მთავარი გვერდი

Monday, February 1, 2016

როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ პროექტგაკვეთილი

მასწავლებლის პორტფოლიოს ერთ-ერთი კომპონენტი უნდა იყოს მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტგაკვეთილი, რომელსაც ეძღვნება წინამდებარე სტატია.
პროექტგაკვეთილი არის სწავლების განსაკუთრებული ფორმა, რომლის დროსაც მასწავლებლები და მოსწავლეები მიმართავენ ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას, მის დასამუშავებლად ადგენენ გეგმას, მონაწილეობენ ამ გეგმის შესრულებაში და წარმოადგენენ ერთ საერთო პროდუქტს.
პედაგოგიურ ლიტერატურაში პროექტგაკვეთილის სხვადასხვა სინონიმი გვხვდება: პროექტმეთოდი, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, სასწავლო პროექტი და სხვ.
პროექტგაკვეთილი როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალ ამოცანებს აყენებს, რომლებიც მას არსებითად განასხვავებს ტრადიციული გაკვეთილისგან.
პროექტით სწავლება გულისხმობს სასწავლო პროცესში სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვას. პროექტით სწავლებასთან ერთად იზრდება ორივე მხარის – როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის – კომპეტენციის მოპოვების პოტენციალი და შესაძლებლობები.
პროექტგაკვეთილი მასწავლებელს მისცემს შესაძლებლობას, როგორც სასწავლო პარტნიორმა, სრულად წარმოაჩინოს თავისი აღმზრდელობითი და პროფესიული კომპეტენცია.

No comments:

Post a Comment