მთავარი გვერდი

Friday, January 29, 2016

საუკეთესო მასწავლებლის 5 თვისება

საუკეთესო მასწავლებლის 5 თვისება
„სწავლების ხარისხი არ იზომება იმით, თუ რამდენად დიდ ინფორმაციას აწვდის მასწავლებელი მოსწავლეებს“,- ამბობს საგანმანათლებლო პორტალ teach-nology-ზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორი და დარგის სპეციალისტი.   სწავლების პროცესში მთავარია ტექნიკა, რომელსაც მასწავლებელი იყენებს და ის, თუ როგორ აწვდის მასალას მოსწავლეს. ბევრ მასწავლებელს მართლაც აქვს ფანტასტიკური რაოდენობის ცოდნა, რომლის მოსწავლეთათვის გადაცემაც ძალიან სასარგებლო იქნება, მაგრამ სამწუხაროდ მან არ იცის როგორ გადასცეს ცოდნა.
ამ სტატიაში შევეხებითსაუკეთესო მასწავლებლის ხუთ მახასიათებელს, რომელთაც გაკვეთილის ჩატარებისას ყველა პედაგოგი უნდა ითვალისწინებდეს.
  1. პროფესიის ძლიერი სიყვარული – სიყვარულის გარეშე ნამდვილად ვერ შეძლებთ იყოთ კარგი თქვენ პროფესიაში. თუ თქვენ არ აღმერთებთ და არ გიყვართ თქვენი საგანი, მაშინ როგორ შეაყვარებთ მას თქვენ მოსწავლეებს? არ შეგეშინდეთ, რომ ანახოთ მოსწავლეებს თქვენი სიყვარული ყველაფრისადმი რასაც მათ ასწავლით. მაშინაც კი, თუ თქვენი მოსწავლეები შემოგხედავენ ისე, როგორც გიჟს, როცა თქვენ სიყვარულით ანთებული თვალებით ხსნით ალგებრას. დარწმუნებული იყავით, თქვენი ენთუზიაზმი და ინტერესი მათაც მალე გადაეგებათ.
  1. შემოქმედება – მოსწავლეებს უყვართ მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია, რომ მოსაწყენი საგანი საინტერესო გახადოს, გააფერადოს დამხმარე მასალებით და თამაშებით. სტანდარტიზებული ტესტები და მუდმივად ახალი სასწავლო კურიკულუმების მიღება საკმაოდ რთულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. მარტივად სასწავლი მასალა მოსწავლეების თვალში თქვენ კარგ მასწავლებლად გაქცევთ. მაგრამ თუ გსურთ იყოთ საუკეთესო, თქვენ უნდა გამოიყენოთ უნიკალური სწავლების მეთოდები და მოსწავლეებზე მორგებული გაკვეთილის გეგმები.
  1. მოქნილობა – იყო მასწავლებელი, ნიშნავს იყო შენი პროფესიისთვის თავდადებული. თუ მოსწავლემ ტესტი ცუდად გააკეთა, მზად უნდა იყოთ, შესთავაზოთ დახმარება დამატებითი მეცადინეობის სახით გაკვეთილების შემდეგ. გარდა ამისა, ხშირად გაუმეორეთ მოსწავლეებს, რომ მათ შეუძლიათ გაჭირვების დროს, როდესაც რაიმეს ვერ გაიგებენ, დახმარებისთვის თქვენ მოგმართონ და ჰქონდეთ თქვნი დახმარების იმედი.
  1. ინტეგრირება – ყოველდღიური ცხოვრება არ უნდა დატოვოთ იზოლირებული და მხოლოდ განათლებაზე არ უნდა იყოთ ორიენტირებული. არ აქვს მნიშვნელობა, თუ თქვენ მხოლოდ ერთი ხართ მთელ სკოლაში, რომელიც ინტეგრირებას ახდენს, უნდა გააგრძელოთ ამის კეთება. თუ თქვენ არ ხართ საკმარისად მზად, რომ ახსნათ ალგებრა მუსიკასთან ერთად, მაშინ ბავშვის მსგავსად, პატარა ნაბიჯებით უნდა მოახდინოთ ინტეგრირება და დროთა განმავლობაში დაინახავთ როგორ უნდა მიხვიდეთ ინტეგრირებამდე. მოიძიეთ რესურსები ინტერნეტში, თქვენ ნახავთ არაერთ სასწავლო რესურსს, რომლებიც მოგცემენ იდეებს ინტეგრირებისთვის.
  1. კავშირი – ნუ გექნებათ იმედი ეფექტური სწავლების, თუ არ გექნებათ მუდმივი კავშირი თქვენ მოსწავლეებთან. თქვენსა და თითოეულ მოსწავლეს შორის მყარი და საიმედო კავშირი უნდა შედგეს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, თქვენ ხართ ცოდნის წარმომადგენელი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს. გარკვეული დროის შემდეგ, მოსწავლეებში გაჩნდება თქვენდამი ნდობა, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ საინტერესო მათთვის. მართალია, თქვენ ნამდვლი სიყვარეული უნდა გქონდეთ თქვენი საგნის, თუმცა ეს არ უნდა იყოს თქვენი ერთადერთი უნარი. უნდა გქონდეთ ჰობი, როგორიცაა წერა, მძლეოსნობა და დაკვრა მუსიკალურ ინსტრუმენტზე, ის, რაც მოსწავლეებს აინტერესებთ. ამ ფორმით თქვენ აუცილებლად აღმოაჩენთ რაიმე საერთოს მოსწავლეებთან, რაც თქვენსა და მათ შორის ბარიერის მოხსნაში დაგეხმარებათ. თქვენ უნდა შეძლოთ სრულყოფილი კომუნიკაცია მოსწავლეებთან.

Thursday, January 28, 2016

პრაქტიკული საკლასო კვლევა

პრაქტიკული საკლასო კვლევა

განათლების სფეროში საერთაშო­რი­სო დონეზე შესაძლებელია სხვა­­დასხვა ქვეყნის განათლების სისტე­­­­­მების, ან სისტემის კონკრეტული მახასიათებლების შედარება. ეროვ­­ნულ დონეზე ხშირად იკვლევენ გა­­ტარებული რეფორმების ეფექტუ­რობას, აფასებენ განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას და ა.შ. ასეთივე კვლევების ჩატარე­ბა შესაძლებელია რეგიონის დონეზეც: შეგვიძლია სხვადასხვა რეგიონის შედარება სხვადასხვა ინდიკატო­რის მიხედვით და ა.შ.
კვლევის ჩატარება შესაძლებელია სკოლის, ან თუნდაც კლასის დონე­­ზეც. ასეთი ტიპის კვლევას პრაქ­ტიკული საკლასო კვლევა ეწოდება და მისი ჩატარება შეუძლია რო­გორც ერთ მასწავლებელს, ასევე რამდენიმეს ერთად. შესაბამისად, ასეთ კვლევას თავად პედაგოგები გეგმავენ და ახორციელებენ.

