მიმდინარე წლიდან საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას შეიძენს, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც განათლების სამინისტროს ოფიციალური პირებისგან ითქვა, სახელმწიფო დაიწყებს ვიდეო გაკვეთილების შეფასებას. ეს იქნება გარე შეფასების კომპონენტი ახალი სქემის მიხედვით.
შეფასებას სჭირდება გარკვეული კრიტერიუმები, რითაც უნდა იხელმძღვანელოს შემფასებელმა, ამ შემთხვევაში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა. თუ რა კრიტერიუმებია, რომელიც განსაზრვრავს რომელი ჩაითვლება კარგ გაკვეთილად, რომელი არა? ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, ამიტომ “სასკოლო კვლევების ცენტრმა” გადავწყვიტეთ შევკრიბოთ და შევაჯამოთ ის ცოდნა, რაც ამ საკითხზე არსებობს თვითონ პრაქტიკოსებში. ამ მიზნით, ჩატრადა ონლაინ გამოკითხვა, სადაც 30 მდე მონაწილემ ( მასწავლებლები, მშობლები , მოსწავლეები) გამოთქვა საკუთარი აზრი, იმაზე, თუ რას ნიშნავს კარგი გაკვეთილი. ასევე მოხდა საერთაშორისო ექპერთა ნააზრების გაანალიზება. შედეგად ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე კრიტერიუმი, რაც უნდა ახასიათებდეს კარგ გაკვეთილს.
ვფირობთ, აღნიშნული კრიტერიუმების ცოდნა დაეხმარება პედაგოგებს, დირექტორებს და სხვა თემით დაინტერესებულ პირებს საკუთარ სქმიანობაში.
ვნახონთ კრიტერიუმები:
- მოსწავლეთა ჩართულობა
კარგია გაკვეთილი, როცა მოიუხედავად რაოდენობისა, ყველა მოსწავლეა მასში ჩართული, ყველას ჩართულობა შეიძლება გულისხმობდეს, როგორც ყველა მოსწავლის ერთ რაიმე დავალებაზე ფოკუსირებას, ასევე ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეების აქტივობებს. მთავრია, რომ არც ერთი მოსწავლე არ იყოს გაკვეთილის დროს გამოთიშული იმ პროცესისაგან, რასაც პედაგოგი წარმართავს. ამას პედაგოგი უნდა აღწევდეს მხოლოდ მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობაზე მანიპულირებით და არა ძალდატანებით.
ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:
“ კარგია კავეთილი, როცა მასწავლებელი ყველანაირად ცდილობს, საინტერესოდ მიაწოდოს ინფორმაცია და მოსწავლეებს არ აძლევს გაკვეთილიდან გათიშვის საშუალებას, სხვადასხვა აქტივობებით, რომ არის გაკვეთილი დატვირთული იმით და არა სიმკაცრით და დასჯით.”
- თანაბარი ყურადღება ყველა მოსწავლეს
კარგია გაკვეთილი, როცა ყველა მოსწავლეს ეთმობა თანაბარი ყურადღება, არა მარტო მასწავლებლის, არამედ სხვა მოსწავლეების მხრიდანაც, რათქმაუნდა, ამ პროცესს მასწავლებელი წარმართავს.
ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე მშობლის მოსაზრება:
“კარგი გაკვეთილი აუცილებელია იყოს თანამედროვე მეთოდებითა და აქტივობებით გამდიდრებული,წინასწარ დაგეგმილი და მორგებული თითოეულ მოსწავლეზე. ყველაზე სუსტი, გაუბედავი მოსწავლეც კი უნდა მონაწილეობდეს საგაკვეთილო პროცესში. კარგი გაკვეთილი უნდა იწყებოდეს განწყობის შექმნით, მიზნების გაცნობითა და ჩასატარებელი აქტივობების მოკლე მიმოხილვით.გასათვალისწინებელია წინარე ცოდა, მაგრამ ახალი საინტერესო მასალაც გარკვევით უნდა მივაწოდოთ მათ. მოსწავლების მოსაზრებები უნდა იყოს პრიორიტეტული, მასწავლებელმა უნდა მოახდინოს მათი მანიპულირება, გამართოს დისკუსიები და მოითხოვოს არგუმენტირებული პასუხები. გამოიყენოს გრაფიკული მაორგანიზებლები, მოძიებული ვიდეო მასალები, აღნიშნული საკითხის უკეთ გაცნობის მიზნით შექმნას პრეზენტაზიები და კლასის მართვის პროგრამით ან პროექტორის საშუალებით გაუზიაროს მოსწავლეებს”
- უნარების განვითარება
კარგი გაკვეთილი აუცილებლად უნდა იყოს მიმართული მოსწავლეებში რაიმე კონკრეტული უნარის ან უნარების განვითერებაზე მაგალითად, ეფექტური კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნების, ადაპტაციის უნარები. ამისთვის საჭიროა, რომ შინაარსის გარდა დიდი ყურადღება იყოს დათმობილი სწავლების მეთოდზე, ანუ იმაზე, თუ როგორ ასწალის პედაგოგი. სწორედ მეთოდები განსაზღვრვენ უნარების განვითარებას ბავშვებში: მაგალითად ჯგუფური სამუშაოებით ისინი სწავლობენ გუნდური მუშაობის უნარს, რაც საკმაოდ ფასობს დღეს. ტექნილოგიის გამოყენებით გაკვეთილზე იძენენ ტექნოლოგიის მართვის უნარებს.
ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:
“გაკვეთილი კარგია მაშინ,როცა სასწავლო მეთოდები შესაბამისობაშია აქტივობასთან,როცა თითოეული აქტივობის შემდეგ მიღწეულია შედეგი.ხდება არსებული ცოდნისა და ინფორმაციის შეჯერება,გამოწვევის ფაზაზე გაღვიძებული ინტერესის შენარჩუნება და განმტკიცება.კარგადდაგეგმილი გაკვეთილი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა საჭიროებების განვითარებას.”
- მასწავლებლის როლი
კარგია გაკვეთილი, როცა მასწავლებელი ასრულებს აქტივატორის როლს სააზროვნო კითხვების დასმით, არ უთმობს დიდი დროს საკუთარ საუბარს, აძლევს მოსწავლეებს საკუთარი აზრების გამოთქმის საშუალებას.
ონლინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:
“კარგია გაკვეთილი,როცა ძირითადად აქტიურები არიან ბავშვები და მასწავლებელი არის ფასილიტატორის როლში,ოღონდ არა მარტო ერთეულე მოსწავლეები აქტიურობენ არამედ ყველა შეძლებისდაგვარად”
ონლინ გამოკითხვაში მონაწილე მოსწავლის მოსაზრება:
“რას ნიშნავსკარგი გაკვეთილი ? – გაკვეთილი ნიშნავს სასკოლო პროცეს, რომელშიც ერთდროულად იქნება დისკუსია და პოზიციების გაცვლა- გამოცვლა და არა მასწავლებლის გაუთავებელი შენიშვნები !”
- ტექნოლოგიების გამოყენება
კარგი გაკვეთილი აუცილებლად უნდა იყენებდეს ტექნოლოგიას შესაბამისად. რაც სწავლას გაცილებით საინტერესოს ხდის.
ონლინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:
“კარგი გაკვეთილია, როცა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებითაა გაკეთებული”
“კარგად დაგეგმილი პროცესი,მიზნის შესაბამისი მრავალფეროვანი აქტივობები,მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობი და შეფასება რომელსაც აკეთებენ მოსწავლეები მაწავლებლის დახმარებით .რესურსების მრავალფეროვნება “ -მასწავლებელი
- საკლასო ოთახის დიზაინი
კარგია გაკვეთილი, სადაც საკლასო ოთახის დიზაინი, მერხების განლაგება, წყობა შეესაბამება კონკრეტულად იმ გაკვეთილის თემას და აქტოვიბას. კარგია თუ მოსწავლეები გავეთილის დაწყების წინ თვითონ იზრუნებენ გარემოს დიზაინზე. მასწავლებელი კი ამ ყველაფრის ინიციატორი და ხელშემწყობი იქნება.
- კარგი გაკვეთილის შედეგი
კარგი გაკვეთილი უნდა ანგრევდეს მოსწავლეებში გარკვეულ სტატუს-ქვოს აზროვნების თვალსაზრისით, ანუ კარგი გაკვეთილი მოსწავლისთვის უნდა იყოს რაიმე ახლის აღმოჩენის საშუალება. უნდა უტოვებდეს მათ საფიქრალს, უნდა აფიქრებდეს მათ გაკვეთილის შემდეგაც საგაკვეთილო თემაზე.
