ლია თურმანაული.თბილისის სსიპ 102 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
მთავარი გვერდი
- სასარგებლო მისამართები თქვენ იმყოფებით: კედლის გაზეთი სასარგებლო მისამართები chemclub.ge/links.php www.macmillandictionary.com/ www.calameo.com/ fr.calameo.com/ www.Blogger.com www.wordpress.com www.intellego.fr www.skoool.com/ lgfl.skoool.co.uk/ www.skoool.com/skoool_french/index.html www.gallerand.fr/ ocw.mit.edu www.oercommons.org www.merlot.org www.creativecommons.org). www.LeMill.net
- მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიები
- Home
- სასარგებლო მისამართები.
- დამრიგებლის საათი
- ჩემი მეგობრები
- სასწავლო რესურსები
- ინტეგრირებული-სამოდელო გაკვეთილები
- ინდივიდუალური სასწავლო გეგმები
- წლიური საგნობრივი გეგმები. ქართული, მატემატიკა
- პირადი ინფორმაცია
- მთავარი გვერდი
- პრეზენტაციები
- დაწყებითი კლასების კათედრა
- კვლევა
- პროექტები
- კლასგარეშე ღონისძიებები
- სადამრიგებლო პროგრამა
Saturday, May 21, 2016
Tuesday, May 3, 2016
საერთოდაც, რა საჭიროა მოსწავლის დასჯა?
საერთოდაც, რა საჭიროა მოსწავლის დასჯა?
დასჯა ქცევისაერთოდაც, რა საჭიროა მოსწავლის დასჯა?
დასჯა ქცევის კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმია. ის მიმართულია ქცევის შესუსტებაზე და მისი მიზანია, შეამციროს ან საერთოდ აღკვეთოს არასასურველი ქცევა. ბავშვთა ფსიქოლოგები დასჯას ორ სხვადასხვა სახეობად ყოფენ: – პოზიტიური და ნეგატიური.
პოზიტიური დასჯის შემთხვევაში გვხვდება არასასიამოვნო სტიმული. აი, მაგალითად, დაბალი ნიშნის დაწერა გაკვეთილის უსწავლელობის გამო – ანუ, მოსწავლეს დაბალი ნიშნით ისჯება იმისთვის, რომ აღიკვეთოს ცუდი ქცევა. დასჯის პოზიტიურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს.
ნეგატიური დასჯის შემთხვევაში, სასჯელს წარმოადგენს სასიამოვნო სტიმულის მოცილება. მაგალითად, ბავშვს სასეირნოდ აღარ წაიყვანენ ან ჩამოართმევენ საყვარელ ნივთს.
ქცევის შესუსტების ან აღკვეთის ორი გზა არსებობს: უსიამოვნო სტიმულის წარდგენა პოზიტიური დასჯა და სასიამოვნო სტიმულის აღკვეთა – ნეგატიური დასჯა.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საბოლოოდ პოზიტიურიცა და ნეგატიური დასჯის გზებიც პატარებისთვის სტრესულია და არაერთი უარყოფითი მხარე აქვს:
- ტკივილთან და შიშთან ასოციაციის გამო, დასჯის ინტენსიური და ხანგრძლივი საშუალებები იწვევენ „გაქცევის სინდრომს”, დასჯის თავიდან აცილების ტენდენციას. მაგალითად, დასჯის შიშით ბავშვმა შესაძლოა ავადმყოფობა მოიმიზეზოს და ამით გადაურჩეს მას
- დასჯის გამოყენება იწვევს აგრესიულ ქცევას, რაც აღაგზნებს და ანერვიულებს მოზარდს.
- დასჯის შიში იწვევს მთელ რიგ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დარღვევებს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემას, წნევის ცვალებადობას, წონის მატებას ან კლებას
- დასჯამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თვითშეფასებაზე
- დასჯა, როგორც სტრატეგია არ არის გამოსავალი. ის ვერ გადაგაჭრევინებთ პრობლემას.
ს კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმია. ის მიმართულია ქცევის შესუსტებაზე და მისი მიზანია, შეამციროს ან საერთოდ აღკვეთოს არასასურველი ქცევა. ბავშვთა ფსიქოლოგები დასჯას ორ სხვადასხვა სახეობად ყოფენ: – პოზიტიური და ნეგატიური.