პრაქტიკული საკლასო კვლევის მიზნები
პრაქტიკული კვლევა კლასში მას­­წავლებლის მიერ გარკვეული მიზნით ინფორმაციის შეგროვებისა და შემ­­დგომი გაანალიზების პროცესია. მის უმთავრეს მიზანს, როგორც წე­­სი, მოსწავლეთა აკადემიური მოს­­წრების ამაღლება, მათი სოცია­ლუ­რი და სხვა უნარების გაუმჯო­ბესება წარმო­ად­გენს. ამ მიზნების მისაღ­წევად მას­­წავლებლებს შეუძ­­ლიათ სხვადასხვა სტრატეგიის დასახვა და სხვადასხვა მეთოდის გამოყენება. როგორც წესი, მათ ხშირად უწევთ სწავლების მრა­­ვალი სტრატეგიიდან ერთ-ერთის ამორ­ჩე­ვა, რომლის წარმატებაც დამოკი­­დებულია არა­­-ერთ ფაქტორზე (მოსწავლეთა რაო­­დენობაზე, საგანზე და ა.შ.) კვლევა სწორედ იმისთვის ტარდება, რომ ახალი სტრატეგია და მეთოდები მოსწავლეთა საჭი­რო­ებებს მოერგოს, გათვალის­წი­ნე­ბული იყოს მათი გამოყენების მოსა­­ლოდნელი რისკები და საფრთხეები. მასწავ­ლებ­-ლებს პრაქტიკული კვლევის საშუ­­ალებით შეუძლიათ დაადგინონ, რა მუშაობს კლასში და რა -არა. პრაქ­­ტიკული კვლევა მათ საშუალებას აძლევს, სწავლების პროცესში საფუძ­­ვლიანი და დასა­­ბუთებული, ინფორ­მაციაზე დაფუძ­ნებული გადაწყ­ვე­ტი­ლებები მიიღონ.
საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება
იმისათვის, რომ კარგად ჩამო­აყა­ლი­ბოთ საკვლევი საკითხი, დაფიქ­რ­დით: რა სახის პრობლემებია ყველაზე მეტად თვალშისაცემი თქვენს კლასში? რისი გაუმჯობე­სე­ბა გინდათ? შეგიძლიათ ჩამოწე­როთ ასეთი პრობლემების/გამოწ­ვე­ვების/სუსტი მხარეების სია და შემდეგ შეარჩიოთ ყველაზე პრიო­რი­ტეტული.
კარგ საკვლევ საკითხს სამი ძირი­­თადი მახასიათებელი უნდა ჰქონ­დეს: 1. საკითხი მნიშვნელოვანი უნდა იყოს თქვენი საგნისათვის და სასწავლო პრაქტიკისათვის; 2. კვლე­­ვის შედეგებმა აუცილებლად უნდა მიგიყვანოთ კონკრეტულ ქმედე­ბამ­დე, უნდა შეცვალოთ ან შეინარ­ჩუ­ნოთ სწავლების არჩეული სტრა­ტე­გია; 3. საკვლევი საკითხი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ კვლე­­ვის განხორციელება შესაძლებელი იყოს დროის, რესურსებისა და ძა­­-ლისხმევის ოპტიმალური გამოყე­ნე­ბის თვალსაზრისით.
საკვლევი საკითხი შეიძლება აღწე­­რი­ლობითი ხასიათის იყოს, მაგა­ლი­თად: "რამდენი მოსწავლე ასრუ­­ლებს მიცემულ დავალებებს რეგუ­­ლარულად, დროულად და ხარის­ხი­ანად?" ზოგიერთი საკვლევი საკითხი შესაძლოა მიზნად ისახავდეს გან­სხვავებულ ფაქტორებს შორის დამოკიდებულებების შესწავლას. მაგალითად, "ის ბავშვები, რომლე­ბიც კლასში აქტიურობენ, იღებენ თუ არა საკონტროლო ნაშრომებსა და ტესტებში პასიურ ბავშვებზე უკეთეს ნიშნებს?" ხშირად მასწავ­ლებლების მიერ ჩატარებული კვლევა პასუხობს შეკითხვას: "რა გავლენას ახდენს X ფაქტორი მოს­­წავლის აკადემიურ მიღწევაზე?" X ფაქტორი შეიძლება იყოს მეცადი­ნეობისთვის გამოყოფილი დრო, მშობლის ჩართულობა სასწავლო პროცესში და ა.შ.
კვლევის გამოყენება, როგორც აღვ­­ნიშნეთ, შესაძლებელია ამა თუ იმ სწავლების სტრატეგიის, ახალი მეთოდის გამოსაცდელად. ამ შემ­­თხვევაში, საკვლევი საკითხი შესა­­ბამისად უნდა ჩამოყალიბდეს. მაგა­­ლითად, თუ თქვენ უცხო ენის მას­­წავლებელი ხართ და ამჩნევთ, რომ ბავშვებმა გრამატიკული წესები კარგად იციან, მაგრამ უცხო ენაზე ზეპირ კომუნიკაციას ვერ ახერხე­ბენ, საკვლევი საკითხი ასე განსაზ­ღვრეთ: "როგორ შემიძლია მოსწავ­ლეებს განვუვითარო უცხო ენაზე ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვე­­­ვები?", "ავითარებს თუ არა დიალო­­გების ზეპირად სწავლა უცხო ენაზე ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს?”
განსჯა, განხილვა
მას შემდეგ, რაც საკვლევი საკითხი ჩამოყალიბებულია, მოაგროვეთ ინფორმაცია საკვლევი საკითხის ირგვლივ. შეგიძლიათ მოიფიქროთ სავარაუდო პასუხი/პასუხები საკვლევ შეკითხვაზე. მაგალითად, თუ თქვენი საკვლევი საკითხია: "ის ბავშვები, რომლებიც კლასში აქტი­­ურობენ, იღებენ თუ არა საკონ­ტ­როლო ნაშრომებსა და ტესტებში პასიურ ბავშვებზე უკეთეს ნიშ­ნებს?", მოიძიეთ პროფესიული ლიტერა­ტუ­რა კლასში აქტიურობასა და ტეს­­-ტებში მიღებულ ქულებს შორის კავშირზე; შეეცადეთ, გაარკვიოთ, ჩატარებულა თუ არა მსგავსი კვლევა საქართველოში; ჰკითხეთ აზრი კოლეგებს და გაიზიარეთ მათი გამოცდილება.
თუ თქვენს საკვლევ ინტერესს სწავლების რომელიმე სტრატეგიის ეფექტურობის შესწავლა წარმო­ად­გენს (მაგალითად, დიალოგების დაზეპირება უცხო ენაზე ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გასა­­ვითარებლად), მოიძიეთ პროფე­სი­ული ლიტერატურა ამ საკითხის ირგვლივ, განიხილეთ ეს საკითხი უცხო ენის სხვა მასწავლებლებთან ერთად. შეგიძლიათ მოიძიოთ, გამოუყენებიათ თუ არა ეს მეთოდი სხვა სკოლებში, სხვა მასწავლებ­ლებს და ა.შ.
კვლევის დაგეგმვა
შეადგინეთ კვლევის გეგმა, სადაც ჩამოაყალიბებთ საკვლევ შეკითხვას და ასევე იმას, თუ როგორ აპირებთ სასურველი მონაცემების შეგროვებას. აუცილებლად დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: რამდენი დრო დასჭირ­დება მონაცემების შეგროვებას? რა ინსტრუმენტებს გამოიყენებთ კვლევის დროს? როგორ შეინახავთ მონა­ცე­მებს?
კვლევის ჩატარების არაერთი გზა არსებობს. მაგალითად, შეგიძლიათ უბრალოდ ჩაიწეროთ თქვენი მოსაზ­­რებები თითოეული გაკვეთილის შემდეგ, შეადგინოთ კითხვარები, ჩაატაროთ საკლასო დაკვირვება, ჩაიწეროთ აუდიო-მასალა და ა.შ. სანამ უშუალოდ მონაცემების მოგ­­როვებაზე გადახვალთ, აუცილებ­ლად კარგად ჩამოაყალიბეთ, რა ტიპის მონაცემები გჭირდებათ, რა სიხში­­-რით უნდა შეაგროვოთ ისინი და ა.შ.
