1. გაკვეთილის თემა
|
რიცხვები 1-დან
20-მდე. 5-ის მიმატება
|
2. სწავლების საფეხური და
კლასი
|
სწავლების საფეხური–დაწყებითი კლასი I
|
3. საგანი , მასწავლებლების სახელი, გვარი
|
მათემატიკა
ლია თურმანაული
|
4. მოსწავლეთა რაოდენობა
|
6
|
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და
პროფილი
|
კლასში მოსწავლეთა ძირითადი ნაწილი სწავლობს კარგად და დამაკმაყოფილებლად. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე კლასში არ გვყავს. პროგრამას ჩამორჩენილია მხოლოდ ერთი მოსწავლე, რომელთანაც დიფერენცირებული კითხვებით
ვცდილობ ჩავრთო საგაკვეთილო
პროცესში.
|
6. გაკვეთილის სასწავლო მიზანი:
|
მოსწავლეებმა უნდა
შეძლონ:ბავშვებმა უნდა ისწავლონ 7+5, 8+5, 9+5 სახის გამოთვლების შესრულება ორი
ხერხით.
|
7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი /ინდიკატორები
|
მათ.1.3.აკავშირებს
თვლას, რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს და შეკრება-გამოკლების მოქმედებებს ერთმანეთთან.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
1.ახდენს შეკრება-გამოკლების
თვალსაჩინოდ დემონსტრირებას.
2.ზეპირად ანგარიშისას
იყენებს 1-ის ტოლი ბიჯით თვლას,ან სხვა ხერხს და მოდელის გამოყენებით ახდენს შეკრება-გამოკლებას.
3.ზეპირად ასრულებს
10-ის გავლითშეკრება-გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის თვალსაჩინოდ დემონსტრირებას.
|
8. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
|
აქტივობა
1.მისალმება,კლასის
მომზადება გაკვეთილისათვის
მეთოდი:ვიდეო-ლექცია,
აქტივობის მიზნებისა და კრიტერიუმების გაცნობა მათთვის გასაგები ენით.
დრო:3 წუთი
აქტივობა
2.
საშინაო
დავალების განხილვა. ერთი ან 2კონკრეტული ამოცანის განხილვა-განვრცობა
პრეზენტაციის სახით.
დრო-5
წუთი
აქტივობა
3.
რა ვისწავლეთ, რა
ვიცით.წინარე ცოდნის გამეორება. წინა და მომდევნო რიცხვები, 10-ის
შედგენილობა.შეკრება-გამოკლება 10-ის ფარგლებში.შევავსოთ ცხრილი.
დრო:7 წუთი
აქტივობა 4.ახალი მასალის ახსნა კონსტრუქტიული
მეთოდით.მოსწავლე თვითონ უნდა მიხვდეს, როგორ დაუმატოს რიცხვს 5. . ვაძლევ მაგალითს:7+5 ვთხოვ რიცხვით ღერძზე დაასახელოს
7-ის მომდევნო 5 ციფრი. შემდეგ მეორე ხერხით ამოვხსნით იმავე მაგალითს:რამდენი უნდა
დავუმატო7-ს, რომ ათი გახდეს? რამდენი დამრჩა მისამატებელი?სულ რამდენი დავუმატეთ?
რა მივიღეთ? იმავე ხერით დაფაზე ამოვხსნით რამოდენიმე მაგალითს:8+5=12
,9+5=14
11+5=16 6+5=11
ამოცანის ამოხსნა-განხილვა.(პრეზენტაცია)
დრო-10 წუთი
აქტივობა-5.ინდივიდუალური
დამოუკიდებელი სამუშაო.თითოეული მოსწავლეს ვურიგებ ინდივიდუალურ სამუშაო ფურცელს,სადაც
მუშაობს დამოუკიდებლად. გავიგებ, თუ რამდენად გაიგო თვითოეულმა მოსწავლემ ახალი მასალა.
დრო-5წთ
აქტივობა
6.
აქტივობა–
"სათამაშო მაღაზია" – მასწავლებელი დაურიგებს მოსწავლეებს სათამაშო ბანკნოტებს
(20 ლარამდე, სხვადასხვა ნომინალით). ირჩევენ – რა შეიძლება შეიძინონ, რამდენი დარჩებათ,...)
დრო-5წთ.
აქტივობა
7. გაკვეთილის შეფასება და ურთიერთშეფასება
„
დრო:3 წუთი
აქტივობა 8.
შეფასება:განმავითარებელი შეფასება.
მიზანი:მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, ძლიერი და სუსტი მხარეების გამოკვეთა
შემდგომი დახმარების მიზნით. დრო:2 წთ.
აქტივობა-9. საშინაო დავალების
მიცემა
დრო:1 წთ.
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს. დასკვნა: მასწავლებელი: მინდა გავაკეთო დასკვნები: რა ვიცოდით? რა არ ვიცოდით? რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებთ მიღებულ ცოდნას ცხოვრებაში? რა
შეგვძინა ახალი მეთოდით ჩატარებულმა გაკვეთილმა?
|
9. შეფასება
|
გაკვეთილის ბოლოს მოხდა
მოწავლეთა განმავითარებელი
შეფასება და თვითშეფასება.
|
10. საკლასო მენეჯმენტი
საგანმანათლებლო რესურსები
|
საკლასო- საერთო,
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო:“ მათემატიკა“ ვეფხვაძე-გოგიშვილი დაფა, ცარცი, მარკერის დაფა.რვეულები, კომპიუტერი, პროექტორი |
მასწავლებლის თვითშეფასება
პედაგოგი --ლია თურმანაული საგანი მათემატიკა
თემა 5--ს მიმატება კლასი მე-1
სამბალიანი სისტემით: “კარგი“-2 „დამაკმაყოფილებელი“-1 „არადამაკმაყოფილებელი“-0
1
|
რამდენად შეესაბამება სტრატეგია გაკვეთილის მიზანს
|
|||
2
|
რამდენად სწორად გავანაწილე დრო
|
|||
3
|
რამდენად უზრუნველვყოფ მოსწავლეთა დისციპლინას ,დაინტერესებას
და აქტივობას
|
|||
4
|
რამდენად
ვაკავშირებ ქართულის და მათემატიკის მასალას
ერთმანეთთან
|
|||
5
|
რამდენად გასაგებად ვაწვდის ახალ მასალას და როგორ
ვამოწმებ ათვისების ხარისხს
|
|||
7
|
რამდენად ვუწყობს ხელს დამოუკიდებელი მუშაობის უნარისა და კრიტიკული
აზროვნების განვითარებას
|
|||
8
|
რამდენად ვითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ
შესაძლებლობებს დავალების მიცემისას
|
|||
9
|
რამდენად გათვალისწინებულია დავალებებში მიღებული
ცოდნის რეალიზება
|
|||
10
|
რამდენად ვუწყობს ხელს მოსწავლეთა ლოგიკური აზროვნების
განვითარებას
|
|||
12
|
რამდენად მრავალფეროვანი და ადეკვატურიდ ვიყენებ მეთოდებს
|
|||
13
|
რამდენად ნაცნობია და გასაგები მოსწავლეთათვის შეფასების
სისტემა და კომპონენტები
|
No comments:
Post a Comment