მთავარი გვერდი

Wednesday, November 25, 2015

სწავლების ინტერაქტიული მეთოდები- დებრიფინგი, ქეის ტექნოლოგია

მასწავლებლის საქმიანობა და მოსწავლეთა ატრიბუციები. 

მასწავლებლის საქმიანობა და მოსწავლეთა ატრიბუციები. როგორ საზღვრავენ მოსწავლეები წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებს? ნუ დაგვავიწყდება, რომ ადამიანი სხვისი წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზთა ატრიბუციასაც ახდენს. როდესაც მასწავლებელს მიაჩნია, რომ მოსწავლის წარუმატებლობის მიზეზი მოსწავლის კონტროლს არ ექვემდებარება, ის კეთილგანწყობილია მის მიმართ და არ სჯის. თუ წარუმატებლობა მიეწერება კონტროლირებად ფაქტორს, როგორიცაა, მაგალითად, არასათანადო ძალისხმევა, მასწავლებელი ღიზიანდება და ბრაზდება, მოსალოდნელია, უსაყვედუროს კიდეც მოსწავლეს. ეს ტენდენციები, როგორც ჩანს, ყველა დროსა და კულტურაში მდგრადია.
როგორ აღიქვამენ მოსწავლეები მასწავლებლის ამ რეაქციებს? სანდრა გრეჰემი ამ კითხვაზე რამდენიმე საკვირველ პასუხს იძლევა. ნათელია, რომ თუ მასწავლებელს ეცოდება მოსწავლე, რომელსაც შეცდომა მოსდის, შეაქებს მას „მონდომებისთვის", დაეხმარება და იზრუნებს მასზე. როცა მოსწავლე მისგან ამას არ ითხოვს, თავის წარუმატებლობას, სავარაუდოდ, არაკონტროლირებად მიზეზს მიაწერს. ჩვეულებრივ, ეს მიზეზი მისთვის უნარის ნაკლებობაა. მაგალითად, გრეჰემმა და ბარკერმა სთხოვეს სხვადასხვა ასაკის ცდისპირებს, შეეფასებინათ იმ ორი ბიჭის უნარები და ძალისხმევა, რომლებსაც მათ ეკრანზე აჩვენებდნენ. კადრები ასეთი იყო: მასწავლებელი დადიოდა კლასში, ვიდრე მოსწავლეები მუშაობდნენ. ის ჩერდებოდა ორ ბიჭთან, აკვირდებოდა მათ მუშაობას. პირველს არაფერს ეუბნებოდა, მეორეს კი სთავაზობდა: „მოდი მიგანიშნებ – არ დაგავიწყდეს ათიანის გადატანა". ამ ბიჭს მისთვის დახმარება არ უთხოვია და არც ეტყობოდა, რომ დავალების შესრულება უჭირდა. ყოველი ასაკობრივი ჯგუფის ცდისპირებმა, ყველაზე პატარებმაც კი, ისე აღიქვეს ეს სიტუაცია, თითქოს ამ ბიჭს ნაკლები შეეძლო. მასწავლებლის ქცევაში მათ შემდეგი მესიჯი ამოკითხეს: „საწყალო ბავშვო, შენ არ შეგიძლია ამის გაკეთება, მოდი, დაგეხმარები".
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მასწავლებელი მუდამ კრიტიკული უნდა იყოს და არ დაეხმაროს მოსწავლეებს? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ ეს მოწმობს, რომ „ქება როგორც ნუგეში" მარცხის გამო ან ზედმეტი მზრუნველობა სხვაგვარად შეიძლება იქნეს აღქმული. გრეჰემი ვარაუდობს, რომ მოსწავლეები შესაძლოა მასწავლებელთა სიბრალულის მსხვერპლად იქცნენ. იმ რეალური პრობლემების შემყურე მასწავლებელმა, რომლებსაც მოსწავლეები აწყდებიან, შესაძლოა „შეამსუბუქოს" მოთხოვნები, რომ მოსწავლეებმა „წარმატებას მიაღწიონ", მაგრამ ამ სიბრალულს, ქებას, დახმარებას შესაძლოა ასეთი ქვეტექსტი ჰქონდეს: „შენ არ შეგწევს უნარი, თავი გაართვა ამ სირთულეს, ასე რომ, მე გადავხედავ შენს შედეგებს". გრეჰემი ამბობს: „ყველაზე მართებული იქნება, ვკითხოთ მოსწავლეებს, ხომ არ ხდებიან წარუმატებლობის შემთხვევაში მასწავლებელთა კეთილგანწყობილი უკუკავშირის სამიზნე და, ამდენად, მცირე შესაძლებლობებზე გადაკრული სიტყვების ადრესატები". ასეთი მოწყალე უკუკავშირი, თუნდაც კეთილი განზრახვით ნათქვამი, შესაძლოა დიდ ხიფათს შეიცავდეს.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, თუ მოსწავლეს არ სჭირდება დახმარება და არ ითხოვს ამას, ზედმეტი მზრუნველობა შემთხვევაში შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. არათუ სხვების აღქმაში, მის ფსიქიკაშიც შემდეგი შინაარსის ჯაჭვი ყალიბდება: „მგონია, რომ შემიძლია ამის გაკეთება - დახმარებას არ ვითხოვ, მაგრამ მასწავლებელი მოდის და მეხმარება. გამოდის, რომ არ შემძლებია". დიდია ალბათობა, ამგვარმა აზრებმა მოსწავლის თვითშეფასებასა და თვითაღქმაზე უარყოფითად იმოქმედოს.