პოზიტიური დასჯის შემთხვევაში გვხვდება არასასიამოვნო სტიმული. აი, მაგალითად, დაბალი ნიშნის დაწერა გაკვეთილის უსწავლელობის გამო – ანუ, მოსწავლეს დაბალი ნიშნით ისჯება იმისთვის, რომ აღიკვეთოს ცუდი ქცევა. დასჯის პოზიტიურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს.
ნეგატიური დასჯის შემთხვევაში, სასჯელს წარმოადგენს სასიამოვნო სტიმულის მოცილება. მაგალითად, ბავშვს სასეირნოდ აღარ წაიყვანენ ან ჩამოართმევენ საყვარელ ნივთს.
ქცევის შესუსტების ან აღკვეთის ორი გზა არსებობს: უსიამოვნო სტიმულის წარდგენა პოზიტიური დასჯა და სასიამოვნო სტიმულის აღკვეთა – ნეგატიური დასჯა.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საბოლოოდ პოზიტიურიცა და ნეგატიური დასჯის გზებიც პატარებისთვის სტრესულია და არაერთი უარყოფითი მხარე აქვს:
- ტკივილთან და შიშთან ასოციაციის გამო, დასჯის ინტენსიური და ხანგრძლივი საშუალებები იწვევენ „გაქცევის სინდრომს”, დასჯის თავიდან აცილების ტენდენციას. მაგალითად, დასჯის შიშით ბავშვმა შესაძლოა ავადმყოფობა მოიმიზეზოს და ამით გადაურჩეს მას
- დასჯის გამოყენება იწვევს აგრესიულ ქცევას, რაც აღაგზნებს და ანერვიულებს მოზარდს.
- დასჯის შიში იწვევს მთელ რიგ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დარღვევებს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემას, წნევის ცვალებადობას, წონის მატებას ან კლებას
- დასჯამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თვითშეფასებაზე
- დასჯა, როგორც სტრატეგია არ არის გამოსავალი. ის ვერ გადაგაჭრევინებთ პრობლემას.
Monday, April 18, 2016
როგორ დავგეგმოთ პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი, შეფასების სქემის მიხედვით !
შემოგთავაზებთ ძირითადად იმ რეკომენდაციებს , რომლითაც მასწავლებლები შეფასდებიან შეფასების სქემის მიხედვით.
სწავლის პროცესი უნდა დაიწყოს პრობლემის განხილვით. პრობლემა უნდა იყოს მოსწავლეებისთვის აქტუალური; პრობლემური ამოცანის შინაარსი მოსწავლეებში უნდა აღძრავდეს ინტერესს; პრობლემური სიტუაცია არ უნდა იყოს იმდენად რთული, რომ მოსწავლეებს უკარგავდეს მისი გადაჭრის სურვილს და არც ზედმეტად მარტივი; პრობლემები უნდა შეესაბამებოდეს რეალობას და იძლეოდეს ცოდნისა და გა- მოცდილების ინტეგრირების შესაძლებლობას; პრობლემა ფოკუსირებული უნდა იყოს ერთ საკითხზე (განსაკუთრებით, პირ- ველ ეტაპზე), რათა თავიდან ავიცილოთ ქაოტურობა; პრობლემა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეებს თავისუფლად გამოხატონ საკუთა- რი აზრი; მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საკმარისი დრო იმისათვის, რომ შეძლონ პრობლე- მის გადაჭრისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისი სტრატეგი- ების შერჩევა; უნდა წახალისდეს მოსწავლეების შემოქმედებითი მიდგომა; უნდა შეიქმნას კომფორტული, თავისუფალი და უსაფრთხო გარემო, სადაც მოს- წავლეებს არ ეშინიათ შეცდომის დაშვების; უნდა დაისვას ისეთი შეკითხვები, რომლებიც მოსწავლისაგან მოითხოვს დასა- ბუთებას და მტკიცებულებების მოყვანას, უბიძგებს კრიტიკული აზროვნებისაკენ; უნდა წახალისდეს თანამშრომლობითი სწავლება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის აზრთა ურთიერთგაცვლას და სხვისი მოსაზრებების გათვა- ლისწინებას;
