# | შესასრულებელი საკითხები | აღწერა | შესრულების დრო |
1 | სახელმძღვანელოების დახარისხება | მოხდება სახელმძღვანელოების დათვალიერება,თითოეულ მათგანს მიენიჭება ქულა 15 ბალიანი სისტემით, გამზადდება მიღება- ჩაბარების აქტები | 12-15 სექტემბერი |
2 | პირადი საქმეები | პირადი საქმეების მოწესრიგება და უზრუნველყოფა მათ სწორ წარმოებაზე | 13 სექტემბერი |
3 | პორტფოლიო | გაკეთდება საქაღალდე, სადაც ეტაპობრივად შეივსება სხვადასხვა საჭირო საკითხებით და აგრეთვე მოხდება ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა | სისტემატიურად |
4 | ტესტები | შემუშავდება საგნების მიხედვით ცალკეული კლასის ტესტები და გაკეთდება მოსწავლეების პორტფოლიო | პირველი სემესტრის სექტემბერში, მეორის-დეკემბერში |
4 | სახელმძღვანელოების და ბუკების დარიგება | თითოეულ მოსწავლეს მერხზე დახვდება ყველა წიგნი. | 16 სექტემბერს |
5 | I დღე სკოლაში | 2 კლასის მოსწავლეების და მშობლების შეხვედრა, მშობლების ინფორმირება წიგნების მოვლის თაობაზე | 16 სექტემბერს |
6 | მოსწავლეთა განაწილება | მოსწავლეები მერხზე განაწილდება სმენის, მხედველობის და სიმაღლის გათვალისწინებით. | 17 სექტემბერს |
7 | ქცევის კოდექსი და ქცევის წესები | მოსწავლეები გაეცნობიან ქცევის კოდექსს, თვითონაც შეიმუშავებენ ქცევის წესებს, მოაწერენ ხელს და გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილას. | 18 სექტემბერს |
8 | მოსწავლეთა მორიგეობა, დღის რეჟიმი და კლასის კუთხე | დაწესდება მორიგეობს სია, მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილების სიას, დასვენების დღეებს და გამოიკვრება კლასში. | 19 სექტემბერს |
9 | კლასის საათი | კვირაში ერთხელ ჩატარდება კლასის საათი სხვადასხვა საჭირო საკითხების განზოგადებისათვის და აისახება პრობლემის გადაწყვეტის მიზეზი (დანართი 1) | ყოველი კვირის ოთხშაბათს |
10 | კედლის გაზეთი | მოსწავლეებთან ერთად გამოშვებული იქნება წელიწადის დროებთან დაკავშირებით კედლის გაზეთი | წელიწადში ოთხჯერ |
11 | მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობა | მოსწავლეების სურვილის გათვალისწინებით დამატებითი მუშაობა მოეწყობა სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად | კვირაში ერთხელ |
12 | მშობელთა კრება | მოხდება მშობელთა კრების ჩატარება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების და დისციპლინის განმტკიცების მიზნით. აგრეთვე სკოლის საერთო საქმიანობაში ჩართვის მიზნით | სემესტრში ერთხელ და საჭიროების შემთხვევაში |
13 | კონკურსები | სხვა კლასის დამრიგებლებთან შეთანხმებით მოეწყობა მხიარული სტარტების, საუკეთესო მხატვრის, საუკეთესო კალიგრაფისტის, მხიარული მათემატიკოსის, მხატვრული კითხვის კონკურსი და გამარჯვებული დაჯილდოვდება ქების სიგელით | წელიწადის განმავლობაში |
14 | ღონისძიება | ჩატარდება სახვადასხვა ღონისძიება, ძირითადად: „ოქროსფერი შემოდგომა“ „თეთრი ციდან ფიფქი ცვივა“ „ჩემო ტკბილო დედილო“ ანბანის გაცილება | წლის განმავლობაში |
15 | ექსკურსია | დირექტორთან და მშობლებთან შეთანხმებით მოეწყობა ექსკურსია | სასწავლო წლის დასაწყისში და ბოლოს |
ლია თურმანაული.თბილისის სსიპ 102 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
მთავარი გვერდი
- სასარგებლო მისამართები თქვენ იმყოფებით: კედლის გაზეთი სასარგებლო მისამართები chemclub.ge/links.php www.macmillandictionary.com/ www.calameo.com/ fr.calameo.com/ www.Blogger.com www.wordpress.com www.intellego.fr www.skoool.com/ lgfl.skoool.co.uk/ www.skoool.com/skoool_french/index.html www.gallerand.fr/ ocw.mit.edu www.oercommons.org www.merlot.org www.creativecommons.org). www.LeMill.net
- მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიები
- Home
- სასარგებლო მისამართები.