Monday, November 23, 2015

დღეს გიორგობაა -გილოცავთ....

დღეს გიორგობაა - გილოცავთ...

2015 წელი, 23 ნოემბერი

    ყოველი ერი გასაკუთრებულ პატივს მიაგებს რომელიმე წმიდანს, ყოველ ერს ჰყავს თავისი განსაკუთრებული ზეციური მფარველი, რომელიც ლოცულობს ერისთვის და იფარავს განსაცდელთაგან.

    წმიდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი. ისტორიიდან ცნობილია, რომ წმიდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშქარში.

    საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმიდა გიორგის სახელის მიხედვით „გეორგიას“ ეძახიან, ჩვენთან ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმიდა გიორგის სახელზეა აგებული. „არა არიან ბორცვნი და მაღალნი გორაკნი, რომელსა ზედა არა იყოს შჱნნი ეკლესიანი წმიდისა გიორგისანი“, - წერს ვახუშტი ბატონიშვილი.

    საქართველოს მეფეების, ბაგრატიონების გერბზე წმიდა გიორგი გამოსახულია, როგორც გველეშაპის შემმუსვრელი. წინათ დიდმოწამის ხატი ქართული ლაშქრის დროშებზე აბრეშუმით იყო ამოქარგული. ბრძოლის დროს რუსთავის ეპისკოპოსს დროშა ეჭირა, მღვდლებს კი - ხატები. არცთუ იშვიათად წმიდა გიორგის გამოსახულება მეომართა ფარებზე იყო ამოტვიფრული.

    საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმიდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებული წმიდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული.

    10(23) ნოემბერს აღინიშნება წმიდანის ბორბალზე წამების დღე, რომელიც, გადმოცემით, წმიდა ნინოს დაუდგენია დღესასწაულად. ცნობილია, რომ წმიდა ნინო ნათესავი იყო წმიდა გიორგისა, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული.

    „მეფე უგუნური (დიოკლეტიანე) ესწრაფოდა სიკვდილსა შენსა“, - ვკითხულობთ წმიდა გიორგის დაუჯდომელ ლოცვაში, - „ჭირთა დამთმენელო გიორგი, და ვითარცა მგელსა მშიერსა, სწყუროდა სისხლი შენი, ამისთჳსცა ბრძანა ურმის თვალსა ზედა წამებაჲ და საშინელთა სატანჯველთა მიცემაჲ შენი, ხოლო შენ, უფლისა მიერ ყოველივეს დამთმენელი, სასოებით მტკიცედ ჴმობდი ღმერთსა, ალილუია“.

    წმიდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისაგან დახსნისათვის.

    ღმრთის განგებით ქართველი ერი უშუალო მფარველობისათვის ჩაბარდა წმიდა გიორგის, ამიტომაც წმიდა გიორგის დაუჯდომლის იკოსს დაემატა მუხლი: „გიხაროდენ უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისა და მფარველო ჩვენი ეკლესიისაო“.

