მთავარი გვერდი

Sunday, February 15, 2015

ძვირფასო მეგობრებო, წინასწარ გილოცავთ გაზაფხულის ორ ლამაზ დღესასწაულს-დედის დღეს და ქალთა საერთაშორისო დღეს...ბედნიერება თან გდევდეთ მუდამ...

სცენარი.
     გაზაფხული მობრძანდება ... მოაქვს ნანატრი სითბო და ამღერებული სიცოცხლე, ჩვენი და ჩვენი თანატოლების მხარული სიცილ-კისკისი.

                     „   საცაა ენძელა აყვავდება,
დახვავდება ღიმილი საოცარი,
მოვლენ სიცოცხლის ლამაზ დებად,
იები მუხლჩოქვით სალოცავი.
             ნუში თეთრ კაბაში გაეხვევა,
 არც მუხა დარჩება შაოსანი,
                                    ჰოი , რა  ღონივრად იღვიძებენ,
                                    ფესვები მიწაში დაძარღვული,
                         
                                კვირტები ხის ტანში ჩასახული,
                                 მინდორი მზის გულით გადახნული,
                                 გაზაფხული მოდის , გაზაფხული ! “
  
     გაზაფხული ხომ ლამაზი ყვავილების ხანაა. ეს ის დროა, როდესაც ყვავილების მოზღვავებული ენერგია  ერთხმად აბობოქრებას ლამობს. ცდილობს თავისი სილამაზე მოჰფინოს დედამიწას, გადაეკრას მინდვრებს, მთებს,ზვრებს, ეს პროცესი ხომ გაზაფხულის გარეშე  შეუძლებელია. გაზაფხული მშობელია ბუნების ყოველგზის გალამაზებისა და გამშვენიერებისა.

      კიდევ ერთი გაზაფხული ეწვია ხალხს, თავი ამოყო ლორთქო ბალახმა. პირველი ენძელები და იები დაიბადნენ მინდვრად, წამოვიდნენ პირველი ნაკადულები.

       სწორედ გაზაფხულზე, ამ მშვენიერ დროს, თქვენსავით მშვენიერ დროს, ძვირფასო დედებო , დებო, ბებიებო, მასწავლებლებო, დიდი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ დედის დღეს . გისურვებთ გაზაფხულივით ლამაზ ცხოვრებას, გამრავლებას და ლამაზი ოცნების ასრულებას.

                       აკვნის რწევიდან დღემდე ასე ფეხდაფეხ მდევდი,
                      შენი მანდილი მოწიწებით დამიკოცნია,
                      8 მარტს გილოცავ საყვარელო ჩემო დედიკო,
                      და გაზაფხული მასთან ერთად მომილოცნია .

      ქალი ცხოვრების გვირგვინია, არსებაა კალთანაკურთხი, სათუთი, ნაზი, გულისხმიერი, ხშირად ქვეყნის საზრუნავით დატვირთული, მაგრამ მაინც ძლიერი და  მხიარული. ზოგჯერ დუხჭირი ცხოვრებით გაწამებული, მაგრამ მაინც ბედნიერი, ამაყი.
       ქალი და დედა... მომავლის ძლიერი ღერძი, ჩვენი ცხოვრების ეშხი, მშვენება. დედა...  სისპეტაკისა და უბიწოების  ეტალონი, ხშირად  ღამენათევი , უძილობითა და  შვილებზე დარდით დაღლილი, მაგრამ  ქედმოუხრელი, გაუტეხელი.
 
       დედა.... სიცოცხლის საწყისი, ცხოვრების დასაბამი, ქალი --- ხანდახან ვარსკვლავივით შორი, ცივი და მიუკარები, ხანდახან  მზესავით მცხუნვარე. თბილი, ერთგული, მაგრამ გამოუცნობი, როგორც გალაქტიკა.

     დედა... დამთმობი , ხელზე სათუთად სატარებელი, მკერდს ჩასაკრავი, საფერებელი.

       დედა არის სიტყვა, რომლითაც ადამიანი იწყებს სიცოცხლეს და რომლითაც ამთავრებს. იგი სულ პირველად გაუბედავად ამოფრინდება ჩვილის შეთრთოლებული ბაგეებიდან .

                     დედა, ვიტყვით და გულში ინათებს,
                     დედის სახელი მზით ნაქარგია,
                    დედა სინათლე, დედა სიმართლე,
                     დედა ყოველი რაც კი კარგია.

    ქალი.... ცის ნამივით ბრწყინვალე, განთიადივით ლამაზი და ვარდივით სურნელოვანი, მარტის თვესავით  ცვალებადი, გაზაფხულივით კეკლუცი და მშვენიერი.
  
      ქართველო ქალო, დედავ, დაო ! დაე, მუდამ ასე ხმალშემართული ხვდებოდე მტერს, მრავალი გმირის აკვანი დაგერწიოთ, გამშვენებდეთ მრავალშვილიანი დედის საამაყო სახელი, კვლავ და კვლავ ისმოდეს შენს  სადიდებლად თქმული ლექსები, მარადჟამს   გუგუნებდეს  ქართველა ქალთა სადიდებელი.

      „ ქალი ვარდია, ქალი დარდია,
        დღეს მათ ეკუთვის რაც გვაბადია,
       დიდება ყველა ქალს , სიკეთის ფესვს,
        ყველა ქალს გილოცავთ დღევანდელ დღეს.

        ამ მზიან დღეს, ამ ნანატრ დღეს,
       სიკეთის ფესვს, სიწმინდის გზებს,
       ოცნებებს მრავალს, სიყვარულს ალალს,
        მათი ფუსფუსი ლოცვად გვდევს მარად,
       ჭეშმარიტება გვიპყრია ფარდ,
       გილოცავთ ქალთა დღეს, დიდება მარად ! “


        „ დედავ,  გაზარდე  შვილი ამაყი,

1 comment:

  1. გაზაფხულმა სურვილები
    ისევ არივ-დარია,
    ქარი,წვიმა,მზის სხივები,
    ერთმანეთში არია.
    ზამთარს ძალა გამოსცლია,
    თბება მთა და ბარია
    მზეც სხივებად დაღვრილია,
    პირი დაუბანია.
    მოგოგმანდა გაზაფხული,
    იის სუნით მთვრალია,
    ზამთარს ქუდი მოუხადა,
    წაბრძანდიო ძამია.
    გზას გილოცავ,თან წაიღე,
    თოვლი,ყინვა,ქარია,
    ახლა მე ვარ დედამიწის
    ფერთა დედოფალია.
    მზის სხივებად დავადნები,
    მიწას, შენით გაყინულს,
    გულს გავუთბობ ია-იას,
    გადავპენტავ ატმის რტოს.
    მერე მთიდან ნაკადულად
    კვლავ ჩამოვირაკრაკებ,
    გიჟმაჟ მარტსაც შევახვედრებ,
    აპრილს გზის გასაყარზე.
    ყვავილების სურნელებით
    გავაბრუებ გარემოს,
    და ყმაწვილთა სისხლის ყივილს,
    ტკბილ ალერსად ვაქცევო.
    გუდას გავხსნი სიყვარულის,
    დავურიგებ ქალ-ვაჟებს,
    შენ ზამთარო მომავალ წელს
    მათი შვილნი დათვალე.
    მაისს ვარდად გადავპენტავ,
    ქალაქსა თუ სოფელსო,
    წადი,წადი ზამთარო და
    უკან აღარ მოგვხედო.

    ReplyDelete