თუ სწავლების ახალი მეთოდის, ან სტრატეგიის ეფექტურობის კვლევა გსურთ, ახალი მასალის ახსნის დროს შეგიძლიათ ერთი მეთოდი ერთ კლას­ში გამოიყენოთ, მეორეში კი ახსნა ძველი მეთოდით განაგრძოთ. ის კლასი, სადაც ახალ მეთოდს იყე­­ნებთ, ექსპერიმენტული კლასი იქნება, ხოლო ის, სადაც ძველი მეთოდით აგრძელებთ მუშაობას, საკონტ­რო­ლო კლასად დარჩება. ახალი მასალის დამუშავების შემდეგ შეადარეთ ერთმანეთს ექსპერიმენტული და საკონტროლო კლასის მოსწავლეთა მიერ მასალის ათვისების დონე და სათანადო დასკვნაც გამოიტენეთ: გაამართლა თუ არა სწავლების ახალმა მეთოდმა? უნდა გახსოვ­დეთ, რომ ექსპერიმენტულ და საკონტ­რო­ლო კლასებში მოსწავლეებს დაახლოებით ერთნაირი აკადემი­ური მოსწრება და მოტივაცია უნდა ჰქონდეთ.
ასევე შეგიძლიათ ახალი მიდგომები სხვადასხვა პერიოდში გამოიკვლი­ოთ. მაგალითად, თუ გინდათ, გამოსცა­დოთ, რამდენად ამართლებს ჯგუ­­ფური მუშაობის პრინციპი ამა თუ იმ საგანში, ეს მიდგომა ერთი თვის განმავლობაში გამოიყენეთ, მომდევ­ნო თვეში კი -არა. შემდეგ შედეგები ერთმანეთს შეადარეთ.
მონაცემების შეგროვება
საკლასო კვლევის დროს მონა­ცე­მები შესაძლოა იყოს რაოდენობ­რი­ვი (მაგ. ტესტებში მიღებული ნიშნე­ბი, გამოკითხვის შედეგები) ან თვი­­სებრივი (მაგ. დიალოგები, ფოკუსჯგუფებსა თუ კლასში ჩატარე­ბუ­ლი განხილვების ჩანაწერები). შეგიძ­ლიათ კვლევა იმ მონაცემებით დაიწყოთ, რომლებიც უკვე გაქვთ: საშინაო დავალებების ნიშნები, ბავშვთა დასწრების მაჩვენებლები, საკლასო წერის ნიშნები და ა.შ. თუ დამატებითი ინფორმაცია გჭირდებათ, ისეთი მონაცემები შეარჩიეთ, რო­­მელთა შეგროვება და გაანალი­ზე­ბაც შედარებით მარტივია. მაგალითად, თუ გინდათ, დაადგინოთ, რა გავ­­ლენას ახდენს ოჯახური პირობები ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე, დაუსვით შეკითხვები მშობლებს. თუ გსურთ კლასში აქტიურობასა და ტესტებში მიღებულ ქულებს შორის კავშირის დადგენა, შეადგინეთ ბავ­­შვებზე დაკვირვების ფორმა, რომლის მიხედვითაც გაარკვევთ, რამდენად აქტიურად ებმებიან ისინი საკლასო განხილვებში (მოსწავლის აქტიური მონაწილეობა შეგიძლიათ გაზომოთ არა მხოლოდ იმით, თუ რა სიხშირით პასუხობს იგი დასმულ შეკითხვებს, ან თავად სვამს მათ, არამედ იმით, თუ რა ტიპის შეკითხვებს სვამს და რამდენად კარგად პასუხობს).
ზოგადად, უნდა შეეცადოთ, სხვა­­-დასხვა ტიპის მონაცემები შეაგ­როვოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ თანმიმდევრული ხართ. ეს საშუ­ალებას მოგცემთ, შედეგი სხვა­დასხვა წყაროდან გადაამოწმოთ, რაც თქვენს კვლევას მეტ სანდო­ობას შესძენს. მაგალითად, თუ გსურთ, გამოიკვლიოთ, რამდენად ეფექტური იყო სწავლების ესა თუ ის მეთოდი, შეგიძლიათ დასკვნა გამოიტანოთ საგამოცდო ნიშნებზე, გაკვეთილის განმავლობაში აქტიუ­რობაზე, დასმულ შეკითხვებზე, მოსწავლეთა ქცევაზე დაკვირვების შედეგად. ასევე საინტერესო ინ­­-ფორმაციას მიიღებთ, თუ მოსწავ­ლეებს სწავლების მეთოდის შეფა­სებას სთხოვთ.
მონაცემების გაანალიზება
მონაცემთა ანალიზის მიზანს საინ­­ტერესო ტენდენციების აღმოჩენა წარმოადგენს, მაგალითად, სწავ­ლების ახალი მეთოდის გამოყე­ნე­ბის შედეგად გაუმჯობესდა თუ არა მოსწავლეების შედეგები? არის თუ არა კავშირი სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობასა და მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას შორის? მონაცემთა ანალიზის შედეგად თქვენ კვლევის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე პასუხი უნდა მიიღოთ.
მოქმედება
მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნები შესაბამისი ზომების მიღებისას გაითვალის­წი­ნეთ. გახსოვდეთ, კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები აუცილებ­ლად უნდა გამოიყენოთ პრაქტიკაში. მაგალითად, თუ სწავლების ახალი მეთოდის გამოყენება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას ზრდის, გა­­ნაგრძეთ ამ მეთოდის გამოყენება და უფრო ფართოდ დანერგეთ იგი. თუ აღმოჩნდა, რომ ესა თუ ის მეთო­­-დი არ ამართლებს და მისი დახმა­რებით ვერ აღწევთ იმ მიზანს, რომელიც დასახული გქონდათ, დაუბრუნდით ძველ მეთოდებს.
განხილვა და გაზიარება
გაუზიარეთ თქვენი დასკვნები კო­­ლეგებს. შეგიძლიათ კვლევის შედე­­გების განხილვა მოაწყოთ საგნობ­რივ კათედრებზე, სხდომებზე, მშობ­­ლებთან და ბავშვებთან. ამ ეტაპზე კარგი იქნება, თუ საკუთარ კვლევას გადახედავთ და ნახავთ, რამ იმუშავა კარგად და რამ - არა. შესაძლოა, კვლევის შედეგებიდან გამომდინა­რე, სხვა, ახალი კვლევის საჭიროებაც გაჩნდეს. კვლევის პროცესი ციკ­ლუ­რია და ყოველი ეტაპის დასრუ­ლების შემდეგ, როგორც წესი, ახალი ეტაპი იწყება.
რაც მთავარია, პრაქტიკული საკ­­ლასო კვლევის ჩატარება ძალიან ადვილია. სინამდვილეში, ამას ბევრი მასწავლებელი ყოველდ­ღი­ურად აკეთებს (მოსწავლეთა აკა­­დემიური მოსწრების შესახებ მო­­ნაცემების შეგროვება და შენახვა, მოსწავლეებზე დაკვირვება, ახალი სასწავლო მეთოდების გამოცდა). როცა ამ მოქმედებებს ორგანიზე­ბული და სტრუქტურირებული სახე აქვს, გაცილებით მეტი სასარგებ­ლო ინფორმაციის მიღება შეიძლება, რომელსაც მასწავლებელი გააანა­ლიზებს და სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად გამოიყენებს.