„წმიდა გიორგი არის სიმბოლო გამარჯვებისა, საქართველოს ძლევამოსილი გამარჯვებისა. აი, ჩვენს წინაშე არის ორი პიროვნება - წმიდა გიორგი და იმპერატორი დიოკლეტიანე, სიმბოლო სიკეთისა და ბოროტებისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის ყოველთვის იყო და იქნება, ვიდრე დედამიწა იარსებებს. ამიტომ ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს, ერს, ქვეყანას ამ ბრძოლის დროს შეეწევა, ღვთის ძალა და მადლია. თქვენ გახსოვთ, წმიდა გიორგი სისხლით რომ იცლებოდა, მოესმა ხმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ“. დღეს ჩვენც გვესმის, სრულიად საქართველოს ესმის ეს ხმა უფლისა: „საქართველო, ნუ გეშინინ, მე შენთანა ვარ!“ ჩვენთან არს ღმერთი და ვერავითარი მტერი ვერ სძლევს საქართველოს, რადგან ჩვენი მფარველი არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა - განგებითა ღვთისათა პატრონი საქართველოსი, დიდი დიასახლისი ჩვენი ქვეყნისა. ჩვენი მფარველნი არიან წმიდა ნინო, წმიდა გიორგი, წმიდა ნიკოლოზი და მრავალი ის წმიდანი, მოწამე, ღირსი მამა, მღვდელმთავარი, რომელიც ადიდებდა ღმერთს და თავისი ცხოვრებით მოიხვეჭა მადლი უფლისა. და აი, ამ წმიდათა მოწამეთა და ღირსთა მამათა, მღვდელმთავართა და ყოველთა წმიდათა ლოცვით, ვერავითარი მტერი ვერ სძლევს საქართველოს.“

    უწმიდესი და უნეტარესი,
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
    გიორგობა

Friday, November 20, 2015

თემატურ –კალენდარული გეგმა საგანი - მათემატიკა კლასი - I

საჩხერის   რაიონის  სოფ. ქორეთის  საჯარო სკოლა


თემატურ –კალენდარული გეგმა

საგანი - მათემატიკა
კლასი - I
მასწავლებელი - ლია თურმანაული



სკოლის დირექტორი:                                 /მ. სივსივაძე/

2015-2016 სასწავლო წელი


#
გაკვეთილების თემატიკა
სთ-ების რ-ობა
ჩატარებ დრო
რესურსები
გაკვეთილების ტიპი, აქტივობები
მიზნები და ამოცანები
მოსალოდნელი შედეგები
შეფასება
1
რამდენია? დავთვალოთ
2
16.09.13
17.09.13
სხვადასხვა სახის საგნები, იოლად გადასათვლელი (ჩხირები, კუბიკები)
თამაში „დავითვალოთ“
ამ აქტივობებით საკმაოდ კარგ წარმოდგენას შევიქმნით მოსწავლეთა თვლის უნარზე
მოსწავლეთა გაცნობა, ყოველი მათგანის მიერ საგნების თვლის უნარზე პედაგოგის აზრის შემუშავება. საგნების თვლის შესრულების ჩვევების განმტკიცება. მოსწავლეთა ჩართვა ერთობლივ განხილვაში კითხვაზე რამდენია? - პასუხის გასაცემად საჭირო ქმედებების ჩატარების უნარის გამომუშავება
დიაგნოს-ტიკური 

მასალა
მეტყველება



მსჯელობა
2
რამდენია?
2
18.09.13
20.09.13
სახელმძღვანელო, რვეული, ჩხირები, კუბურები, ფანქრები
თვლა შეიძლება ვაწარმოოთ ნებისმიერი მიმდევრობით და დავიცვათ წესები



თვლის პროცესის ჩვევის გამომუშავება
1.2.     1.4
მეტყველება
3
იმდენივე, მეტი, ნაკლები 
2
23.09.13
24.09.13
სახელმძღვანელო, რვეულები, კუბურები, ჩხირები
კლასიფიკაცია
ჯგუფური მუშაობა

მიმართებების - იმდენივე, მეტი, ნაკლები - არსის ახსნა, სიმრავლეთა ელემენტების ოდენობათა შედარების უნარის განვითარება
1.2.     1.4
აზრის წერილობით გადმოცემა
4
ზემოთ, ქვემოთ, მარცხნივ, მარჯვნივ
2
25.09.13
27.09.13
სახელმძღვანელო, რვეული, საათი
წიგნზე მუშაობა, ამასთანავე რიცხვების გამოწერა
ობიექტთა ადგილმდებარეობის სწორი მითითების ადექვატურად საგნების აღქმისა და განლაგების უნარის განვითარება
1.7.
მსჯელობა, ჯგუფური მუშაობა
5
მეტია, ნაკლებია, რამდენით?
2
30.09.13
1.10.13

