეს ვიპოვეთ (ერთ-ერთი ბავშვი აჩვენებს მონადირეს ხელთათმანს)
    • ცუგა, ცუგა (მონადირე დაუძახებს თავის ძაღლს და ცხვირთან მიუტანს ხელთათმანს)
    • მომყევით (ამბობს მონადირე და მიჰყვებიან ძაღლს)

    ReplyDelete
  4. მიადგებიან თოვლის პაპას და ძაღლი დაიწყებს ყეფას.
    თოვლის პაპის მდგომარეობა - დაბმულია სკამზე და გვერდით უდგას ორი გამტაცებელი.
    ბავშვები მიცვივდებიან და შემოეხვევიან: • თოვლის პაპა!
    • თოვლის პაპა!
    • როგორ ხარ
    • ყველამ ვინერვიულეთ
    • ჩვენ დაგეხმარებით და დაგაბრუნებთ ბავშვებთან
    მონადირეები გამტაცებლებს:
    • თქვენ ხართ დამნაშავეები?
    • შეგვიცოდეთ არ გვინდოდა (გამტაცებელი 1)
    • გვაპატიეთ გთხოვთ (გამტაცებელი 2)
    საუბარში ერთვება ფიფქია:
    • რატომ მოიტაცეთ თოვლის პაპა?
    • გვინდოდა საჩუქრები მხოლოდ ჩვენთვის მოეცა (გამტაცებელი)
    • საჩუქარს ყველა ბავშვი იმსახურებს. დედამიწის ზურგზე ძალიან ბევრი ბავშვა ვინც კარგად სწავლობს და მშობლებს არ აბრაზებენ. საჩუქრები მათაც ხომ უნდათ? (ამას ამბობს ფიფქია)
    საუბარში ერთვება ერთ-ერთი ბავშვიც:
    • თოვლის პაპის მოტაცება არ შეიძლება. ის ყველასია
    ისევ ფიფქია:
    • მოუხადეთ თოვლის პაპას ბოდიში და გაპატიებთ
    გამტაცებლები თოვლის პაპას ერთხმად:
    • დიდი ბოდიში თოვლის პაპა, ჩვენ შენი მოტაცება არ გვინდოდა. ძალიან გთხოვთ გვაპატიეთ და მეტჯერ აღარ ვიზამთ. გპირდებით, რომ სულ კარგად მოვიქცევით, სკოლაში კარგად ვისწავლით და უფროსებს არ გავაბრაზებთ.
    თოვლის პაპა დამნაშავეებს:
    • კარგით ბავშვებო! გამიხარდა რომ დანაშაული აღიარეთ და ნანობთ. მთავარია თქვენს შეცდომას მიხვდით. მე გაპატიებთ. ბავშვებიც გაპატიებენ. შობის ზეიმი მოახლოვდა და ყველა მე მელოდება. პირველებს თქვენ მოგილოცავთ და დაგასაჩუქრებთ!
    გილოცავთ ახალ წელს!
    შემდეგ იწყება სიმღერა ”მრავალ ახალ წელს” და მღერის ყველა.

