მთავარი გვერდი

Thursday, January 14, 2016

მედიაწიგნიერება

2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა მედიაწიგნიერებას განსაზღვრავს, როგორც გამჭოლ კომპეტენციას. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მედიაწინიერების უნარები მოსწავლეს ყველა საგნობრივ ჯგუფში უნდა განუვითარდეს. მოსწავლემ უნდა შეძლოს როგორც ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, ასევე, მედიასამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება, ინფორმაციის „გაფილტვრა“ და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება.
მედიაწიგნიერების კონცეფცია დაკავშირებულია კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებასთან. კერძოდ, თუ მედიაწიგნიერებას განვიხილავთ, როგორც, ერთი მხრივ, ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში ორიენტირების, ინფორმაციის გაფილტვრისა და, მეორე მხრივ, ახალი ინფორმაციის/ცოდნის შექმნისა და გაზიარების ინსტრუმენტს, ადვილია დავინახოთ მისი კავშირი კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებასთან. ინფორმაციის გაფილტვრა რთულია კრიტიკული აზროვნების უნარის გარეშე, ხოლო ახალი ინფორმაციის შექმნას კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება სჭირდება.
წარმატებებს ვუსურვებთ მასწავლებლებს მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარებისთვის გაწეულ საქმიანობებში.2015 წლის 15 დეკემბერს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პარტნიორი იტალიური სკოლა ,,ცისკარის“ მასწავლებელმა ინგა თეთრაძემ ღია გაკვეთილი ჩაატარა მესამე კლასში. გაკვეთილის თემა იყო ,,გუგულის ბარტყი - გუგულა“.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა წაიკითხეს მოთხრობა, დაახასიათეს მოთხრობის პერსონაჟი გუგულა, შემდეგ უყურეს 4 წუთიან დოკუმენტურ ფილმს გუგულზე, ნახეს როგორ დებს გუგული სხვის ბუდეში კვერცხს, როგორც იჩეკება ბარტყი და შეუბუბმბლავი, შიშველი ახალგამოჩეკილი ბარტყი ბუდიდან სათითაოდ როგორ ყრის ბუდეში გამოჩეკის პირას მისულ მისი დედობილის და მამობილის კვერცხებს. ასევე კადრებში ჩანს, როგორი მზრუნველობით ზრდიან დედობილი და მამობილი გუგულის ბარტყს, რომელიც თანდათან იმოსება და ისე სწრაფად იზრდება, რომ სულ მალე ბუდეში ვეღარ ეტევა.იმსჯელეს გუგულის და გუგულის ბარტყის ნიშან-თვისებების ადაპტაციურ მნიშვნელობაზე, გამიჯნეს მოთხრობაში მოცემული მოგონილი ამბავი და სინამდვილე.

No comments:

Post a Comment