სახელმძღვანელო, რვეული
წიგნზე მუშაობა
საგნების ორი ჯგუფის ელემენტების ოდენობათა შედარების უნარის გან-ბა
1.4.
მსჯელობა, დავეხმაროთ ერთმანეთს
6
ერთი. ერთზე მეტი
2
2.10.13
4.10.13
სახელმძღვანელო, რვეული, თვალსაჩინოება
წიგნზე მუშაობა, შესძლონ განასხვავონ მეტი, ნაკლებია, ტოლია.
ვაცნობთ მოსწავლეებს 1-ის ჩაწერის წესს, ციფრს, რომლითაც გამოისახება -1; ვიწყებთ ციფრი 1-ის წერის ჩვევებზე მუშაობას, საგნების სიმრავლიდან ერთი საგნის გამოყოფის უნარის გამომუშავებას
1.1.
მსჯელობა, მეტყველება
7
1,2
2
7.10.13
8.10.13
სახელმძღვანელო, რვეული,ერთლარიანი და ორლარიანი მონეტები
რიცხვთა შედარება, იცოდნენ რომელლია წინა და მომდევნო რიცხვები
რიცხვების 1-ისა და 2-ის გაცნობა, გამოყენება, ჩაწერა; საგნების რაოდენობასთან, რიგთან რიცხვის სწორი შესაბამისობის უნარის გან-ბა.




1.1.
მსჯელობა წერა
8
რიცხვები 1, 2, 3
2
9.10.13
11.10.13
სახელმძღვანელო, რვეული, ჩხირები, კუბურები
გროვები
ბევრი-ცოტა
ნატურალური რიცხვების  გამოცნობა, მათი წარმოდგენა ციფრებით. ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებების შესახებ ცნებების ფორმირება. „-“, „=“ ნიშნების გამოყენება.
1.1.  1.2
მეტყველება წერა
9
დავუმატოთ, გამოვაკლოთ
3
15.10.13
16.10.13
18.10.13

სახელმძღვანელო, რვეული
წიგნზე მუშაობა

რიცხვების შეკრებისა და გამოკლებისა ოპერაციების სწავლება, შესაბამისი ნიშნების სწორად გამოყენების უნარის გან-ბა.
1.3.
მსჯელობა, პრაქტიკული სამუშაო
10
სამკუთხედი
2
21.10.13
22.10.13
სახელმძღვანელო, რვეული
წიგნზე მუშაობა, გვერდები, კუთხეები, წვერო

სამკუთხედის ამოცნობის უნარის გან-ბა, სამკუთხედის ძირითადი ელემენტების ჩამოთვლა, მითითება
1.3.
მსჯელობა განსაზღვრულ საკითხზე
11
1, 2, 3, 4
2
23.10.13
25.10.13
სახელმძღვანელო, რვეული, კუბურები
წყვილი რიცხვები

რიცხვი 4-ის გაცნობა. 4-ის შედარება მის წინა რიცხვებთან. 4-ის ჩაწერის წესის ფორმირება
1.1.
მეტყველება წერა
12
დავუმატოთ, გამოვაკლოთ
2
28.10.13
29.10.13
სახელმძღვანელო, რვეული, კუბურები, სამკუთხედები
კლასიფიკაცია ჯგუფური მუშაობა
შეკრება-გამოკლების ოპერაციების შესრულების უნარის გან-ბა, სხვადასხვა ხერხის გამოყენებით ამ მოქმედებათა ურთიერთ შებრუნებულობის დემონსტრირება.
1.3.
მსჯელობა, აზრის დაფიქსირება
13
ოთხკუთხედი, წრე
2
30.10.13
1.11.13

სახელმძღვანელო, რვეული, გეომეტრიული ფიგურები (შესწავლილი)
არსებული ფორმების განსხვავება, მსგავსება
გავაცნოთ მოსწავლეებს ოთხკუთხედი და წრე. გამოვუმუშაოთ გეომეტრიული ფიგურების ამოცნობის ჩვევები