დაბოლოს, თუკი მოსწავლეები შეფერხდებიან: იდეების გენერირების ეტაპზე მასწავლებელმა მათ უნდა შესთავაზოს გონებ- რივი იერიშის მეთოდი, რომელიც მოსწავლეებს უბიძგებს მრავალი საინტე- რესო იდეის ჩამოყალიბებისაკენ; მასწავლებელმა უნდა ამოაცნობინოს პრობლემაში უკვე ნაცნობი და მათ მიერ მოგვარებული სიტუაცია, ანალოგიური პრობლემები, რომლებიც მათ უკვე შეხვედრიათ და გადაუჭრიათ. ისევე, როგორც ინტეგრირებული გაკვეთილის შემთხვევაში, მასწავლებელმა პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვისას შეიძლება აღმოაჩინოს, რომ 45 წუთი არ არის საკმარისი მიზნის მისაღწევად. ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს ცხრილში გაკვეთილების გადანაცვლება. შეწყვილებული გაკვეთილი საშუ- ალებას მისცემს მოსწავლეებს, უფრო ჩაუღრმავდნენ პრობლემას და იფიქრონ მისი გადაჭრის გზებზე.
წყარო: მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. ნაწილი II
Sunday, April 10, 2016
პრეზენტაცია, რომელიც გამოვიყენე ღია გაკვეთილზე ახალი მასალის ახსნის დროს. ამოცანები.
https://docs.google.com/presentation/d/1WJovUopVmxSbuDA4vD1iYIgT21XezSFqPqYPE_iqLVQ/pub?start=false&loop=false&delayms=3000https://docs.google.com/presentation/d/1WJovUopVmxSbuDA4vD1iYIgT21XezSFqPqYPE_iqLVQ/pub?start=false&loop=false&delayms=3000
პრეზენტაცია, რომელიც გამოვიყენე ღია გაკვეთილზე ახალი მასალის ახსნის დროს. ამოცანები.
პრეზენტაცია, რომელიც გამოვიყენე ღია გაკვეთილზე ახალი მასალის ახსნის დროს. ამოცანები.
Saturday, April 9, 2016
როგორ გავუმკლავდეთ კლასში დისციპლინურ პრობლემებს
როგორ გავუმკლავდეთ კლასში დისციპლინურ პრობლემებს
საჯარო სკოლების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების შესასწავლად ჩატარებული ყოველწლიური გამოკითხვა თითქმის ყოველ წელს სკოლების უმთავრეს პრობლემად დისციპლინის ნაკლებობას ასახელებდა. ბოლო ხანს პირველ ადგილზე ფინანსების ნაკლებობამ გადაინაცვლა, თუმცა დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები ისევ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას – მეორე ან მესამე ადგილს. როგორც ჩანს, მოსახლეობას მიაჩნია, რომ დისციპლინა უდიდესი გამოწვევაა მასწავლებლებისთვის.
ეფექტური მენეჯმენტი არ ნიშნავს ყოველ მცირე დარღვევაზე საჯარო რეაგირებას. ასეთმა საჯარო ყურადღებამ შესაძლოა განამტკიცოს კიდეც ცუდი ქცევა. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც იმ მასწავლებლებს ჰყავდეთ სანიმუშო კლასები, რომლებიც ხშირად აძლევენ მოსწავლეებს შენიშვნას. მთავარია გაცნობიერება, რა ხდება და ცოდნა, რისი გაკეთებაა საჭირო პრობლემის პრევენციისთვის.
მოსწავლეთა უმეტესობა მასწავლებლის მოთხოვნისთანავე წყვეტს არასასურველ ქცევას, მაგრამ ზოგჯერ ეს არ არის საკმარისი. ასეთმა მიდგომამ შესაძლოა იმ მომენტში აღკვეთოს მოსწავლის არასასურველი ქცევა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემა პრობლემად დარჩება. ერთ-ერთმა კვლევამ ცხადყო, რომ დაუმორჩილებელი მოსწავლეები იშვიათად ემორჩილებიან მასწავლებლის პირველსავე მოთხოვნას. ხშირად ნეგატიურადაც რეაგირებენ მასზე. საჭირო ხდება მოთხოვნის 4-5-ჯერ გამეორება.
