მთავარი გვერდი

Tuesday, February 3, 2015

საუკეთესო მასწავლებლის 5 თვისება

„სწავლების ხარისხი არ იზომება იმით, თუ რამდენად დიდ ინფორმაციას აწვდის მასწავლებელი მოსწავლეებს“,- ამბობს საგანმანათლებლო პორტალ teach-nology-ზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორი და დარგის სპეციალისტი.   სწავლების პროცესში მთავარია ტექნიკა, რომელსაც მასწავლებელი იყენებს და ის, თუ როგორ აწვდის მასალას მოსწავლეს. ბევრ მასწავლებელს მართლაც აქვს ფანტასტიკური რაოდენობის ცოდნა, რომლის მოსწავლეთათვის გადაცემაც ძალიან სასარგებლო იქნება, მაგრამ სამწუხაროდ მან არ იცის როგორ გადასცეს ცოდნა.
ამ სტატიაში შევეხებითსაუკეთესო მასწავლებლის ხუთ მახასიათებელს, რომელთაც გაკვეთილის ჩატარებისას ყველა პედაგოგი უნდა ითვალისწინებდეს.
  1. პროფესიის ძლიერი სიყვარული – სიყვარულის გარეშე ნამდვილად ვერ შეძლებთ იყოთ კარგი თქვენ პროფესიაში. თუ თქვენ არ აღმერთებთ და არ გიყვართ თქვენი საგანი, მაშინ როგორ შეაყვარებთ მას თქვენ მოსწავლეებს? არ შეგეშინდეთ, რომ ანახოთ მოსწავლეებს თქვენი სიყვარული ყველაფრისადმი რასაც მათ ასწავლით. მაშინაც კი, თუ თქვენი მოსწავლეები შემოგხედავენ ისე, როგორც გიჟს, როცა თქვენ სიყვარულით ანთებული თვალებით ხსნით ალგებრას. დარწმუნებული იყავით, თქვენი ენთუზიაზმი და ინტერესი მათაც მალე გადაეგებათ.
  2. შემოქმედება – მოსწავლეებს უყვართ მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია, რომ მოსაწყენი საგანი საინტერესო გახადოს, გააფერადოს დამხმარე მასალებით და თამაშებით. სტანდარტიზებული ტესტები და მუდმივად ახალი სასწავლო კურიკულუმების მიღება საკმაოდ რთულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. მარტივად სასწავლი მასალა მოსწავლეების თვალში თქვენ კარგ მასწავლებლად გაქცევთ. მაგრამ თუ გსურთ იყოთ საუკეთესო, თქვენ უნდა გამოიყენოთ უნიკალური სწავლების მეთოდები და მოსწავლეებზე მორგებული გაკვეთილის გეგმები.
  3. მოქნილობა – იყო მასწავლებელი, ნიშნავს იყო შენი პროფესიისთვის თავდადებული. თუ მოსწავლემ ტესტი ცუდად გააკეთა, მზად უნდა იყოთ, შესთავაზოთ დახმარება დამატებითი მეცადინეობის სახით გაკვეთილების შემდეგ. გარდა ამისა, ხშირად გაუმეორეთ მოსწავლეებს, რომ მათ შეუძლიათ გაჭირვების დროს, როდესაც რაიმეს ვერ გაიგებენ, დახმარებისთვის თქვენ მოგმართონ და ჰქონდეთ თქვნი დახმარების იმედი.
  4. ინტეგრირება – ყოველდღიური ცხოვრება არ უნდა დატოვოთ იზოლირებული და მხოლოდ განათლებაზე არ უნდა იყოთ ორიენტირებული. არ აქვს მნიშვნელობა, თუ თქვენ მხოლოდ ერთი ხართ მთელ სკოლაში, რომელიც ინტეგრირებას ახდენს, უნდა გააგრძელოთ ამის კეთება. თუ თქვენ არ ხართ საკმარისად მზად, რომ ახსნათ ალგებრა მუსიკასთან ერთად, მაშინ ბავშვის მსგავსად, პატარა ნაბიჯებით უნდა მოახდინოთ ინტეგრირება და დროთა განმავლობაში დაინახავთ როგორ უნდა მიხვიდეთ ინტეგრირებამდე. მოიძიეთ რესურსები ინტერნეტში, თქვენ ნახავთ არაერთ სასწავლო რესურსს, რომლებიც მოგცემენ იდეებს ინტეგრირებისთვის.
  5. კავშირი – ნუ გექნებათ იმედი ეფექტური სწავლების, თუ არ გექნებათ მუდმივი კავშირი თქვენ მოსწავლეებთან. თქვენსა და თითოეულ მოსწავლეს შორის მყარი და საიმედო კავშირი უნდა შედგეს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, თქვენ ხართ ცოდნის წარმომადგენელი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს. გარკვეული დროის შემდეგ, მოსწავლეებში გაჩნდება თქვენდამი ნდობა, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ საინტერესო მათთვის. მართალია, თქვენ ნამდვლი სიყვარეული უნდა გქონდეთ თქვენი საგნის, თუმცა ეს არ უნდა იყოს თქვენი ერთადერთი უნარი. უნდა გქონდეთ ჰობი, როგორიცაა წერა, მძლეოსნობა და დაკვრა მუსიკალურ ინსტრუმენტზე, ის, რაც მოსწავლეებს აინტერესებთ. ამ ფორმით თქვენ აუცილებლად აღმოაჩენთ რაიმე საერთოს მოსწავლეებთან, რაც თქვენსა და მათ შორის ბარიერის მოხსნაში დაგეხმარებათ. თქვენ უნდა შეძლოთ სრულყოფილი კომუნიკაცია მოსწავლეებთან.