- დამრიგებლის საათი
- ჩემი მეგობრები
- სასწავლო რესურსები
- ინტეგრირებული-სამოდელო გაკვეთილები
- ინდივიდუალური სასწავლო გეგმები
- წლიური საგნობრივი გეგმები. ქართული, მატემატიკა
- პირადი ინფორმაცია
- მთავარი გვერდი
- პრეზენტაციები
- დაწყებითი კლასების კათედრა
- კვლევა
- პროექტები
- კლასგარეშე ღონისძიებები
- სადამრიგებლო პროგრამა
სადამრიგებლო პროგრამა
Subscribe to:
Posts (Atom)
კლასისი მართვა.
ReplyDeleteმასწავლებლისა და მოსწავლის ჰარმონიული, კეთილგანწყობილი, პატივისცემით, ნდობითა და სიყვარულით გამსჭვალული ურთიერთობა სრულყოფილი სასწავლო პროცესის განმსაზღვრელია. საკლასო დისციპლინა უმნიშვნელოვანესია კარგი გაკვეთილის ჩასატარებლად. ამ კუთხით განხორციელებული კვლევები ადასტურებენ, რომ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის გაჩენილ მცირე უთანხმოებას, რომელიც შეიძლება უფსკრულად, გადაუჭრელ პრობლემად იქცეს, აქვს თავისი მიზეზები, რომელთა გარკვევაც სამომავლოდ ამგვარ საფრთხეს შეამცირებს. დამნაშავის ძიება ხშირად საქმეს არ შველის. უდისციპლინო მოსწავლეს ან სხვა კლასში გადაიყვანენ, ან გარიცხავენ, ან სხვა ზომებს მიმართავენ, მაგრამ პრობლემა ამით არ მოგვარდება. საჭიროა მასწავლებლისა და მოსწავლეების შეთანხმებული მოქმედება საკლასო დისციპლინის გასაუმჯობესებლად, რათა მასწავლებელს მიეცეს საშუალება პროფესიონალიზმის სრული გამოვლენისა, ხოლო მოსწავლეებს _ სწავლისა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა კლასი გაიაზროს, როგორც საზოგადოების ერთგვარი მიკრომოდელი, და იფიქროს მისი მართვის ხერხების გამრავალფეროვნებასა და დახვეწაზე.
მასწავლებელიცა და მოსწავლეც, როგორც საზოგადოების წევრები, ირეკლავენ ამ საზოგადოებაში არსებულ ქცევის ნორმებს. პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის შესახებ უამრავი სოციოლოგიური გამოკვლევა არსებობს. ამჯერად კლასი განვიხილოთ, როგორც გარკვეული სოციალური ჯგუფი, რომლის წევრებს შორის ჩამოყალიბებული ქცევის ნორმებიც აისახება საგაკვეთილო პროცესზე.