ფსიქოლოგები ცუდი ქცევის სწრაფად აღსაკვეთ რამდენიმე მარტივ საშუალებას გვთავაზობენ:
- დაამყარეთ კონტაქტი თვალებით ან წესრიგის დამრღვევთან ახლოს მიდით. შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს სხვა არავერბალური სიგნალებიც, მაგალითად, სამუშაოზე მითითება. დარწმუნდით, რომ მოსწავლე ნამდვილად წყვეტს თქვენთვის არასასურველ ქცევას და უბრუნდება სამუშაოს. თუ ასე არ მოიქცევით, ის მიიჩნევს, რომ შეუძლია, თქვენი სიგნალი უგულებელყოს.
- მოსინჯეთ ვერბალური რეპლიკები, მაგალითად, სახელით მიმართვა (უბრალოდ ახსენეთ მისი სახელი მასალის ახსნისას), დაუსვით კითხვა, იხუმრეთ (მაგრამ არა სარკასტულად), მაგალითად, ასე: „ალბათ მომეჩვენა. გეფიცებით, გავიგონე, როგორ წამოიყვირა ვიღაცამ პასუხი, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ჯერ არავინ გამომიძახია“.
- ჰკითხეთ მოსწავლეს, იცის თუ არა, რა უარყოფითი შედეგი მოჰყვება მის ცუდ ქცევას.
- თუ მოსწავლეები საკლასო პროცედურას არასწორად ასრულებენ, შეახსენეთ წესები და თვალი ადევნეთ, რომ სწორად შეასრულონ. შეგიძლიათ, წყნარად შეაგროვოთ მათი პირადი ნივთები, რომლებიც მუშაობაში ხელს უშლის და უთხრათ, რომ გაკვეთილის შემდეგ დაუბრუნებთ.
- მშვიდად, კეთილგანწყობილი კილოთი სთხოვეთ მოსწავლეს, ჩამოაყალიბოს წესი ან პროცედურა და მისდიოს მას. საორიენტაციო კითხვებია: „რას აკეთებ? წესს ხომ არ არღვევ? რას უნდა აკეთებდე?“
- მკაფიოდ, მაგრამ ასევე კეთილგანწყობილი კილოთი მოსთხოვეთ, შეწყვიტოს ცუდი ქცევა. თუ სიტყვა შემოგიბრუნათ, მშვიდად გაიმეორეთ მოთხოვნა.
- დააყენეთ მოსწავლე არჩევანის წინაშე. მაგალითად, თუ მან, მიუხედავად მასწავლებლის მოთხოვნისა, განაგრძო პასუხების წამოყვირება, მასწავლებელმა შეიძლება უთხრას: „გიორგი, შენ გაქვს არჩევანი: შეწყვიტე წამოყვირება და საპასუხოდ ხელი ასწიე ან გადადი უკან და მე და შენ მოგვიანებით ვისაუბრებთ. რომელი გირჩევნია?“
ბევრი მასწავლებელი ამჯობინებს, უკვე აღწერილი ლოგიკური შედეგები სასჯელის საპირისპირო მოვლენად გამოიყენოს. მაგალითად, თუ ერთმა მოსწავლემ ზიანი მიაყენა მეორეს, შეგიძლიათ, დამნაშავეს მოსთხოვოთ ბოდიშის მოხდა. ბოდიში გულისხმობს როგორც პატიების ვერბალურად თხოვნას, ასევე რაიმე ფორმით ზიანის ანაზღაურებასაც. ეს დამნაშავეს განუვითარებს ემპათიას და სოციალური პერსპექტივით ხედვას, რადგან საზღაურზე დაფიქრება მოუწევს.