Sunday, January 24, 2016

რას ნიშნავს კარგი გაკვეთილი?

რას ნიშნავს, როგორია  კარგი გაკვეთილი?  ეს კითხვა სასკოლო  სფეროში დასაქმებული ადამინიებისთვის  საინტერესოა,  ალბათ,  ყველას  აქვს ნაფიქრი ამ თემის შესახებ.
მიმდინარე წლიდან  საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას შეიძენს, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც განათლების სამინისტროს ოფიციალური პირებისგან ითქვა,  სახელმწიფო დაიწყებს ვიდეო გაკვეთილების შეფასებას.  ეს იქნება გარე შეფასების კომპონენტი, ახალი სქემის მიხედვით.
შეფასებას  სჭირდება გარკვეული კრიტერიუმები,  რითაც უნდა იხელმძღვანელოს შემფასებელმა, ამ შემთხვევაში, შეფასებისა  და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა.  თუ რა კრიტერიუმებია, რომელიც განსაზღვრავს რომელი ჩაითვლება კარგ გაკვეთილად,  რომელი არა?  ამ ეტაპზე არ არის ცნობილი,  ამიტომ “სასკოლო კვლევების ცენტრმა” შეაჯამა ის ცოდნა,  რაც ამ საკითხზე არსებობს თვითონ პრაქტიკოსებში. ამ მიზნით,  ჩატრადა ონლაინ გამოკითხვა, სადაც 30- მდე მონაწილემ ( მასწავლებლები, მშობლები , მოსწავლეები) გამოთქვა საკუთარი აზრი,  იმაზე, თუ რას ნიშნავს კარგი გაკვეთილი.  ასევე მოხდა საერთაშორისო  ექსპერთა ნააზრევის გაანალიზება. შედეგად,  ჩამოყალიბდა რამდენიმე კრიტერიუმი,  რაც უნდა ახასიათებდეს კარგ გაკვეთილს.
ვფირობთ,  აღნიშნული კრიტერიუმების  ცოდნა დაეხმარება  პედაგოგებს, დირექტორებს და სხვა თემით დაინტერესებულ პირებს  საკუთარ საქმიანობაში.
კრიტერიუმები:
  • მოსწავლეთა  ჩართულობა
კარგია გაკვეთილი,  როცა  მიუხედავად  რაოდენობისა,  ყველა მოსწავლეა მასში ჩართული. ყველას ჩართულობა  შეიძლება გულისხმობდეს,  როგორც ყველა მოსწავლის  ერთ რაიმე დავალებაზე ფოკუსირებას,  ასევე  ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეების აქტივობებს.  მთავრია, რომ არც ერთი მოსწავლე არ იყოს გაკვეთილის დროს გამოთიშული იმ პროცესისაგან,  რასაც პედაგოგი წარმართავს.  ამას მასწავლებელი უნდა აღწევდეს მხოლოდ მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობაზე მანიპულირებით და არა ძალდატანებით.
ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:
“ კარგია გაკვეთილი, როცა მასწავლებელი ყველანაირად  ცდილობს, საინტერესოდ მიაწოდოს ინფორმაცია და მოსწავლეებს არ აძლევს გაკვეთილიდან გათიშვის საშუალებას, სხვადასხვა აქტივობებით  რომ არის გაკვეთილი დატვირთული და არა სიმკაცრით და დასჯით.”
  • თანაბარი ყურადღება ყველა მოსწავლეს
კარგია გაკვეთილი, როცა ყველა მოსწავლეს ეთმობა თანაბარი ყურადღება, არა მარტო მასწავლებლის,  არამედ სხვა მოსწავლეების მხრიდანაც, რა თქმა უნდა, ამ პროცესს მასწავლებელი წარმართავს.
ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე მშობლის მოსაზრება:
“კარგი გაკვეთილი აუცილებელია იყოს თანამედროვე მეთოდებითა და აქტივობებით გამდიდრებული, წინასწარ დაგეგმილი და მორგებული თითოეულ მოსწავლეზე. ყველაზე სუსტი, გაუბედავი მოსწავლეც კი უნდა მონაწილეობდეს საგაკვეთილო პროცესში. კარგი გაკვეთილი უნდა იწყებოდეს განწყობის შექმნით,  მიზნების გაცნობითა და ჩასატარებელი აქტივობების მოკლე მიმოხილვით. გასათვალისწინებელია წინარე ცოდნა, მაგრამ ახალი საინტერესო მასალაც გარკვევით უნდა მივაწოდოთ მათ. მოსწავლეების მოსაზრებები უნდა იყოს პრიორიტეტული, მასწავლებელმა უნდა მოახდინოს მათი მანიპულირება, გამართოს დისკუსიები და მოითხოვოს არგუმენტირებული პასუხები.  გამოიყენოს გრაფიკული მაორგანიზებლები, მოძიებული ვიდეომასალები, აღნიშნული საკითხის უკეთ გაცნობის მიზნით, შექმნას პრეზენტაციები და კლასის მართვის პროგრამით ან პროექტორის საშუალებით გაუზიაროს მოსწავლეებს”
  • უნარების განვითარება
კარგი გაკვეთილი აუცილებლად უნდა იყოს მიმართული მოსწავლეებში რაიმე კონკრეტული უნარის ან  უნარების განვითერებაზე. მაგალითად, ეფექტური  კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნების,  ადაპტაციის უნარები. ამისთვის საჭიროა, რომ შინაარსის გარდა  დიდი ყურადღება იყოს დათმობილი  სწავლების მეთოდზე, ანუ იმაზე,  თუ როგორ  ასწალის პედაგოგი. სწორედ მეთოდები განსაზღვრავენ უნარების განვითარებას ბავშვებში.  მაგალითად,  ჯგუფური სამუშაოებით ისინი სწავლობენ გუნდური მუშაობის უნარს, რაც საკმაოდ ფასობს დღეს. ტექნოლოგიის გამოყენებით გაკვეთილზე იძენენ ტექნოლოგიის მართვის უნარებს.
ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:
“გაკვეთილი კარგია მაშინ, როცა სასწავლო  მეთოდები შესაბამისობაშია აქტივობასთან, როცა თითოეული აქტივობის შემდეგ მიღწეულია შედეგი. ხდება არსებული ცოდნისა და ინფორმაციის შეჯერება, გამოწვევის ფაზაზე გაღვიძებული ინტერესის შენარჩუნება და განმტკიცება. კარგად დაგეგმილი გაკვეთილი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა საჭიროებების განვითარებას.”
  • მასწავლებლის  როლი
კარგია გაკვეთილი, როცა მასწავლებელი  ასრულებს   აქტივატორის როლს სააზროვნო კითხვების დასმით,   არ უთმობს  დიდი დროს საკუთარ საუბარს, აძლევს მოსწავლეებს  აზრების გამოთქმის საშუალებას.
ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:
“კარგია გაკვეთილი, როცა ძირითადად აქტიურები არიან ბავშვები და მასწავლებელი არის ფასილიტატორის როლში, ოღონდ არა  მარტო ერთეული მოსწავლეები  აქტიურობენ, არამედ ყველა შეძლებისდაგვარად”
 ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე მოსწავლის მოსაზრება:
“რას ნიშნავსკარგი გაკვეთილი ? – გაკვეთილი ნიშნავს სასკოლო პროცესს,  რომელშიც ერთდროულად იქნება დისკუსია და პოზიციების გაცვლა- გამოცვლა და არა მასწავლებლის გაუთავებელი შენიშვნები !”
  • ტექნოლოგიების გამოყენება
კარგი გაკვეთილი  აუცილებლად უნდა იყენებდეს შესაბამის ტექნოლოგიას.  რაც სწავლას გაცილებით საინტერესოს ხდის.
ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე  პედაგოგის მოსაზრება:
“კარგი გაკვეთილია, როცა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებითაა გაკეთებული”