3 comments:

  1. საუკეთესო მასწავლებლის 5 თვისება
    „სწავლების ხარისხი არ იზომება იმით, თუ რამდენად დიდ ინფორმაციას აწვდის მასწავლებელი მოსწავლეებს“,- ამბობს საგანმანათლებლო პორტალ teach-nology-ზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორი და დარგის სპეციალისტი. სწავლების პროცესში მთავარია ტექნიკა, რომელსაც მასწავლებელი იყენებს და ის, თუ როგორ აწვდის მასალას მოსწავლეს. ბევრ მასწავლებელს მართლაც აქვს ფანტასტიკური რაოდენობის ცოდნა, რომლის მოსწავლეთათვის გადაცემაც ძალიან სასარგებლო იქნება, მაგრამ სამწუხაროდ მან არ იცის როგორ გადასცეს ცოდნა.

    ამ სტატიაში შევეხებით, საუკეთესო მასწავლებლის ხუთ მახასიათებელს, რომელთაც გაკვეთილის ჩატარებისას ყველა პედაგოგი უნდა ითვალისწინებდეს.

    პროფესიის ძლიერი სიყვარული – სიყვარულის გარეშე ნამდვილად ვერ შეძლებთ იყოთ კარგი თქვენ პროფესიაში. თუ თქვენ არ აღმერთებთ და არ გიყვართ თქვენი საგანი, მაშინ როგორ შეაყვარებთ მას თქვენ მოსწავლეებს? არ შეგეშინდეთ, რომ ანახოთ მოსწავლეებს თქვენი სიყვარული ყველაფრისადმი რასაც მათ ასწავლით. მაშინაც კი, თუ თქვენი მოსწავლეები შემოგხედავენ ისე, როგორც გიჟს, როცა თქვენ სიყვარულით ანთებული თვალებით ხსნით ალგებრას. დარწმუნებული იყავით, თქვენი ენთუზიაზმი და ინტერესი მათაც მალე გადაეგებათ.

    ReplyDelete
  2. შემოქმედება – მოსწავლეებს უყვართ მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია, რომ მოსაწყენი საგანი საინტერესო გახადოს, გააფერადოს დამხმარე მასალებით და თამაშებით. სტანდარტიზებული ტესტები და მუდმივად ახალი სასწავლო კურიკულუმების მიღება საკმაოდ რთულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. მარტივად სასწავლი მასალა მოსწავლეების თვალში თქვენ კარგ მასწავლებლად გაქცევთ. მაგრამ თუ გსურთ იყოთ საუკეთესო, თქვენ უნდა გამოიყენოთ უნიკალური სწავლების მეთოდები და მოსწავლეებზე მორგებული გაკვეთილის გეგმები.
    მოქნილობა – იყო მასწავლებელი, ნიშნავს იყო შენი პროფესიისთვის თავდადებული. თუ მოსწავლემ ტესტი ცუდად გააკეთა, მზად უნდა იყოთ, შესთავაზოთ დახმარება დამატებითი მეცადინეობის სახით გაკვეთილების შემდეგ. გარდა ამისა, ხშირად გაუმეორეთ მოსწავლეებს, რომ მათ შეუძლიათ გაჭირვების დროს, როდესაც რაიმეს ვერ გაიგებენ, დახმარებისთვის თქვენ მოგმართონ და ჰქონდეთ თქვნი დახმარების იმედი.

    ReplyDelete
  3. ინტეგრირება – ყოველდღიური ცხოვრება არ უნდა დატოვოთ იზოლირებული და მხოლოდ განათლებაზე არ უნდა იყოთ ორიენტირებული. არ აქვს მნიშვნელობა, თუ თქვენ მხოლოდ ერთი ხართ მთელ სკოლაში, რომელიც ინტეგრირებას ახდენს, უნდა გააგრძელოთ ამის კეთება. თუ თქვენ არ ხართ საკმარისად მზად, რომ ახსნათ ალგებრა მუსიკასთან ერთად, მაშინ ბავშვის მსგავსად, პატარა ნაბიჯებით უნდა მოახდინოთ ინტეგრირება და დროთა განმავლობაში დაინახავთ როგორ უნდა მიხვიდეთ ინტეგრირებამდე. მოიძიეთ რესურსები ინტერნეტში, თქვენ ნახავთ არაერთ სასწავლო რესურსს, რომლებიც მოგცემენ იდეებს ინტეგრირებისთვის.
    კავშირი – ნუ გექნებათ იმედი ეფექტური სწავლების, თუ არ გექნებათ მუდმივი კავშირი თქვენ მოსწავლეებთან. თქვენსა და თითოეულ მოსწავლეს შორის მყარი და საიმედო კავშირი უნდა შედგეს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, თქვენ ხართ ცოდნის წარმომადგენელი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს. გარკვეული დროის შემდეგ, მოსწავლეებში გაჩნდება თქვენდამი ნდობა, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ საინტერესო მათთვის. მართალია, თქვენ ნამდვლი სიყვარეული უნდა გქონდეთ თქვენი საგნის, თუმცა ეს არ უნდა იყოს თქვენი ერთადერთი უნარი. უნდა გქონდეთ ჰობი, როგორიცაა წერა, მძლეოსნობა და დაკვრა მუსიკალურ ინსტრუმენტზე, ის, რაც მოსწავლეებს აინტერესებთ. ამ ფორმით თქვენ აუცილებლად აღმოაჩენთ რაიმე საერთოს მოსწავლეებთან, რაც თქვენსა და მათ შორის ბარიერის მოხსნაში დაგეხმარებათ. თქვენ უნდა შეძლოთ სრულყოფილი კომუნიკაცია მოსწავლეებთან.
    წყარო: teach-nology.com

    ReplyDelete