არსებობს წესები, რომლებიც სასჯელთან მიმართებით უნდა დაიცვათ:
◦ არ გამოიყენოთ დაბალი მიღწევის სტატუსი (კითხვის დაბალი დონის მქონე მოსწავლეებისთვის დაბალი ნიშნების დაწერა და მეტი საშინაო დავალების მიცემა) სასჯელის ზომად საკლასო წესების დარღვევისათვის. ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ სარგებელი გადაწონის ზიანის რისკს. ეფექტიანი, მზრუნველი მასწავლებელი არასოდეს გამოიყენებს დაბალი მიღწევის სტატუსს, შეფასებას ან რაიმე მსგავს დისციპლინის განსამტკიცებლად. ასეთი სტრატეგია უეფექტო და უსამართლოა. ეს მხოლოდ დაგაკარგვინებთ მოსწავლეს.
◦ საშუალო კლასების ბევრი მოსწავლე არ ასრულებს დავალებებს. გარდა პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებისა, რა შეიძლება იღონოს მასწავლებელმა ასეთ დროს? ვინაიდან მოსწავლეებს ამ ასაკში ბევრი დავალება აქვთ და მასწავლებლებსაც უამრავი მოსწავლე ჰყავთ, შეიძლება, ხშირად გაკონტროლდეს, რა შესრულდა და რა – არა. შესაძლოა, სარგებლობა მოგიტანოთ მოსწავლეებისთვის დღის გეგმის გამოყენების სწავლებამ. ამასთან, მასწავლებელმა ფაქიზად უნდა მოუაროს ჩანაწერებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგენილი წესების დაცვა. ნუ დაუწერთ მოსწავლეს ნიშანს მხოლოდ იმიტომ, რომ ის საკმაოდ ჭკვიანია. მკაფიოდ აუხსენით, რომ არჩევანი მასზეა: შეუძლია, შეასრულოს დავალება და ჩააბაროს გამოცდა ან არ შეასრულოს და დადგეს იმ შედეგის წინაშე, რაც ამას მოჰყვება. გარდა ამისა, საიდუმლოდ უნდა ჰკითხოთ, ხომ არ არსებობს მიზეზი, რომელიც მუშაობაში ხელს უშლის.
პრობლემებს ვეჯახებით იმ მოსწავლეებთან, რომლებიც გამუდმებით არღვევენ ერთსა და იმავე წესებს, ყოველთვის ავიწყდებათ მასალა ან ჩხუბში ერთვებიან. რა შეიძლება იღონოთ ამ დროს? დასვით ისინი იმ მოსწავლეებისგან მოშორებით, რომლებიც შეიძლება მათი გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ. ეცადეთ, მანამდე აიყვანოთ ხელში, სანამ წესს დაარღვევდნენ, მაგრამ როდესაც წესი უკვე დარღვეულია, შეუპოვრად და მტკიცედ დააყენეთ ისინი დარღვევის შედეგების პირისპირ. ნუ გაცდუნებთ დაპირება, რომ შემდეგში უკეთესად მოიქცევიან. ასწავლეთ მოსწავლეებს, როგორ აკონტროლონ საკუთარი ქცევა, შეინარჩუნეთ მათდამი მეგობრული დამოკიდებულება. ხელიდან ნუ გაუშვებთ მომენტებს, როცა მათთან სხვა თემებზეც შეგეძლებათ საუბარი და არა მხოლოდ წესის დარღვევის განხილვა.
გამომწვევმა მოსწავლემ შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას. თუ სიტუაცია ფეთქებადი, ეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად აღკვეთოთ იგი. ამ დროს მოგებული არავინ რჩება. მოსწავლეს უნდა მივცეთ შანსი, სახე არ დაკარგოს და დამშვიდდეს. ამის ერთ–ერთი საშუალებაა, ვუთხრათ: „აირჩიე, ითანამშრომლებ თუ არა. ერთ წუთს გაძლევ მოსაფიქრებლად“. თუ მოსწავლე დაგემორჩილათ, ამის შემდეგ მას აუცილებლად უნდა გაესაუბროთ, ოღონდ მოგვიანებით. თუ უარი თქვა, შეგიძლიათ მოსთხოვოთ დერეფანში მოცდა, სანამ კლასი დამშვიდდება და მოსწავლეები კვლავ ჩაერთვებიან მუშაობაში, მერე კი გადით მასთან და პირადად გაესაუბრეთ. თუ პრობლემა პიროვნული ხასიათისაა, უმჯობესია, მოსწავლე სხვა მასწავლებელთან გადაიყვანოთ.
