რატომ ვადგენთ თვითშეფასების კითხვარის შევსების შემდეგ?! ამაზე პასუხი მარტივია და ყველასთვის გასაგები , კითხვარი დამეხმარა კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი ჩემ ძლიერ და სუსტ მხარეებზე , მეფიქრა როგორ გამეუმჯობესებინა ჩემი მოსწავლეების სწავლა-სწავლების პროცესზე ;
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა გვეხმარება სწავლა-სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად დავგეგმოთ ჩვენთვის და ჩვენი მოსწავლეებისათვის აუცილებელი სასწავლო აქტივობები, სწორად შერჩეული და გონივრულად დაგეგმილი აქტივობები განაპირობებს ჩემ წარმატებას და შესაბამისად, ჩემი მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებას;
"მასწავლებელმა საკუთარი პროფესიული ზრდის დაგეგმვისას საჭიროებების გათვალისწინებით თავად უნდა შეარჩიოს პროფესიული განვითრების შესაბამისი ფორმა მრავალი ალტერნატივიდან.
პროფესიული განვითარების ფორმები -
პროფესიული განვითარების ფორმები -
- გარედან მიღებული სერვისები;
- ადგილზე პროფესიული განვითარების შესაძლებლობები:
პროფესიული განვითარების საქმიანობათა ფორმები/პროფესიული განვითარების მოდელები/ღონისძიებები:
გარდა საქმიანობების განსაზღვრისა, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საქმიანობების განრიგის შემუშავებას. ასევე სასურველია წინასწარ განისაზღვროს თითოეული აქტივობისათვის საჭირო დრო როგორც უშუალოდ საქმიანობაში მონაწილეობის, ასევე მოსამზადებელი სამუშაობის გათვალისწინებით.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია ინდივიდუალურ გეგმებში საჭირო გახდეს გარკვეული ცვლილებების განხორციელება შინაარსის, საქმიანობისსახეობის ან განრიგის თვალსაზრისით.
- · პროფესიულ კონფერენციაზე დასწრება;
- · სამუშაო შეხვედრებში (ე.წ.უორქშოფებში) მონაწილეობა;
- · სხვა პედაგოგის მენტორობის ქვეშ ყოფნა;
- · სხვა მასწავლებლის მენტორობა;
- · პედაგოგების მიერ ურთიერთსწავლება;
- · კოლეგებისათვის სამუშაო შეხვედრის ჩატარება;
- · პარარელური კლასების მასწავლებელთა შეხვედრებში მონაწილეობა;
- · მოსწავლეთა შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
- · პრაქტიკის კვლევა;
- · კვლევაში მონაწილეობა;
- · ექსპერტთან კონსულტაცია;
- · „კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი - სხვა მასწავლებლების გაკვეთილებზე დასწრება, დაკვირვება და ეფექტური უკუკავშირის მიცემა; საკუთარ გაკვეთილზე კოლეგების მიწვევა და მათი გამოხმაურების ანალიზი;
- · ტრენინგში/სემინარში მონაწილეობა;
- · სასწავლო გეგმის/ების შედგენა;
- · საკითხის დამოუკიდებლად შესწავლა;
- · ელექტრონული მიმოწერა საკითხის პრეზენტატორთან;
- · პროფესიულ ორგანიზაციაში გაწევრიანება;
- · თვითრეფლექსიის ჟურნალის წარმოება;
- · წიგნის განხილვაში მონაწილეობა;
- · გაკვეთილების ერთობლივი დაგეგმვა;
- · კონფერენციაზე მოხსენების გაკეთება;
- · პროფესიული ჟურნალებისა და წიგნების გაცნობა;
- · ეფექტური პრაქტიკის შესახებ პროფესიული ლიტერატურის მიმოხილვა;
- · საზაფხულო კურსებში მონაწილეობა;
- · დისტანციური პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
- · საუნივერსიტეტო კურსის მოსმენა;
- · აუდიო პრეზენტაციების მოსმენა;
- · საკუთარი გაკვეთილის ვიდეოჩანაწერის ანალიზი და შეფასება;
- · სამოდელო გაკვეთილების ჩატარება;
- · სტატიების დაწერა;
- · სასწავლო რესურსების შექმნა;
- · პრეზენტაციები და დისკუსიები მრავალრიცხოვან პროფესიულ ჯგუფებში;
- · თანმდევი სესიები და საქმიანობები ახალი იდეების წარმატებული დანერგვისთვის;
- · დაკვირვება/შეფასება;
- · განვითარება/გაუმჯობესების პროცესებში მონაწილეობა და ა.შ
გარდა საქმიანობების განსაზღვრისა, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საქმიანობების განრიგის შემუშავებას. ასევე სასურველია წინასწარ განისაზღვროს თითოეული აქტივობისათვის საჭირო დრო როგორც უშუალოდ საქმიანობაში მონაწილეობის, ასევე მოსამზადებელი სამუშაობის გათვალისწინებით.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია ინდივიდუალურ გეგმებში საჭირო გახდეს გარკვეული ცვლილებების განხორციელება შინაარსის, საქმიანობისსახეობის ან განრიგის თვალსაზრისით.
აქვე გაგცნობთ შაბლონს, რომელიც დაგეხმარებათ, როგორ შეიძლება "ავაგოთ" სამოქმედო გეგმის ცხრილი , აქტივობებს და საჭიროებებს თავად წერთ, ყველა გისურვებთ წარმატებას
No comments:
Post a Comment