    ReplyDelete
  5. • 4 სიმღერა
    • 13 ლექსი
    • 4 გამოცანა
    ალილო, ალილო (სიმღერა)
    ალილო, ალილო შობა თენდება
    ახალი წლის სიხარულს რა შეედრება
    რეკავენ ზარები, დილა თენდება
    სითბო და სიკეთე დაგვებედება.
    წუთებს დაითვლის ჩვენი საათი
    და სულ მალე იწყება შობის ზღაპარი.
    მე ჯადოსნური ეტლით ვიარე,
    რადგან თქვენთან წუთით ვერ დავიგვიანებ.
    ალილო, ალილო შობა თენდება
    ახალი წლის სიხარულს რა შეედრება
    რეკავენ ზარები, დილა თენდება
    სითბო და სიკეთე დაგვებედება.
    ზეცა ინთება როგორც სანთელი,
    ამ ლამაზ გათენებას ჰქვია სახელი.
    შობის დილაა, დილა ნათელი,
    ციდან ჩვენთვის ეშვება თეთრი ფანტელი.
    ალილო, ალილო შობა თენდება
    ახალი წლის სიხარულს რა შეედრება
    რეკავენ ზარები, დილა თენდება
    სითბო და სიკეთე დაგვებედება.
    ფიფქები ცვივა (სიმღერა)
    თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,
    გვირილების ხელაო...
    ჩქარა ტაში,
    ჩქარა ტაში,
    აბა, დელი-დელაო!
    ჩვენს ნაძვის ხეს შემოევლოს
    წიფელა და თელაო.
    ეს რა კარგი,
    რა ლამაზი
    დილა გაგვითენდაო.
    თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,
    გვირილების ხელაო...
    ჩქარა ტაში,
    ჩქარა ტაში,
    აბა, დელი-დელაო!
    კანფეტების თოვლი (სიმღერა)
    სიზმრად ვნახე გარეთ თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა
    თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კანფეტები ცვიოდა
    ეზოში შემომეგებნენ მოსეირნე წყვილები
    კანფეტების ჭამისაგან შავი ჰქონდათ კბილები
    გარეთ თოვდა თოვდა თოვდა მაგრამ სულ არ ციოდა
    თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კანფეტები ცვიოდა X2
    ლიმონათში ბანაობდა ციცქნა ჩიტი ღაბუა
    პატარებმა გააკეთეს შოკოლადის ბაბუა
    მამალოს დაჭენებდნენ ნიკუშა და თამრიკო
    ჩვენი მურაც გარეთ იყო ყეფით ეზო აიკლო
    გარეთ თოვდა თოვდა თოვდა მაგრამ სულ არ ციოდა
    თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კანფეტები ცვიოდა X2
    გარეთ თოვდა თოვდა თოვდა,
    გარეთ თოვდა X2
    ნეტავ მართლა თუ ახდება უცნაური სიზმარი
    კანფეტებს რომ ვიღაც აბნევს მაცოდინა ვინ არის?
    ანგელოზი მომეპარა ძილში სახემცინარი
    ალბათ მიტომ დამესიზმრა ტკბილზე ტკბილი სიზმარი
    გარეთ თოვდა თოვდა თოვდა მაგრამ სულ არ ციოდა
    თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კანფეტები ცვიოდა X2
    მრავალ ახალ წელს (სიმღერა)
    ეს ღამეც დაგვათენდა, თითქოს რაღაც დავკარგეთ
    მხოლოდ შენ, ღიმილით ავსებ ოთახს ცარიელს.
    სანთლები დაიღვენთა, თითქოს გაჰყვა განვლილ დღეს
    ახალი იმედით ერთად ვხვდებით ახალ წელს.
    მისამღერი:
    მრავალ ახალ წელს, მრავალ ახალ წელს
    სიხარული და სიკეთე დაგვებედოს,
    ყველა ნატვრა აგვიხდეს!
    მრავალ ახალ წელს, მრავალ ახალ წელს
    მშვიდობა და ლურჯი ზეცა დაგვებედოს
    ყველას ღმერთი გვწყალობდეს, გვფარავდეს.
    წამი შეცვლის მთელ საათს, ერთი დღე კი შეცვლის წელს.
    წამი წუთს, წუთი დღეს, წელი მთელ საუკუნეს.
    დრო მიდის არ ჩერდება, მაგრამ გული არ დაგწყდეს,
    გახსოვდეს, გჯეროდეს, შენ უყვარხარ მაღალ ღმერთს.
    მისამღერი
    ცხოვრების საიდუმლოს კაცი ვერ ხსნის ათას წელს,
    მხოლოდ დიდ სიყვარულს ჟამი ვერას დაკლებს,
    შეჩერდი გაელვებავ, ნუ წამართმევ ამ წუთებს,

    ReplyDelete
  6. როცა ის აქ არის, ახალი წლის ამ ღამეს.
    მისამღერი
    ლექსი 1
    მაშინ, როცა დეკემბერი წავა,
    გზას დაუთმობს იანვარს და თოვას,
    პატარებო, ახალი წლის ღამეს,
    თოვლის პაპა საჩუქრებით მოვა.

    ყველაფერი დაუჯერეთ მშობლებს,
    სწავლით გული გაუხარეთ, თორემ,
    თოვლის პაპა ურჩ და ზარმაც ბავშვებს,
    დამიჯერეთ, უსაჩუქროდ ტოვებს.
    ლექსი 2
    ნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება,
    ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს,
    საქართველოს სადიდებლად
    მრავალ, მრავალ ახალ წელს!