- კავშირი რეალურ ცხოვრებასთან
კარგია გაკვეტილი როცა მოსწავლე ხედავს უშუალო კავშირს მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და სწავლას შორის, არ უნდა იყოს საგაკვეთილო თემა აბსტრაქტული.
- სახლისო
კარგია გაკვეთილი, როცა მოსწავლეებს უხარიათ იქ შესვლა არის სახლისო გარკვეულიწილად
გამოკითხვაში მონაწილე დაწყებითი კლასების პედაგოგი:
“სტრუქტურულად გამართული,აქტივობები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს პროგრამასთან, მოსწავლეთა დონე და შესაძლებლობები გათვალისწინებული.რესურსები დახვეწილი და საგაკვეთილო მასალას მისადაგებული.შეფასება გამჭვირვალე და ობიექტური.სახალისო და დაძლევადი”
ნახეთ გამოკითხვაში მინაწილეთა სხვა საინტერესო მოსაზრებებებიც:
“კარგი გაკვეთილი არის ის 45 წუთი როდესაც ბავშვები საათს არ უყურებენ. არიან ჩართულები გაკვეთილის მსვლელობაში, სვამენ თემატურ კითხვებს, იღებენ ზუსტ და ამომწურავ პასუხებს ოღონდ აქ არ ვგულისხმობ გამზადებულ და ლექსად ნასწავლ პასუხებს. საუკეთესო გაკვეთილი ისაა სადაც ზმნის უღლებასაც სწავლობ, ან ტრიგონომეტრიასაც და მათ ცხოვრებისეულ დანიშნულებასაც”. – სტუდენტი
“რაც მთავარია გაკვეთილზე მასწავლებლი უნდა ანხორციელებდეს დროულ და კონსტრუქციულ უკუკავშირს, განმავითარებელ შეფასებას. მოსწავლეები კი უნდა ახდენდნენ ვარაუდების გამოთქმას ურთიერთშეფასებასა და თვითშეფასებას” -პედაგოგი
“თითოეული გაკვეთილისთვის (და არა მხოლოდ,,ღია გაკვეთილისთვის”) კარგი პედაგოგი კარგადაა მომზადებული. ასეთ გაკვეთილზე მასწავლებელი ბოლომდე იხარჯება, მოსწავლეების დაინტერესებაზე ზრუნავს, კლასში რთულ საკითხებს მარტივად გადმოსცემს და პროგრამას ხელოვნურად არ ართულებს, ნებისმიერ კითხვაზე არა დამთრგუნველი პასუხის გაცემა შესწევს. ვფიქრობ, მხოლოდ ამ შემთხვევაში და ასეთმა პედაგოგმა უნდა მიიღოს კლასში საკუთარი მოსწავლეებისაგან შედეგი. საბედნიეროდ, ასეთი პედაგოგები მრავლად არიან, სწორედ ასეთები უნდა ქმნიდნენ ამინდს სკოლაში და არა ის მასწავლებლები, რომლებიც უსამართლობას, შუღლს, დაზუთხვას, დამატებითი გაკვეთილების აუცილებლობას აიძულებენ და სასწავლო პროცესში ძალადობრივ მეთოდებს იყენებენ. საქართველოში სკოლების მთავარი პრობლემა – ავტორიტარიზმია. მოსწავლეს კლასში რა უნდა მოსთხოვოს მოძალადე პედაგოგმა? ” – მშობელი
“გაკვეთილი გამოვა კარგი, თუ, უპირველეს ყოვლისა, მოხდება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პოლუსების დაახლოება, იერარქიის დაძლევა, მაგრამ არა ურთიერთპატივისცემის გაქრობის ხარჯზე, პირიქით – მოსწავლე პედაგოგისგან იმხელა პროფესიონალიზმს, თავმდაბლობას და სიყვარულს უნდა გრძნობდეს, რომ ადამიანურობა გადამდები აღმოჩნდეს მოსწავლეზე. ხოლო, თუ რა არის პროფესიონალიზმი პედაგოგისგან, მოგახსენებთ, რომ პროფესიონალი პედაგოგი ქვია ისეთს, რომელიც, ისე წარმართავს გაკვეთილს, რომ მოახდენს პრობლემების წამოჭრას, რაც, უდაოდ გამოიწვევს მოსწავლეების ჩართულობას და, შესაბამისად, განავითარებს ანალიტიკურ აზროვნებასაც. საშუალო განათლების საბოლოო მიზანიც ხომ ეს უნდა იყოს – საზოგადოებას შემატოს საღად მოაზროვნე სუბიექტი, თუნდაც, მან აღარ გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში.”- პედაგოგი