კლასში არსებობენ განსხვავებული შეხედულებების მქონე მოსწავლეები, ლიდერები და აუტსაიდერები. მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ როგორ უნდა იმართოს ეს ჯგუფი სხვადასხვა ხერხით ისე, რომ სწავლისთვის სასურველი გარემო შეიქმნას. ცნობილია სოციოლოგ მიზაფერ შერიფის აუტოკინეტიკური ექსპერიმენტი, რომელმაც დაადასტურა, რა დიდი გავლენა აქვს ჯგუფში არსებულ თვალსაზრისს მის წევრთა შეხედულებაზე, როგორ იცვლიან ერთეული გამონაკლისებიც კი თავიანთ აზრს, რათა ჯგუფს არ დაუპირისპირდნენ.
ყველა ადამიანს და მათ შორის მოსწავლესაც უნდა, რომ იყოს ძლიერი. სიძლიერე მიიღწევა კომპეტენციით, წარმატებებით და საქმეში დახელოვნებით. ყველა მოსწავლეში გენეტიკურადაა ჩადებული სწრაფვა მიღწევებისკენ, ახალი უნარების შეძენისკენ და დახვეწისკენ, ისევე, როგორც აღიარების სურვილი. რადგან შინაგანად მივისწრაფით მიღწევებისკენ, ისე უნდა მოვაწყოთ სკოლები, რომ იქ მოღვაწე მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც შეიძინონ ცოდნა და ის ძლიერება, რაც საგანმანათლებო სფეროს მიზნებში შედის. მოსწავლეები შინაგანად მიისწრაფიან სიძლიერის შეძენისკენ, მაგრამ არ იციან, როგორ მიაღწიონ იმ პასუხისმგებლობას, რაც სიძლიერეს ახლავს თან. ამაში მათ მასწავლებლები უნდა დაეხმარონ. მათ უნდა ასწავლონ მოსწავლეებს სიფრთხილე, რომ ვინმეს მსხვერპლი არ გახდნენ, ვინმემ გამუდმებით აბუჩად არ აიგდოს და არ დაჩაგროს. მასწავლებლებმა მოსწავლეს უნდა ასწავლონ პიროვნული სიძლიერის ჩამოყალიბება, რისთვისაც აუცილებელია კომპეტენცია, ცოდნა.
ReplyDeleteადამიანებს გვსურს თავისუფლება. არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის ქონა თავისუფლების გამოხატვაა. არჩევანის გაკეთებამ მისცა ადამიანს განვითარებისკენ, ადაპტაციისა და წარმატებისკენ სწრაფვის უნარი. კარგი მასწავლებელი მოსწავლეებს უნდა ეხმარებოდეს თავისუფლებისკენ ისეთ სწრაფვაში, რომელიც პატივსაცემია სხვების თვალშიც. ზოგჯერ მოსწავლეებს თავისუფლება მცდარად აქვთ გაგებული და თავაშვებულად იქცევიან. ამ შემთხვევაშიც მასწავლებელმა ისინი არჩევანის წინაშე უნდა დააყენოს და თვითონ მიაღებინოს სასარგებლო გადაწყვეტილება.
ჩვენ ყოველთვის გვართობს რაიმე ახლის შესწავლა. გართობაც ადამიანის ერთ-ერთი შინაგანი მოტივაციაა. ვსწავლობთ იმიტომ, რომ გვართობს აღმოჩენები. გლასერის მიხედვით, გართობა სწავლის შედეგია. ეს ახლო კავშირი სწავლასა და გართობას შორის მუდმივად უნდა იყოს შენარჩუნებული სკოლაში. მოსაწყენი გაკვეთილების სწავლა მოსწავლეებს არ უხარიათ. დახელოვნებული მასწავლებლები სახალისო გარემოს ქმნიან კლასში, რასაც მივყავართ მაღალ აკადემიურ მოსწრებამდე. როცა გაკვთილი მასწავლებელსაც უხარია და მოსწავლესაც, სწავლება უფრო საფუძვლიანი და წარმატებულია, მოსწავლეებს უჩნდებათ სწავლის სურვილი.