ძალადობა და ნივთების დაზიანება რთული და საშიში პრობლემაა. მის აღსაკვეთად პირველი ნაბიჯია ხელმძღვანელობისთვის დახმარების თხოვნა და მონაწილეებისა და მსხვერპლის სახელების გაგება. შემდეგ უნდა მოიშოროთ სეირის მაყურებლები – მათი დასწრება სიტუაციას უფრო მეტად გაამძაფრებს. ნუ ეცდებით დაუხმარებლად ჩხუბის აღკვეთას. დარწმუნდით, რომ სკოლის ხელმძღვანელობა საქმის კურსშია. წესისამებრ, სკოლებს აქვთ განსაზღვრული პოლიტიკა ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად.
ღია გაკვეთილი მათემატიკაში. 1 კლასი.08.04.2016 წ.
გაკვეთილის გეგმა: 08.04. 2016 წ.
1. გაკვეთილის თემა
|
რიცხვები 1-დან
20-მდე. 5-ის მიმატება
|
2. სწავლების საფეხური და
კლასი
|
სწავლების საფეხური–დაწყებითი კლასი I
|
3. საგანი , მასწავლებლების სახელი, გვარი
|
მათემატიკა
ლია თურმანაული
|
4. მოსწავლეთა რაოდენობა
|
6
|
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და
პროფილი
|
კლასში მოსწავლეთა ძირითადი ნაწილი სწავლობს კარგად და დამაკმაყოფილებლად. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე კლასში არ გვყავს. პროგრამას ჩამორჩენილია მხოლოდ ერთი მოსწავლე, რომელთანაც დიფერენცირებული კითხვებით
ვცდილობ ჩავრთო საგაკვეთილო
პროცესში.
|
6. გაკვეთილის სასწავლო მიზანი:
|
მოსწავლეებმა უნდა
შეძლონ:ბავშვებმა უნდა ისწავლონ 7+5, 8+5, 9+5 სახის გამოთვლების შესრულება ორი
ხერხით.
|
7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი /ინდიკატორები
|
მათ.1.3.აკავშირებს
თვლას, რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს და შეკრება-გამოკლების მოქმედებებს ერთმანეთთან.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
1.ახდენს შეკრება-გამოკლების
თვალსაჩინოდ დემონსტრირებას.
2.ზეპირად ანგარიშისას
იყენებს 1-ის ტოლი ბიჯით თვლას,ან სხვა ხერხს და მოდელის გამოყენებით ახდენს შეკრება-გამოკლებას.
3.ზეპირად ასრულებს
10-ის გავლითშეკრება-გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის თვალსაჩინოდ დემონსტრირებას.
|
8. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
|
აქტივობა
1.მისალმება,კლასის
მომზადება გაკვეთილისათვის
მეთოდი:ვიდეო-ლექცია,
აქტივობის მიზნებისა და კრიტერიუმების გაცნობა მათთვის გასაგები ენით.
დრო:3 წუთი
აქტივობა
2.
საშინაო
დავალების განხილვა. ერთი ან 2კონკრეტული ამოცანის განხილვა-განვრცობა
პრეზენტაციის სახით.
დრო-5
წუთი
აქტივობა
3.
რა ვისწავლეთ, რა
ვიცით.წინარე ცოდნის გამეორება. წინა და მომდევნო რიცხვები, 10-ის
შედგენილობა.შეკრება-გამოკლება 10-ის ფარგლებში.შევავსოთ ცხრილი.
დრო:7 წუთი
აქტივობა 4.ახალი მასალის ახსნა კონსტრუქტიული
მეთოდით.მოსწავლე თვითონ უნდა მიხვდეს, როგორ დაუმატოს რიცხვს 5. . ვაძლევ მაგალითს:7+5 ვთხოვ რიცხვით ღერძზე დაასახელოს
7-ის მომდევნო 5 ციფრი. შემდეგ მეორე ხერხით ამოვხსნით იმავე მაგალითს:რამდენი უნდა
დავუმატო7-ს, რომ ათი გახდეს? რამდენი დამრჩა მისამატებელი?სულ რამდენი დავუმატეთ?