პირველ რიგში გაკვეთილი უნდა იყოს კარგად დაგეგმილი,რომლის დროსაც მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი კომპონენტები: მიზანი,წინარე ცოდნა,აქტივობები-შესაბამისი გაკვეთილის მიზანთან,სასწავლო მეთოდები-შესაბამისი აქტივობასთან,სასწავლო რესურსები,აქტივობისთვის დრო,კლასის ორგანიზების ფორმები, მიღწეულიშედეგი და შეფასება. – პედაგოგი
თუკი ინტეგრირებულ გაკვეთილს თემაზე "აღმოჩენილი თუ გამოგონილი" ჩაატარებთ, მაშინ გაკვეთილზე ერთი ასეთი სიტუაციის წარმოდგენაც დაგეხმარებათ: რაღაცა მიზეზით ყველა ბიბლიოთეკა ერთდროულად განადგურდა, თქვენ კი საშუალება გაქვთ, გადაარჩინოთ ან დარვინის ან შექსპირის წიგნი. გაითვალისწინეთ, რომ, თუ თქვენ არ გადაარჩენთ, სამყარო მათ დაკარგავს. დასვით შეკითხვა, რომელ წიგნს გადაარჩენდნენ თქვენი მოსწავლეები. ალბათ ყველა შექსპირის წიგნს გადაარჩენდა იმის იმედად, რომ ადრე თუ გვიან ახალი „დარვინი" თავიდან აღმოაჩენდა აღმოსაჩენს, შექსპირივით კი სხვა ვერავინ დაწერდა (აი, ესეც მეორე მიზეზი, რატომ დავიწყე ეს წერილი იმის ახსნით, რომ ბიბლიოთეკების განახლებისას ყველაზე ადვილია, შეელიო სამეცნიერო ლიტერატურას). მაგრამ, თუკი ამგვარ სიტუაციას წარმოვიდგენთ, არც უსასრულო მაიმუნების თეორემა უნდა დაგვავიწყდეს: უსასრულო დროში უსასრულო რაოდენობის მაიმუნი რომ მივუშვათ კლავიატურასთან, რაღაც მომენტში ხელების კლავიატურაზე ბარტყუნი შედეგს გამოიღებს და რომელიმე მაიმუნი შემთხვევით შექსპირის სონეტს დაბეჭდავს. მაგრამ ამ თეორიის ალბათობა იმდენად მცირეა, რომ აჯობებს, მაინც შექსპირი გადავარჩინოთ და მაიმუნების იმედად არ დავრჩეთ.
გაკვეთილის მსვლელობისას შემდეგი შეკითხვები გამოგვადგება (შეკითხვების შედგენისას გამოვიყენე რიჩარდ ვან დე ლაგემაატის სახელმძღვანელო ცოდნის თეორიაში):
1.რა განსხვავებაა, როდესაც ვამბობთ, რომ რაღაც აღმოჩენილია და რაღაც - გამოგონილი? რაზე ვამბობთ, რომ აღმოჩენილია და რაზე ვამბობთ, რომ გამოგონილია? ამ კითხავზე პასუხის გაცემის დროს მოსწავლემ სასურველია, რომ გაიხსენოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. არქიმედე პირველი იყო, ვისაც ლეგენდა მიაწერს ამ სიტყვის (ევრიკა!) გამოყენებას სამეცნიერო აღმოჩენებთან. თუმცა აღმოჩენები ახასიათებს სოციალურ მეცნიერებებსაც. არ შეიძლება სიტყვა აღმოჩენასთან ერთად არქეოლოგიაც არ გაგვახსენდეს. რამდენიც არ უნდა ვიმტვრიოთ თავი, გამოვთქვათ ვარაუდები, რა და როგორ იყო უხსოვარ დროში, არქეოლოგია ჩვენს მოსაზრებებს ერთი ხელის მოსმით ან უკუაგდებს ან დაასაბუთებს. აღმოჩენები ხდება სხვა სოციალურ მეცნიერებებშიც. მაგ. ხშირად ვამბობთ, რომ ამერიკა აღმოაჩინა კოლუმბმა. აქ ერთი ასეთი შეკითხვაც შეიძლება დაისვას:
2.რამდენად განაპირობებს აღმოჩენა არსებობას? შეგვილია ვთქვათ, რომ ის, რაც არ აღმოგვიჩენია, არც არსებობს?
