მთავარი გვერდი

Tuesday, May 12, 2015

დავაჯილდოვოთ თუ არა ბავშვი?

მომხრე და საწინააღმდეგო არგუმენტები ჯილდოთი მოსწავლის წახალისებაზე

0
 მომხრე
  •             მოგეხსენებათ, მოსწავლის მიერ  სწავლაში ჩადებულ ძალისხმევას შედეგი მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ მოაქვს,  ამიტომ თუ მშობელი, ან სკოლა ზოგჯერ წაახალისებს  მას ჯილდოთი, ეს შეიძლება იყოს სტიმული, რომ არ დაკარგოს მონდომება.
  •             თუ მოსწავლე  სწავლობს რაიმე საგანს, ან აკათებს  მათემატიკურ სავარჯიშოებს   მხოლოდ იმისთვის, რომ მიიღოს რაიმე ჯილდო, ამაში ცუდი არაფერია.  ამ შემთხვევაშიც ის მეცადინეობას უთმობს უფრო მეტ დროს, ვიდრე ის გააკეთებდა სხვა შემთხვევაში.
  •             ზოგიერთი მოსწავლე ჯილდოს მოხსნის შემდეგაც ინარჩუნებს  იმ თვისებებს, რასაც ავლენდა ჯილდოთი წახალისებისას და აგრძელებს კარგად სწავლას.
  •              ფინანსური წახალისება შეიძლაბა გამოყენებულ იქნეს იმისთვის, რომ მოსწავლეს ვასწავლოთ ანგარიში.
საწინააღმდეგო
  •             ჯილდო ვერ გაგრძელდება მუდმივად და მოხსნის შემდეგ ზოგიერთ მოსწავლეს აღარ აქვს მიზეზი გააგრძელოს კარგად სწავლა.
  •             თუ ჯილდო არის ძალიან მომხიბვლელი  მოსწავლეს აღარ რჩება არჩევანი, ეს გარკვეულწილად არის მისი იძულება,  გააკეთოს ის რის მიმართაც შესაძლოა საერთოდ არ აქვს ინტერესი.
  •            ცუდად დაგეგმილი წახალისების სისტემა  ხელს არ უწყობს შემეცნებას.
  •             ზოგჯერ გარეგანი მოტივირება ამცირებს შინაგანს. კვლევების თანახმად, თუ მოსწავლე ჯილდოს იღებს მისთვის,  რისი კეთებაც ისედაც სიამოვნებს  ეს ამცირებს მის მოტივაციას, რომ მომავალში იგივე გააკეთოს ჯილდოს გარეშე.
  •            ასაკის მატებასთან ერთად მოსწავლეები  ნაკლებ ინტერესს ამჟღავნებენ  გარეგანი მოტივატორების მიმართ.

No comments:

Post a Comment