“კარგად დაგეგმილი პროცესი, მიზნის შესაბამისი მრავალფეროვანი აქტივობები, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობი და შეფასება, რომელსაც აკეთებენ მოსწავლეები მაწავლებლის დახმარებით .რესურსების მრავალფეროვნება “ 
  • საკლასო ოთახის დიზაინი
კარგია გაკვეთილი,  სადაც საკლასო ოთახის დიზაინი,   მერხების განლაგება, წყობა  შეესაბამება კონკრეტულად იმ გაკვეთილის თემას და აქტოვიბას.  კარგია, თუ  მოსწავლეები გაკვეთილის დაწყების წინ თვითონ იზრუნებენ გარემოს  დიზაინზე. მასწავლებელი კი ამ ყველაფრის ინიციატორი და ხელშემწყობი იქნება.
  •  კარგი გაკვეთილის შედეგი
კარგი გაკვეთილი  უნდა ანგრევდეს  მოსწავლეებში გარკვეულ სტატუს-ქვოს აზროვნების თვალსაზრისით,  ანუ კარგი გაკვეთილი მოსწავლისთვის უნდა იყოს რაიმე ახლის აღმოჩენის საშუალება. უნდა  უტოვებდეს  მათ საფიქრალს, უნდა აფიქრებდეს მათ  გაკვეთილის შემდეგაც საგაკვეთილო თემაზე.
  • კავშირი რეალურ ცხოვრებასთან
კარგია გაკვეთილი, როცა მოსწავლე ხედავს უშუალო კავშირს მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და სწავლას შორის,  საგაკვეთილო თემა აბსტრაქტული არ უნდა იყოს.
  •  სახალისო
კარგია გაკვეთილი,  როცა  მოსწავლეებს  უხარიათ იქ შესვლა  არის სახალისო, გარკვეულიწილად.
გამოკითხვაში მონაწილე დაწყებითი კლასების პედაგოგი:
“სტრუქტურულად გამართული აქტივობები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს პროგრამასთან, მოსწავლეთა დონე და შესაძლებლობები კი გათვალისწინებული უნდა იყოს. რესურსები დახვეწილი და საგაკვეთილო მასალას მისადაგებული. შეფასება გამჭვირვალე და ობიექტური.სახალისო და დაძლევადი”
ნახეთ  გამოკითხვაში მინაწილეთა მიერ გამოთქმული  სხვა საინტერესო მოსაზრებებებიც:
“კარგი გაკვეთილი არის ის 45 წუთი, როდესაც ბავშვები საათს არ უყურებენ. არიან ჩართულები გაკვეთილის მსვლელობაში, სვამენ თემატურ კითხვებს, იღებენ ზუსტ და ამომწურავ პასუხებს – ოღონდ აქ არ ვგულისხმობ გამზადებულ და ლექსად ნასწავლ პასუხებს. საუკეთესო გაკვეთილი ისაა, სადაც ზმნის უღლებასაც სწავლობ, ან ტრიგონომეტრიასაც და მათ ცხოვრებისეულ დანიშნულებასაც”, – სტუდენტი.
“რაც მთავარია, გაკვეთილზე მასწავლებლი უნდა ახორციელებდეს დროულ და კონსტრუქციულ უკუკავშირს, განმავითარებელ შეფასებას.  მოსწავლეები კი უნდა ახდენდნენ ვარაუდების გამოთქმას ურთიერთშეფასებასა და თვითშეფასებას,” – პედაგოგი.
“თითოეული  გაკვეთილისთვის (და არა  მხოლოდ ,,ღია გაკვეთილისთვის”) კარგი  პედაგოგი კარგადაა  მომზადებული. ასეთ გაკვეთილზე მასწავლებელი ბოლომდე  იხარჯება, მოსწავლეების დაინტერესებაზე ზრუნავს,  კლასში რთულ  საკითხებს  მარტივად  გადმოსცემს და პროგრამას ხელოვნურად  არ ართულებს, ნებისმიერ  კითხვაზე  არადამთრგუნველი  პასუხის გაცემა შესწევს. ვფიქრობ,  მხოლოდ  ამ შემთხვევაში  და  ასეთმა პედაგოგმა უნდა მიიღოს კლასში საკუთარი მოსწავლეებისაგან  შედეგი. საბედნიეროდ,  ასეთი პედაგოგები  მრავლად არიან, სწორედ ასეთები  უნდა ქმნიდნენ ამინდს სკოლაში  და არა ის მასწავლებლები,  რომლებიც უსამართლობას, შუღლს, დაზუთხვას, დამატებითი გაკვეთილების აუცილებლობას   აიძულებენ და  სასწავლო პროცესში  ძალადობრივ  მეთოდებს  იყენებენ.  საქართველოში სკოლების მთავარი პრობლემა – ავტორიტარიზმია.  მოსწავლეს  კლასში რა უნდა მოსთხოვოს მოძალადე პედაგოგმა”, – მშობელი.
“გაკვეთილი გამოვა კარგი, თუ, უპირველეს ყოვლისა, მოხდება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პოლუსების დაახლოება, იერარქიის დაძლევა, მაგრამ არა ურთიერთპატივისცემის გაქრობის ხარჯზე, პირიქით – მოსწავლე პედაგოგისგან იმხელა პროფესიონალიზმს, თავმდაბლობას  და სიყვარულს უნდა გრძნობდეს, რომ ადამიანურობა გადამდები აღმოჩნდეს მოსწავლეზე. ხოლო, თუ რა არის პროფესიონალიზმი პედაგოგისგან, მოგახსენებთ, რომ პროფესიონალი პედაგოგი ქვია ისეთს, რომელიც, ისე წარმართავს გაკვეთილს, რომ მოახდენს პრობლემების წამოჭრას, რაც უდაოდ გამოიწვევს მოსწავლეების ჩართულობას და, შესაბამისად, განავითარებს ანალიტიკურ აზროვნებასაც. საშუალო განათლების საბოლოო მიზანიც ხომ ეს უნდა იყოს – საზოგადოებას შემატოს საღად მოაზროვნე სუბიექტი, თუნდაც, მან აღარ გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში,”-  პედაგოგი. 
“პირველ რიგში, გაკვეთილი უნდა იყოს კარგად დაგეგმილი,რომლის დროსაც მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი კომპონენტები: მიზანი,წინარე ცოდნა,აქტივობები-შესაბამისი გაკვეთილის მიზანთან,სასწავლო მეთოდები-შესაბამისი აქტივობასთან,სასწავლო რესურსები,აქტივობისთვის დრო,კლასის ორგანიზების ფორმები, მიღწეულიშედეგი და შეფასება”,- პედაგოგი
სასკოლო კვლევების ცენტრი

