შემოგთავაზებთ ძირითადად იმ რეკომენდაციებს , რომლითაც მასწავლებლები შეფასდებიან შეფასების სქემის მიხედვით.
სწავლის პროცესი უნდა დაიწყოს პრობლემის განხილვით. პრობლემა უნდა იყოს მოსწავლეებისთვის აქტუალური; პრობლემური ამოცანის შინაარსი მოსწავლეებში უნდა აღძრავდეს ინტერესს; პრობლემური სიტუაცია არ უნდა იყოს იმდენად რთული, რომ მოსწავლეებს უკარგავდეს მისი გადაჭრის სურვილს და არც ზედმეტად მარტივი; პრობლემები უნდა შეესაბამებოდეს რეალობას და იძლეოდეს ცოდნისა და გა- მოცდილების ინტეგრირების შესაძლებლობას; პრობლემა ფოკუსირებული უნდა იყოს ერთ საკითხზე (განსაკუთრებით, პირ- ველ ეტაპზე), რათა თავიდან ავიცილოთ ქაოტურობა; პრობლემა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეებს თავისუფლად გამოხატონ საკუთა- რი აზრი; მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საკმარისი დრო იმისათვის, რომ შეძლონ პრობლე- მის გადაჭრისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისი სტრატეგი- ების შერჩევა; უნდა წახალისდეს მოსწავლეების შემოქმედებითი მიდგომა; უნდა შეიქმნას კომფორტული, თავისუფალი და უსაფრთხო გარემო, სადაც მოს- წავლეებს არ ეშინიათ შეცდომის დაშვების; უნდა დაისვას ისეთი შეკითხვები, რომლებიც მოსწავლისაგან მოითხოვს დასა- ბუთებას და მტკიცებულებების მოყვანას, უბიძგებს კრიტიკული აზროვნებისაკენ; უნდა წახალისდეს თანამშრომლობითი სწავლება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის აზრთა ურთიერთგაცვლას და სხვისი მოსაზრებების გათვა- ლისწინებას;
დაბოლოს, თუკი მოსწავლეები შეფერხდებიან: იდეების გენერირების ეტაპზე მასწავლებელმა მათ უნდა შესთავაზოს გონებ- რივი იერიშის მეთოდი, რომელიც მოსწავლეებს უბიძგებს მრავალი საინტე- რესო იდეის ჩამოყალიბებისაკენ; მასწავლებელმა უნდა ამოაცნობინოს პრობლემაში უკვე ნაცნობი და მათ მიერ მოგვარებული სიტუაცია, ანალოგიური პრობლემები, რომლებიც მათ უკვე შეხვედრიათ და გადაუჭრიათ. ისევე, როგორც ინტეგრირებული გაკვეთილის შემთხვევაში, მასწავლებელმა პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვისას შეიძლება აღმოაჩინოს, რომ 45 წუთი არ არის საკმარისი მიზნის მისაღწევად. ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს ცხრილში გაკვეთილების გადანაცვლება. შეწყვილებული გაკვეთილი საშუ- ალებას მისცემს მოსწავლეებს, უფრო ჩაუღრმავდნენ პრობლემას და იფიქრონ მისი გადაჭრის გზებზე.
წყარო: მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. ნაწილი II
No comments:
Post a Comment