3.თუმცა რომეო და ჯულიეტა გამოგონილი პერსონაჟები არიან, რამდენად მართებულია იმის თქმა, რომ რომეოს ჯულიეტა უყვარდა და გაუმართლებელი იმის თქმა, რომ რომეოს ჯულიეტა სძულდა. რა მსგავსებაა გამოგონილ მხატვრულ პერსონაჟებსა და გამოგონილ მათემატიკურ ერთეულებს შორის და რა განსხვავებაა მათ შორის? აქვე შეგვიძლია იმაზეც ვისაუბროთ, რომ მათემატიკა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ის გამოგონილია, ყოველთვის ერთ სწორ პასუხს იძლევა. აღარაფერს ვამბობთ იმ შემთხვევაზე, თუკი ის აღმოჩენილია და მასაც, როგორც ყველა აღმოჩენას, უტყუარობის ნიშანი ადევს. მისგან განსხვავებით ლიტერატურასა და ხელოვნებაში ხშირად სხვადასხვა ახსნა და მოსაზრება გაისმის ერთსა და იმავე პერსონაჟზე და მათ ქმედებაზე. მაგალითად, რომეოს სიყვარული ჯულიეტას მიმართ ზოგისთვის ასაკის და ჰორმონების ბრალია, ანა კარენინას სიყვარულს ვრონსკის მიმართ ზოგი ვნებას უწოდებს, ტარიელის ტირილი ერთისთვის ყველაზე წმინდა სიყვარულის გამოვლინებაა, ხოლო სხვისთვის - გაუმართლებელი საქციელი. პოსტმოდერნისტი მკვლევარი თავის წიგნში ცარიელ ფურცელს დატოვებდა მკითხველის პასუხისთვის, რადგან არც ხელოვნებაში და არც ლიტერატურაში ერთი საბოლოო პასუხი არ არსებობს. მათემატიკაში კი ასეთი რამ წარმოუდგენელია: პასუხი ყოველთვის ერთია და ისიც ჭეშმარიტი, თუმცა ამ პასუხამდე მისვლის გზები შეიძლება განსხვავებული იყოს.
და ბოლოს წარმოგიდგენთ ინტეგრირებული გაკვეთილის „აღმოჩენილი თუ გამოგონილი" შესაძლო გეგმას, აქვე შევთანხმდეთ, რომ გეგმაში ნებისმიერი სახის ცვლილების შეტანა შეგიძლიათ, საგანთა კომბინაციაც მხოლოდ თქვენს გემოვნებაზე და არჩეული საგნის მასწავლებელთან თანამშრომლობის სურვილზეა დამოკიდებული:
საგანი
|
ძირითადი შეკითხვა
|
ლიტერატურა
|
თუკი ლიტერატურა გამოგონილია და მას არ აქვს საბოლოო პასუხები, რამდენად მიზანშეწონილია მისი შესწავლა?
|
ისტორია
|
რამდენად გამართლებულია რამის მტკიცება ისტორიაში, თუკი ის არქეოლოგიური აღმოჩენით არ დასტურდება?
|
მათემატიკა
|
უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო მათემატიკურ კვლევებს, თუკი ის გამოგონილია? რატომ უნდა ჩადოს სახელმწიფომ ფინანსები თეორიულ კვლევებში, როცა გარშემო ამდენი რეალური პრობლემა არსებობს?
|
სანუნებისმეტყველო მეცნიერებები ან გეოგრაფია
|
რამდენად ანიჭებს აღმოჩენილს აღმოჩენის მომენტი არსებობას?
|
საინფორმაციო ტექნოლოგია
|
როგორ იქცევა პრაქტიკულად „გამოგონილ" მათემატიკაზე დაფუძნებული საგნები?
|
No comments:
Post a Comment