მსჯელობა, ჯგუფური მუშაობა
14
1, 2, 3, 4, 5.
2
4.11.13
5.11.13
სახელმძღვანელო, რვეული, კუბურები
რიცხვების მზარდობის მიხედვით დალაგება
ვეცნობით რიცხვს - ხუთს, რაოდენობითი რიცხვითი სისტემის გამოყენების უნარის გამომუშავების ფარგლებში, 5-ის შედარება წინა რიცხვებთან
1.2
მეტყველება
წერა
15
ხუთკუთხედი
2
6.11.13
8.11.13
სახელმძღვანელო, რვეული, გეომეტრიული ფიგურები
განსხვავება და მსგავსება ფიგურებს შორის
ხუთკუთხედის გამოსახვისა და ამოცნობის უნარის განვითარება
1.6
მსჯელობა,
16
ვიყენებთ მათემატიკურ ნიშნებს >, <, =
2
11.11.13
12.11.13
სახელმძღვანელო, რვეული, კუბურები, დაფა
დასახელებულ რიცხვებს შორის ჩაწერონ, მეტია, ნაკლებია, ტოლია.
უტოლობისა და ტოლობის ნიშნების გამოყენების უნარის გამომუშავება
1.2.  1.4.
მსჯელობა, ინდივიდუალური სამუშაო
17
მრავალკუთხედები
2
13.11.13
15.11.13
სახელმძღვანელო, რვეული, გეომეტრიული ფიგურები
თამაში „დავთვალოთ“, ამ თამაშით განვამტკიცოთ თვლის უნარი
გეომეტრიულ ფიგურათა ამოცნობის, დახასიაათებისა და ელემენტარული წარმოდგენების უნარის გამომუშავება გეომეტრიულ ფიგურათა კლასიფიკაცია, მრავალკუთხედების შედარება
1.6
მსჯელობა, მეტყველება
18
დავუმატოთ, გამოვაკლოთ
3
18.11.13
19.11.13
20.11.13
სახელმძღვანელო, რვეული, კუბურები
უკუთვლით თვლა, აღნიშვნა რა მოსდის რიცხვებს
5-ის ფარგლებში შეკრება, გამოკლება. მარტივი ამოცანების ამოხსნა
1.3
მსჯელობა, ჯგუფური აქტივობები
19
1, 2, 3, 4, 5, 6, 7
3
22.11.13
25.11.13
26.11.13
სახელმძღვანელო, რვეული, ჩხირები, კუბურები
შესძლონ აღნიშნონ როგორი რიცხვია 1, 3, 5, 7
1-დან 7-მდე რიცხვების ჩაწერა. ამ რიცხვების რაოდენობითი და რიგობითი ასპექტების გააზრება. 7-მდე რიცხვების შეკრება. ურთიერთშებრუნებული მოქმედებათა შესრულება. ამოცანების ამოხსნა
1.1.  1.2.
მსჯელობა, წერა
20
1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9
3
27.11.13
29.11.13
2.12.13
სახელმძღვანელო, რვეული, ჩხირები, კუბურები, დაფა
მსჯელობით ამოცანის შედგენა, დასბუთება
8-ის და 9-ის გაცნობა, ამ რიცხვების გამოსახვის უნარის გამომუშავება. 9-ის ფარგლებში მიმატება, გამოკლება. ამოცანების ამოხსნა
1.1.  1.3.
მსჯელობა, მეტყველება, წერა
21
წინა რიცხვები, მომდევნო რიცხვები
2
3.12.13
4.12.13
სახელმძღვანელო, რვეული, დაფა, ცარცი
კლასიფიკაცია, ჯგუფური მუშაობა
მოცემული რიცხვის წინასა და მომდევნოს დასახელება, წინ და უკან თვლის ჩვევების დაუფლება. რიგობითი ასპექტის უკეთ გააზრება
1.2.
ჯგუფური მსჯელობა, წერა
22
შევადაროთ მიმდევრობები
2
6.12.13
9.12.13
სახელმძღვანელო, რვეული, კუბურები, სხვადასხვა ფიგურები
რა ვიცით და რა არა
ერთნაირი ობიექტებით წარმოდგენილი ორი მიმდევრობის შედარება. მიმდევრობათა შედგენის წესის აღმოჩენის, ჰიპოთეზის გამოთქმის, მისი ახსნის უნარის განბა.
1.5
მსჯელობა,
ჯგუფური მუშაობა
23
შევაფასოთ მიმდევრობები
3
10.12.13
11.12.13
13.12.13
სახელმძღვანელო, რვეული, სხვადასხვა ფიგურები
აქტიური ლექცია
მიმდევრობის მოცემული ფრაგმენტის მიხედვით შედგენილი წესისაღმოჩენა და ამ წესის მიხედვით ღია პოზიციის შევსების უნარის განვითარება. 
1.5
მეტყველება
მსჯელობა,  წერა
24
გაიზარდა თუ შემცირდა?
2
16.12.13
17.12.13
სახელმძღვანელო, რვეული, კუბურები
პრაქტიკული სამუშაო
საგანთა რაოდენობის გაზრდის ან შემცირების შემთხვევები რიცხვებზე მოქმედებებთან
1.3
მსჯელობა, დაფასთან მუშაობა
25
1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
2
18.12.13
20.12.13
23.12.13
სახელმძღვანელო, რვეული, ჩხირები
სამუშაო არეული თანმიმდევრობა
რიცხვი 10-ის რიგობით და რაოდენობითი ასპექტების გააზრება, მისი ჩაწერის წესის გაცნობა, რიცხვების შედარების ანმტკიცება. მომდევნო და წინა რიცხვების დასახელების უნარის განმტკიცება. 1-ისა და 2-ის მიმატება-გამოკლება
1.1.  1.3.
გააზრება, მეტყველება
მსჯელობა,  წერა
26
ნულის თვისებები
2
20.01.14
21.01.14
სახელმძღვანელო, რვეული, ჩხირები
სადემონსტრაციო პლაკატები
ნულის, როგორც შეკრების ნეიტრალური ელემენტის გააზრება. ნულის თვისებები
1.2.  1.3.
მსჯელობა,  დისკუსია
27
შესაკრებები, ჯამი
2
22.01.14
23.01.14
სახელმძღვანელო, რვეული
აქტიური ლექცია
შეკრების კომპონენტების სახელების (შესაკრებები, ჯამი) გაცნობა -1-ის, 2-ის მიმატების უნარის განვითარ. და გამოყენება. ამოცანების ამოხსნა
1.3
მსჯელობა, დასაბუთება
28
გამოვაკლოთ 1,
გამოვაკლოთ 2.
2
24.01.14
27.01.14
წიგნი, რვეული, კუბურები, ჩხირები
გაკვეთილი - პროექტი
მათმატიკური ტოლობების წესისთვის უნარის გამომუშავება, -1-ის, 2-ის გამოკლების ჩვევების განვითარება