Saturday, January 23, 2016

წამ­ყ­ვა­ნი­დან მენ­ტო­რამ­დე

წამ­ყ­ვა­ნი­დან მენ­ტო­რამ­დე
ახა­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მხო­ლოდ 184-მა პე­და­გოგ­მა მი­ი­ღო. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­ში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სწო­რედ წამ­ყ­ვანი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც 2011-2014 წლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში მი­ი­ღეს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბებ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ­ნე­ბი­ან პირ­ვე­ლი მენ­ტო­რე­ბი, ამავ­დ­რო­უ­ლად, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წილს ასე­ვე და­უგ­როვ­და და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბებ­ში კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი, რაც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, 2016-2017 სას­წავ­ლო წელს სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბით, წამ­ყ­ვან მას­წავ­ლე­ბელ­თა რი­გებს შე­უ­ერ­თ­დ­ნენ. წამ­ყ­ვან მას­წავ­ლებ­ლებს 5-წლი­ა­ნი ვა­და ეძ­ლე­ვათ შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თ­ვის, გზა მენ­ტორ­ამ­დე 25 კრე­დიტ­ქუ­ლის მო­პო­ვე­ბას გუ­ლის­ხ­მობს; წამ­ყ­ვან მას­წავ­ლე­ბლებს ასე­ვე შე­უძ­ლიათ სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ამის­თ­ვის მათ სა­ვალ­დე­ბუ­ლო თუ და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ და 17 კრე­დიტ­ქუ­ლა მო­აგ­რო­ვონ; არა­საკ­მა­რი­სი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ პო­ზი­ცი­ის დათ­მო­ბა მო­უ­წევთ და უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუსს და­უბ­რუნ­დე­ბი­ან.
რა ტი­პის სა­ვალ­დე­ბუ­ლო და და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­უ­წევს წამ­ყ­ვან მას­წავ­ლე­ბელს სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად, ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის კონ­სულ­ტან­ტი მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი.
— წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი სის­ტე­მა­ში ცო­ტა გვყავს, მაგ­რამ ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ უფ­როს­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა მოკ­ლე ვა­და­ში მო­ა­ხერ­ხონ სტა­ტუ­სის შეც­ვ­ლა და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე გა­დას­ვ­ლა.
წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი რე­ა­ლუ­რად არის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ კლას­ზე აგებს პა­სუხს, არა­მედ შე­უძ­ლია გას­ც­დეს სა­კუ­თარ კლასს და კა­თედ­რა­ზე კო­ლე­გას გა­უ­წი­ოს კონ­სულ­ტი­რე­ბა,.მას აქვს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა მხოლოდ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის (კარ­გად ას­წავ­ლოს და უკეთ გა­ნუ­ვი­თა­როს უნარ-ჩვე­ვე­ბი), არა­მედ მთე­ლი სკო­ლი­სათ­ვის. აქ­ტი­ვო­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა­ზეა მორ­გე­ბუ­ლი.
— რამ­დე­ნი კრე­დიტ­ქუ­ლა უნ­და და­აგ­რო­ვოს წამ­ყ­ვან­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად და რა ვა­დებ­ში მო­უ­წევს მას ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლება?
— ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ისე­ვე რო­გორც უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, გვაქვს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გზე­ბი — შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და წინ წა­სას­ვ­ლე­ლად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ჯა­მუ­რად, სა­ჭი­როა 17 კრე­დიტ­ქუ­ლის დაგ­რო­ვე­ბა, აქე­დან 10 — სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი­დან, 7 კი — და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­დან. ხო­ლო იმის­თ­ვის, რომ წამ­ყ­ვან­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მენ­ტო­რის სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვოს, უნ­და და­აგ­რო­ვოს 25 კრე­დიტ­ქუ­ლა — 15 სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ხო­ლო 10 — და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით.
რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კრე­დი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, წი­ნა სა­ფე­ხუ­რებ­თან შე­და­რე­ბით, მე­ტია, აქ­ტი­ვო­ბე­ბიც რთულ­დე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. ასე­ვე სტა­ტუ­სის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი ვა­დაც შეც­ვ­ლი­ლია — თუ პრაქ­ტი­კო­სი და უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლია 4 წე­ლი, მათ ვა­და კი­დევ ერ­თი წლით ეზ­რ­დე­ბათ და 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ აქ­ტი­ვო­ბე­ბი, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სტა­ტუ­სი ან და­წი­ნა­ურ­დ­ნენ პრო­ფე­სი­ა­ში, ამას კი­დევ ემა­ტე­ბა სა­პი­ლო­ტე წე­ლი თუ­კი ეს მათ დას­ჭირ­დე­ბათ. უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, თუ­კი წამ­ყ­ვან­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გან­საზღ­ვ­რულ ვა­და­ში ვერ და­აგ­რო­ვა სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბ­ლად დად­გე­ნი­ლი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი (ანუ 17 კრე­დიტ­ქუ­ლა), ჩა­მო­დის უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე. უფ­როსი მას­წავ­ლე­ბლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­მა­ტე­ბით ეძ­ლე­ვათ ერ­თი წე­ლი­წადი, რად­გა­ნაც ვერც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში პრაქ­ტი­კო­სის სა­ფე­ხურ­ზე ვე­ღარ ჩა­მო­ი­ნაც­ვ­ლებენ, რად­გან, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ პრაქ­ტი­კო­სის სტა­ტუ­სი, ამ დრო­ის­თ­ვის, აღარ იქ­ნება.
— რა სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სჭირ­დე­ბა წამ­ყ­ვან მას­წავ­ლე­ბელს?
— ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი და ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­სა­კე­თე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბა სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბაა. სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლი, ზო­გა­დად, ჩვე­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის­თ­ვის დი­დი სი­ახ­ლე არ არის, რად­გან, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასეთ გაკ­ვე­თი­ლებს მას­წავ­ლებ­ლე­ბი ატა­რებ­დ­ნენ.
სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, სკო­ლა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს გამ­ც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის კულ­ტუ­რა და უფ­რო გა­მოც­დილ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა თა­ვი­სი სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა სხვა მას­წავ­ლებ­ლებს გა­უ­ზი­ა­როს.
გა­ნი­საზღ­ვ­რა სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის ოთხი ტი­პი, მათ შო­რის, ერთ-ერ­თი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლია, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გაკ­ვე­თი­ლად მი­იჩ­ნე­ვა — მოს­წავ­ლე შე­ძე­ნილ ცოდ­ნა­სა და უნა­რებს ერ­თი საგ­ნის­თ­ვის არ იძენს. სა­ჭი­როა, რომ მან შეძ­ლოს ცოდ­ნის და უნარ-ჩვე­ვე­ბის სხვა­გან გა­მო­ყე­ნე­ბა — ის მხო­ლოდ ამ სა­გან­ში ნიშ­ნის მი­სა­ღე­ბად არ სწავ­ლობს, შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ტეგ­რა­ცია სწო­რედ ცოდ­ნის ტრან­ს­ფერს, ანუ გა­და­ტა­ნას უწყობს ხელს — ეს ასე­ვე იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მოს­წავ­ლემ თე­მე­ბი და უნა­რე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან და­ა­კავ­ში­როს და შემ­დ­გომ უკ­ვე რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც შეძ­ლოს მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ­დე­ნად, ერთ-ერ­თი სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის ტი­პი, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ა­ტა­როს, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლია.
სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის მე­ო­რე ტი­პი გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა­კენ მი­მარ­თუ­ლი გაკ­ვე­თი­ლია. 2011-16 წლის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. სულ 9 გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცია გა­მო­ი­ყო­ფა, თუმ­ცა, მას­წავ­ლე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ამას ნაკ­ლებ ყუ­რადღე­ბას უთ­მობ­და. პე­და­გო­გე­ბი იმ გამ­ჭოლ კომ­პე­ტენ­ცი­ებს ავი­თა­რებ­დ­ნენ, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნუ­ლად ერ­წყ­მო­და მათ სა­განს. მა­გა­ლი­თად, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა და გე­ოგ­რა­ფია ეკო­წიგ­ნი­ე­რე­ბას მე­ტად აქ­ცევ­და ყუ­რადღე­ბას; მა­თე­მა­ტი­კა — რა­ო­დე­ნობ­რი­ვი წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ქარ­თუ­ლი და უცხო ენე­ბი წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობ­დ­ნენ ხელს. ამ­დე­ნად, არც გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­ნერ­გ­ვა იქ­ნე­ბა სი­ახ­ლე, ეს ერ­თ­გ­ვა­რი სტი­მუ­ლია, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა მათ გან­ვი­თა­რე­ბას მი­აქ­ცი­ოს ყუ­რადღე­ბა. სწო­რედ ამ მიზ­ნით ჩა­ი­დო სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის ერთ-ერთ ტი­პად გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი.
მე­სა­მე ტი­პის სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლი ინო­ვა­ცი­ე­ბის, სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვაა. მა­გა­ლი­თად, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი სი­ახ­ლე, ასე­ვე, მა­გა­ლი­თად, ის აღ­მო­ჩე­ნე­ბი, რა­საც ასე მრავ­ლად აქვს ად­გი­ლი მსოფ­ლი­ო­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ. მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვაც ინო­ვა­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლის ტიპ­ში გა­დის. შე­სა­ბა­მი­სად, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, მოს­წავ­ლე­ებ­საც მი­ა­წო­დოს ეს სი­ახ­ლე­ე­ბი მათ­თ­ვის გა­სა­გებ ენა­ზე და, ამავ­დ­რო­უ­ლად, სხვა მას­წავ­ლებ­ლებ­საც გა­უ­ზი­ა­როს გა­მოც­დი­ლე­ბა.
მე­ოთხე ტი­პის სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლი — პრობ­ლე­მა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მა­ტია — მას­წავ­ლე­ბე­ლი ღი­ად სვამს გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის პრობ­ლე­მას, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის არც ძა­ლი­ან ნაც­ნო­ბია და, ამავ­დ­რო­უ­ლად, არც იმ­დე­ნად რთუ­ლი, რომ ვერ მო­ა­ხერ­ხონ მი­სი გა­დაჭ­რა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის, რომ მოს­წავ­ლე­ებს პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის უნა­რე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­დეთ. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ტი­პის აქ­ტი­ვო­ბა პრობ­ლე­მა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბაა და ის მას­წავ­ლე­ბელს შე­იძ­ლე­ბა სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თილ­ში ჩა­ეთ­ვა­ლოს.
ამ­დე­ნად, სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლე­ბის ტი­პე­ბი გან­საზღ­ვ­რუ­ლია და უფ­რო დე­ტა­ლუ­რად, თუ რო­გორ უნ­და და­გეგ­მონ ასე­თი გაკ­ვე­თი­ლი და რა რუბ­რი­კე­ბით შე­ფას­დე­ბა იგი, ამ კვი­რა­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რის შემ­დე­გაც მათ სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ. სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თილს შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი და კა­თედ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წ­რე­ბი­ან.
წამ­ყ­ვან­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 10 სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლი უნ­და ჩა­ა­ტა­როს იმის­თ­ვის, რომ მენ­ტო­რის სტა­ტუ­სი მი­ღოს, ხო­ლო წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად 5 სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბაა საკ­მა­რი­სი.