რა მივიღეთ? იმავე ხერით დაფაზე ამოვხსნით რამოდენიმე მაგალითს:8+5=12
,9+5=14
11+5=16 6+5=11
ამოცანის ამოხსნა-განხილვა.(პრეზენტაცია)
დრო-10 წუთი
აქტივობა-5.ინდივიდუალური
დამოუკიდებელი სამუშაო.თითოეული მოსწავლეს ვურიგებ ინდივიდუალურ სამუშაო ფურცელს,სადაც
მუშაობს დამოუკიდებლად. გავიგებ, თუ რამდენად გაიგო თვითოეულმა მოსწავლემ ახალი მასალა.
დრო-5წთ
აქტივობა
6.
აქტივობა–
"სათამაშო მაღაზია" – მასწავლებელი დაურიგებს მოსწავლეებს სათამაშო ბანკნოტებს
(20 ლარამდე, სხვადასხვა ნომინალით). ირჩევენ – რა შეიძლება შეიძინონ, რამდენი დარჩებათ,...)
დრო-5წთ.
აქტივობა
7. გაკვეთილის შეფასება და ურთიერთშეფასება
„
დრო:3 წუთი
აქტივობა 8.
შეფასება:განმავითარებელი შეფასება.
მიზანი:მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, ძლიერი და სუსტი მხარეების გამოკვეთა
შემდგომი დახმარების მიზნით. დრო:2 წთ.
აქტივობა-9. საშინაო დავალების
მიცემა
დრო:1 წთ.
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს. დასკვნა: მასწავლებელი: მინდა გავაკეთო დასკვნები: რა ვიცოდით? რა არ ვიცოდით? რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებთ მიღებულ ცოდნას ცხოვრებაში? რა
შეგვძინა ახალი მეთოდით ჩატარებულმა გაკვეთილმა?
|
9. შეფასება
|
გაკვეთილის ბოლოს მოხდა
მოწავლეთა განმავითარებელი
შეფასება და თვითშეფასება.
|
10. საკლასო მენეჯმენტი
საგანმანათლებლო რესურსები
|
საკლასო- საერთო,
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო:“ მათემატიკა“ ვეფხვაძე-გოგიშვილი დაფა, ცარცი, მარკერის დაფა.რვეულები, კომპიუტერი, პროექტორი |
მასწავლებლის თვითშეფასება
პედაგოგი --ლია თურმანაული საგანი მათემატიკა
თემა 5--ს მიმატება კლასი მე-1
სამბალიანი სისტემით: “კარგი“-2 „დამაკმაყოფილებელი“-1 „არადამაკმაყოფილებელი“-0
1
|
რამდენად შეესაბამება სტრატეგია გაკვეთილის მიზანს
|
|||
2
|
რამდენად სწორად გავანაწილე დრო
|
|||
3
|
რამდენად უზრუნველვყოფ მოსწავლეთა დისციპლინას ,დაინტერესებას
და აქტივობას
|
|||
4
|
რამდენად
ვაკავშირებ ქართულის და მათემატიკის მასალას
ერთმანეთთან
|
|||
5
|
რამდენად გასაგებად ვაწვდის ახალ მასალას და როგორ
ვამოწმებ ათვისების ხარისხს
|
|||
7
|
რამდენად ვუწყობს ხელს დამოუკიდებელი მუშაობის უნარისა და კრიტიკული
აზროვნების განვითარებას
|
|||
8
|
რამდენად ვითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ
შესაძლებლობებს დავალების მიცემისას
|
|||
9
|
რამდენად გათვალისწინებულია დავალებებში მიღებული
ცოდნის რეალიზება
|
|||
10
|
რამდენად ვუწყობს ხელს მოსწავლეთა ლოგიკური აზროვნების
განვითარებას
|
|||
12
|
რამდენად მრავალფეროვანი და ადეკვატურიდ ვიყენებ მეთოდებს
|
|||
13
|
რამდენად ნაცნობია და გასაგები მოსწავლეთათვის შეფასების
სისტემა და კომპონენტები
|
Subscribe to:
Posts (Atom)