1.3.
მსჯელობა, დასაბუთება
29
ამოვხსნათ ამოცანები.
თამაში „ვინ იქნება პირველი“
4
28.01.14
29.01.14
30.01.14
31.01.14
სახელმძღვანელო, რვეული
კომბინირებული გონებრივი იერიში
ამოცანების შემადგენელი ნაწილების გამოყოფა
1.3    1.4
1.6   1.2
მსჯელობა, წყვილებში მუშაობა
30
მივუმატოთ  3
გამოვაკლოთ  3
2
3.02.14
4.02.14
სახელმძღვანელო, რვეული, ჩხირები
დავუმატოთ ერთმანეთს
შეკრებისა და გამოკლების სხვადასხვა ასპექტის გააზრება (რიგობითი, რაოდენობითი)3-ის მიმატების, 3-ის მიმატების, 3-ის გამოკლების. სხვადასხვა ხერხის გამოყენება.
ამოცანების ამოხსნა

1.2    1.3
დაფიქრება, გააზრება, მსჯელობა,  წერა
31
დამატებითი ამოცანები
2
5.02.14
6.02.14
სახელმძღვანელო, რვეული
შემაჯამებელ განმავითარებელი მუშაობა
გავლილი მასალის გამეორება. ცოდნისა და ამოცანების ამოხსნის ჩვევების განმტკიცება

1.1.  1.3.
1.2.1.4
გააზრებულად მსჯელობა 
32
მივუმატოთ  4
გამოვაკლოთ  4
3
7.02.14
10.02.14
11.02.14
რვეული
სახელმძღვანელო, კუბურები
რიცხვთა შედარება ამოცნობა
4-ის მიმატების, 4-ის გამოკლების. სხვადასხვა ხერხით ჩატარების ათვისება და გამოყენება ამოცანების ამოხსნისას
1.3
მსჯელობა,  წერა
33
რამდენითაა მეტი?
რამდენითაა ნაკლები?
3
12.02.14
13.02.14
14.02.14
სახელმძღვანელო, რვეული, ჩხირები, თვალსაჩინოება
წყვილი და კენტი რიცხვები
შეკრებისა და გამოკლების თვალსაჩინოთ დემონსტრირება, თემასთან დაკავშირება. მოქმედებებთან რიცხვებს შორის დამოკიდებულების აღწერის განმტკიცება-გამოყენება.
ამოცანების ამოხსნა
1.3
გააზრებული მსჯელობა 
34
შეკრების თვისებები
2
17.02.14
18.02.14
ჩხირები
რვეული,
სახელმძღვანელო
რიცხვთა ზრდადობის მიხედვით დალაგება
რიცხვების მიმატების სხვადასხვა წესის გაცნობა 10-ის ფარგლებში. შეკრების თვისებების გამოყენებით „დიდი“  რიცხვების მიმატებაზე
1.3
გააზრებული მსჯელობა 
წერა
35
გამოკლების თვისებები
2
19.02.14
20.02.14
სახელმძღვანელო, რვეული, კუბურები
რიცხვთა შედარება, წინა და მომდევნო რიცხვები
შეკრებისა და გამოკლების შებრუნებულობის თვისების გამოყენებით გამოკლების ოპერაციის ჩატარების უნარის პოვნა. სხვადასხვა ხერხის გამოყენება