    ჩემი გული სიხარულით,
    რა თქმა უნდა, ახლაც ძგერს,
    მშვიდობა და სიყვარული,
    მრავალ, მრავალ ახალ წელს!
    ლექსი 3
    ჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა,
    შოკოლადის ფილა,
    მოგილოცავთ სუყველას
    ახალი წლის დილას!
    ოქრო გოგო-ბიჭებო,
    დამიბერდით ტკბილად!
    ლექსი 4
    თოვლმა უცებ დაბურა
    მინდორი თუ კორდი,
    თოვლის თეთრი ბაბუა
    საჩუქრებით მოდის.
    ათასფერად ბრიალებს
    ჩვენი ნაძვის ხეო.
    დადგა მღერა-სიცილით
    ახალი წლის დღეო.
    ლექსი 5
    ახალო წელო, იმედით გიცქერ
    და მეც მაქვს შენთან თხოვნა-სათქმელი,
    მიბედნიერე ჩემი სამშობლო,
    ამ ქვეყნად ყველა, ყველა ქართველი.
    ლექსი 6
    ახალი წლის საღამოა
    ქარი ქრის და ფიფქი ცვივა
    თოვლის საბანს რომ იხურავ
    ნაძვის ხეო არა გცივა?
    არა მცივა პატარებო
    მე ღიმილი თქვენი მათბობს
    და გისურვებთ რომ თქვენს გულში
    არასდროს არ დაიზამთროს.
    ზამთარია მაგრამ გული
    არ გითბებათ ყველას განა?
    ხედავთ? თოვლის ბაბუამაც
    საჩუქრები მოგიტანათ.
    უღრან ტყიდან მოვიჩქარი
    ისე ძლიერ შემიყვარდით
    მე მოვედი რომ ახალი
    მოგილოცოთ წელიდადი.
    ლექსი 7
    გადმოლახა ზღვები და
    გადმოლახა მთები
    მოდის თოვლის ბაბუა
    დათოვლილი მხრებით,
    დათოვლილი წარბებით
    დათოვლილი თმებით.
    მოჰყავს დათუნიები
    მოაქვს საჩუქრები.
    გარეთ ცივი ქარია
    ათოვს მთებს და ველებს,
    ალბათ სცივა ბაბუას
    ვინ გაუთბობს ხელებს?
    როცა მოვა ვიცეკვებთ
    და გულს გავიხარებთ,
    გაზაფხულის მოსვლამდე
    არ გავუშვებთ გარეთ.
    ლექსი 8
    მოვალ, როცა მთა და ბარი
    თეთრ ნაბადში გაეხვევა.
    პატარების საოცნებო
    საახალწლო ნაძვის ხე ვარ!
    ჩამოვიყვან თოვლის პაპას,
    მხარზე ხურჯინგადაკიდულს,
    ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,
    ჩურჩხელას და შაქარყინულს.
    მალხაზებო, მანანებო,
    ვარსკვლავების სადარებო,
    მოდით ჩემთან, საჩუქრები
    დაგირიგოთ, პატარებო!
    სიმღერებით ცა მთოვარი
    გაათბეთ და გაადარეთ,
    ეს ახალი წელიწადიც
    ბედნიერად გაატარეთ!
    ლექსი 9
    წუთი-წუთზე,
    წუთი-წუთზე
    წაბრძანდება ძველი
    და შემოდგამს კარის ზღურბლზე
    ფეხს ახალი წელი.
    ბედნიერი ყოფილიყოს
    ის წუთი და წამი,
    სიხარული დაჰყოლოდეს
    ამინ! ამინ! ამინ!

    აგვსებოდეს სასუნსულო
    უხვი სასუსნავით,
    გველხინოს და გვეჭიკჭიკოს
    ამინ! ამინ! ამინ!