1.3
მსჯელობა 
წერა
36
ათეული
3
21.02.14
24.02.14
25.02.14
სახელმძღვანელო,  კუბურები,  რვეული, ჩხირები, თვალსაჩინოება
გროვები
ბევრი-ცოტა
თვლის ახალი ერთეული-ათეულის გაცნობა. მეორე ათეულის რიცხვების შედგენის წესის გააზრება - 1 ათეულისა და რამდენიმე ერთეულისაგან რიცხვის შედგენა
1.1   1.2
კომენტარები
წერა
37
რიცხვები 11-დან 20-მდე
2
26.02.14
27.02.14
სახელმძღვანელო,  კუბურები,  რვეული, ჩხირები, თვალსაჩინოება
უნარ-ჩვევები
მეორე ათეულის რიცხვების ჩაწერის გაცნობა-გაზრება ათეულებისა და ერთეულების თანრიგების ციფრების თანმიმდევრობის გაგება
1.2   1.1
მსჯელობა 
წერა
38
ამოვხსნათ ამოცანები

3
28.02.14
4.03.14
5.03.14
სახელმძღვანელო, რვეული

მასალის მოსმენა
გაგება-გააზრება
ცოდნის განმტკიცება
შესწავლილის კეთება-გამეორება. ცოდნის განმტკიცება-გაღრმავება
1.3. 1.4.
გააზრებული მსჯელობა 

39
შევავსოთ მოცემულ რაოდენობამდე

2
6.03.14
7.03.14
სახელმძღვანელო, რვეული, ფანქრები, ჩხირები

მარტივი ინფორმაციების გამეორება
მოცემული საგნების ერთობლიობის მითითებულ რაოდენობამდე შესავსებად საჭირო დამატებითი რაოდენობის პოვნის უნარის გამომუშავება
1.1.
მსჯელობა 
თვითშეფასება
40
სხვადასხვა რცხვების გამოყენება

2
10.03.14
11.03.14
სახელმძღვანელო, რვეული, გეომეტრიული ფიგურები


თვლა და რიცხვების შედარება-რაოდენობები
სხვადასხვა რიცხვების გამოყენების გააზრება და საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობაში მითითებული საგნის რიგის განსაზღვრა
1.2
მეტყველება მსჯელობა 

41
მივუმატოთ  1, 2,  ან 3

2
12.03.14
13.03.14
სახელმძღვანელო, რვეული,  ჩხირები, თვალსაჩინოება
რიცხვთა შედარება
წინა და მომდევნო რიცხვები
მოქმედების სხვადასხვა ხერხით ზეპირად შესრულების უნარი - ერთის ბიჯით თვლის გამოყენება, ან 10-ის „გავლით“ შეკრება
1.3
მსჯელობა
კომენტარი
42
მივუმატოთ  4

2
14.03.14
17.03.14
სახელმძღვანელო, რვეული,  თვალსაჩინოება
მეცადინეობის ფორმები
4-ის მიმატების შესრულება,
 1-ის ბიჯით თვლის გამოყენება, ან 10-ის შევსების გამოყენებით
1.3
მსჯელობა

43
მივუმატოთ  5

2
18.03.14
19.03.14
სახელმძღვანელო, რვეული,  ჩხირები,
სწავლების მეთოდები
5-ის მიმატება,
 1-ის ბიჯით თვლის გამოყენება, ან 10-ის „გავლით“ შკრების  გამოყენებით
1.3
მსჯელობა
მეტყველება
44

მივუმატოთ  6

2
20.03.14
21.03.14
სახელმძღვანელო, რვეული,  ჩხირები,
გაკვეთილი-პროექტი
რიცხვის მიმატების სხვადასხვა ხერხის გამოყენების უნარის გამომუშავება,  1-ის ბიჯით თვლის გამოყენება, 6-ის მიმატების ზეპირი შესრულება
1.3
მსჯელობა
მეტყველება
45
მივუმატოთ  7

2
24.03.14
25.03.14
სახელმძღვანელო, რვეული 
ჯგუფური მუშაობები
7-ის მიმატების სხვადასხვა ხერხის გამოყენების უნარი,
1-ის ბიჯით თვლა, 10-ის „გავლით“ შეკრება, შეკრების გადანაცვლებადობის თვისებების გამოყენება
1.3
მსჯელობა
დასბუთება
46
მივუმატოთ  8
მივუმატოთ  9

2
26.03.14
27.03.14
სახელმძღვანელო, რვეული,  ჩხირები, თვალსაჩინოება
განმავითარებელი კომპონენტები
1-ის ბიჯით თვლის გამოყენება, 8-ის და 9-ის მიმატებისას, შეკრების თვისებების უნარის გან-ბა. შეკრება 10-ის „გავლით“
1.3
მსჯელობა
დასბუთება
47
ვასახელებთ და გამოვსახავთ გეომეტრიულ ფიგურებს
2
28.03.14
31.03.14
სახელმძღვანელო, რვეული,  გეომეტრიული ფიგურები
განმავითარებელი სამუშაოები
გეომეტრიული ფიგურების ამოცნობისა და კლასიფიკაციის უნარის გან-ბა. გეომეტრიული წარმოდგენების გან-ბა.
1.6.   1.7.
მსჯელობა
მეტყველება
48
გამოვაკლოთ 11-ს
გამოვაკლოთ 12-ს
2
1.04.14
2.04.14
სახელმძღვანელო, რვეული,  ჩხირები
პრაქტიკული სამუშაო
20-ის ფარგლებში სხვადასხვა ხერხის გამოყენებით რიცხვების გამოკლება, რიცხვითი წრფის გამოყენებით, უკან თვლის საშუალებით
1.3
გააზრება
დასაბუთება
49
ვიპოვოთ უცნობი შესაკრები
3
3.04.14
4.04.14
7.04.14
სახელმძღვანელო, რვეული
განსხვავება მეტობისა და ნაკლებობის
შეკრება-გამოკლების მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის გამოყენება
1.3
მსჯელობა
საკლასო დავალება
50
გამოვაკლოთ 13-ს
გამოვაკლოთ 14-ს
2
8.04.14
10.04.14
სახელმძღვანელო, რვეული,  ჩხირები
შეფასების ტიპები
გამოკლების სხვადასხვა ხერხის გამოყენების უნარის გან-ბა, „უკან“ თვლით სხვაობის პოვნა, შეკრება-გამოკლების  ურთიერთშებრუნებულობის გამოყენება, 10-ის „გავლით“ გამოკლების შესრულება

გააზრებული მსჯელობა

51
გამოვაკლოთ 15-ს
გამოვაკლოთ 16-ს
2
11.04.14
14.04.14
სახელმძღვანელო, რვეული,  ჩხირები
თვითშეფასება
კარგია-ცუდია
სხვადასხვა ხერხით
20-ის ფარგლებში გამოკლების ჩვევების განვითარება. უკუთვლით ან 10-ის „გავლით“  გამოკლების უნარის გან-ბა. 
1.3
გააზრებული მსჯელობა

52
გამოვაკლოთ 17-ს
გამოვაკლოთ 18-ს
2
15.04.14
22.04.14
სახელმძღვანელო, რვეული,  თვალსაჩინოება
პრაქტიკული სამუშაოები
გამოკლების შესრულების სხვადასხვა ხერხის ათვისება, შეკრება-გამოკლების ურთიერთშებრულებულობის გააზრება
1.3
გააზრებული მსჯელობა

53
ვისწავლოთ ქართული ფულის გამოყენება
2
23.04.14
24.04.14
სახელმძღვანელო, რვეული,  ფულის ერთეული
აქტიური ლექცია
ქართული ფულის ზოგიერთი ერთეულის გაცნობა
პრაქტიკული ამოცანა
1.2
გაცნობა მსჯელობა

54
ამოცანები გამეორებისათვის
5
25.04.14
28.04.14
29.04.14
30.04.14
1.05.14
წიგნზე მუშაობა
აქტიური ლექცია
განვლილი მასალის გამეორება
1.2
ცოდნის გამოვლენა
55
სარეზერვო გაკვეთილები
12
2.05.14-დან
23.05.14-მდე
წიგნზე მუშაობა

განვლილი მასალის გამეორება

ცოდნის გამოვლენა