    ქრისტეშობას დაგილოცავთ,
    დაესწარით მრავალს,
    გიდღეგრძელებთ მამულს, კერას,
    გენს და შთამომავალს!
    ათი მცნება იყოს ჩვენი
    საწყის-დასაბამი,
    ღვთისმშობელი
    გვმფარველობდეს,
    ამინ! ამინ! ამინ!
    ლექსი 10
    გილოცავ! გილოცავ!
    ახალ წელს გილოცავ.
    შენ – ვისაც სამშობლო გიყვარს…
    გელა ხარ!
    თინა ხარ!
    შოთა ხარ!
    ცირა ხარ!
    ეს სულერთია – ვინ ხარ.
    ახალი წელია…
    თოვლიც გვესალმება…
    თოვლიც გვესალმება ციდან…
    – ცრემლები?!
    – ცრემლებზე – ბოდიში!
    – ღიმილი?!
    – ღიმილი – რამდენიც გინდა…
    ბავშვებო თქვენსავით
    მეც ვიყავ მოსწავლე…
    მე დღესაც არ ვსწავლობ განა?!
    ამიტომ ერთმანეთს,
    ამიტომ ერთმანეთს
    ვუსურვოთ ხუთებზე სწავლა…
    გვიყვარდეს სამშობლო,
    სიმართლე გვიყვარდეს,
    გვიყვარდეს, გვიყვარდეს წიგნი…
    რაც უნდა ისურვო,
    რაც უნდა ინატრო, –
    ესაა ყველაზე დიდი.
    გილოცავ! გილოცავ!
    ახალ წელს გილოცავ.
    შენ – ვისაც სამშობლო გიყვარს…
    ზაზა ხარ!
    ლაშა ხარ!
    ვაჟა ხარ!
    ნინო ხარ!
    ეს სულერთია – ვინ ხარ!
    ლექსი 11
    საქართველოს მზეს,
    ყანებსა და ზვრებს,
    საქართველოს ცას,
    მოლივლივე ზღვას,
    საქართველოს მთებს,
    საქართველოს რთველს,
    რიონს, ჭოროხს, არაგვს,
    მათ ტალღათა ფერს.
    ალაზანს და ხრამს,
    რა თქმა უნდა მტკვარს,
    ჩვენს საყვარელ ხალხს,
    ვინც თესავს და ხნავს,
    საქართველოს გზებს,
    მის ხვალინდელ დღეს –
    სიცოცხლე და დღეგრძელობა
    მრავალ ახალ წელს!
    ლექსი 12
    ახალი წლის ღამეა,
    ციმციმებენ სანთლები,
    მგელთან სტუმრად მიდიან,
    ჟირაფი და დათვები.

    მგელმა თავი გამოყო,
    მომივიდნენ სტუმრები,
    კორდზე დავლურს უვლიან,
    მაჩვები და ტურები.

    ციყვი გირჩს ახრამუნებს,
    ნაზუქს აცხობს მელია,
    ტურა შვილებს უმღერის,
    ოდელია, დელია.

    მხიარულობს მთელი ტყე,
    ცეკვავენ და მღერიან,
    ულოცავენ ერთმანეთს,
    ყველა ბედნიერია.

    ReplyDelete
  7. სამი მარტი - დედების დღე
    საკლასო აქტივობა მოსწავლეებისთვის
    მშობლებისა და შვილების ურთიერთობის გაუმჯობესება
    გრძნობების გაზიარება და აქამდე ართქმულის გამოხატვა
    დამოუკიდებელი სამუშაო მოსწავლეებისთვის, აზრის გამოთქმის თავისუფლება
    სკოლა, როგორც მშობლისა და მოსწავლის თანმდევი ელემენტი
    მასწავლებლის როლი (განიხილება მრავალი კუთხით)
    თემის დაწერა
    ჩანახატის გაკეთება
    სურათების ჩაკვრა
    ვარდების ჩუქება
    მასწავლებლის წერილი
    პირველი კვირა
    მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს თავისუფალ თემას, სათაურს არჩევენ ბავშვები.
    უფროსი კლასები თემას დაწერენ შემდეგი გეგმით:
    რა არის საჭირო კარგი დედობისთვის
    რას ვფიქრობ დედაჩემზე
    გავიხსენოთ ფაქტი, როცა დედა ყველაზე მეტად დაგვეხმარა
    დაწყებითი კლასებისთვის თემის გეგმა:
    დავწეროთ სიტყვები, რომლებშიც ურევია სიტყვა ’დედა’ (დედამიწა, დედაენა....)
    როგორი მინდა იყოს დედაჩემი
    მეორე კვირა
    მასწავლებელი ამობეჭდავს ბავშვების თემებს.
    ფურცელზევე გააკეთებენ ჩანახატს ან დააკრავენ დედის სურათს. ნაშრომები ჯერჯერობით ინახება მასწავლებელთან.
    მესამე კვირა
    მასწავლებელი უზრუნველყოფს, რომ ბავშვებმა თითო ვარდი აჩუქონ დედებს.
    გამონაკლისის შემთხვევაშიც იგივეს ვაკეთებთ.
    სამ მარტს, სამშაბათს გაკვეთილების შემდეგ ყველა ბავშვს მიაქვს თემა+ჩანახატი/ფოტოსურათი+ვარდი+მასწავლებლის წერილი დედამისთან.
    მესამე კვირის ბოლო
    მასწავლებელი ულოცავს მშობლებს სამ ამრტს. წერს თითოეული ბავშვის დახასიათებას ცალ-ცალკე.
    წერილში მადლობას უხდის მშობლებს, წარმოაჩენს ბავშვის განვითარების თავისებურებებს, წარმოაჩენს პრობლემებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და თავის თემასთან ერთად სამ მარტს ბავშვს ატანს სახლში დედასთან.

    ReplyDelete