ერთ-ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბაა სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვა. ად­რე აღ­ვ­ნიშ­ნავ­დით, რომ მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის აუცი­ლებ­ელი იყო სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ვამ­ბობთ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სკო­ლა­ში სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი დგე­ბა, აუცი­ლე­ბე­ლია მას­წავ­ლე­ბელ­მა, რო­მელ­საც უფ­რო მა­ღა­ლი სტა­ტუ­სი აქვს, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვა. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნადაა მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ან რამ­დე­ნად ობი­ექ­ტუ­რია სკო­ლა­ში შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა, — გა­მო­იკ­ვ­ლი­ოს, რამ­დე­ნად ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი სკო­ლა­ში; მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა ნა­წი­ლი არ­თ­მევს უკეთ თავს, რა ნა­წი­ლი — ნაკ­ლე­ბად; ან აღ­ნიშ­ნავს თუ არა ერ­თი და იგი­ვე ქუ­ლა, პა­რა­ლე­ლურ გა­ნა­ყო­ფებ­ში, ბავ­შ­ვე­ბის ერ­თი და იმა­ვე ცოდ­ნას და უნარ-ჩვე­ვებს. ამ­დე­ნად, სა­ჭი­როა და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, მა­გა­ლი­თად, გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ის რუბ­რი­კე­ბი, რო­მელ­საც მას­წავ­ლებ­ლე­ბი იყე­ნე­ბენ და ა.შ. ან დად­გინ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და გა­ი­ცე­მა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ამ პრობ­ლე­მის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად. გარ­და ამი­სა, სკო­ლა­ში შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს კი­დევ სხვა ტი­პის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის უკეთ და­ნერ­გ­ვა სკო­ლა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს იმ ტი­პის კვლე­ვე­ბი, რო­მე­ლიც სკო­ლას გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.
წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ასე­ვე ვალ­დე­ბუ­ლე­ბად იქ­ცა (რად­გან უკ­ვე გა­მოც­დი­ლე­ბი არი­ან და გარ­კ­ვე­უ­ლი პრაქ­ტი­კა აქვთ) სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. ამ ტი­პის აქ­ტი­ვო­ბად გა­ნი­საზღ­ვ­რა სას­წავ­ლო რე­სურ­სის ან რე­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მომ­ზა­დე­ბა. ამ აქ­ტი­ვო­ბას ჰქვია, „სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის მომ­ზა­დე­ბა ან რე­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შექ­მ­ნა“. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სტა­ტია, მე­თო­დუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, ანუ მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა მო­ამ­ზა­დოს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის რე­სურ­სი და, შე­სა­ბა­მი­სად, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კრე­დი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც.
მთლი­ა­ნო­ბა­ში, მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მა­ძი­ე­ბელ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, ძი­რი­თად სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში სტა­ტუ­სის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი სა­ერ­თო 25 კრე­დიტ­ქუ­ლი­დან, 15 კრე­დიტ­ქუ­ლა უნ­და მო­ი­პო­ვოს, ხო­ლო შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად — 17-დან 9.
სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის და მი­სა­ნი­ჭე­ბე­ლი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის მოკ­ლე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე­თია:
1) სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლი — 1 კრე­დიტ­ქუ­ლა — ჯა­მუ­რად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა მო­აგ­რო­ვოს 5, გა­და­სას­ვ­ლე­ლად — 10;
2) სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვა — 2 კრე­დიტ­ქუ­ლა;
3) რე­სურ­სე­ბის მომ­ზა­დე­ბა — 1-დან 6 კრე­დიტ­ქუ­ლამ­დე.
არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს ისიც, რომ წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ისე­ვე რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ავ­სებს თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარს და ად­გენს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­მოქ­მე­დო გეგ­მას. ყვე­ლა­ფე­რი ეს სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, მაგ­რამ, რო­გორც უკ­ვე ცნო­ბი­ლია, არ­ცერ­თი მათ­გა­ნი კრე­დიტ­ქუ­ლის მომ­ტა­ნი არ არის.
— ეს, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბებს. კი­დევ რა და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით შე­უძ­ლი­ათ მას­წავ­ლებ­ლებს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა?
— და­ნარ­ჩე­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, მა­გა­ლი­თად, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რო­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რო­ბის­თ­ვის და გან­სა­კუთ­რე­ბით ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის­თ­ვის წი­ნას­წარ გა­ნი­საზღ­ვ­რა, რა ტი­პის კომ­პე­ტენ­ცი­ებს უნ­და ფლობ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი რო­გორც პრო­ფე­სი­ულ, ისე პი­როვ­ნულს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ მა­ღა­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბე­ლი ბევ­რად უფ­რო იმ­სა­ხუ­რებს შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­ში ყოფ­ნას, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვიდ­რე სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბი. შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რო­ბა — ფა­სი­ლი­ტა­ტო­რო­ბა — სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფას­დე­ბა 3 კრე­დიტ­ქუ­ლით (ვი­ნა­ი­დან ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი 3 წლით ირ­ჩე­ვა), ხო­ლო კა­თედ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­ში ყოფ­ნა 1 კრე­დიტ­ქუ­ლის მომ­ტა­ნია.
ამავ­დ­რო­უ­ლად, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მას­წავ­ლე­ბე­ლი სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე იყოს, რად­გან მას უკ­ვე შეუძლია სხვა მას­წავ­ლებ­ლებ­საც გა­უ­ზი­ა­როს საკუთარი გა­მოც­დილება პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შექ­მ­ნით. ამას­თა­ნა­ვე, ისე­ვე რო­გორც სხვა და­ნარ­ჩენ პე­და­გო­გებს, მას შე­უძ­ლია, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და ტრე­ნინ­გებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ამით კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა. კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 1 კრე­დიტ­ქუ­ლით ფას­დე­ბა, ტრე­ნინ­გ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კი, სატ­რე­ნინ­გო სა­ა­თე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 25 სა­ა­თი — 1 კრე­დიტ­ქუ­ლა.
ასე­ვე, 1 კრე­დიტ­ქუ­ლის მომ­ტა­ნია სტა­ჟი­რე­ბა, პრაქ­ტი­კის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მის კონ­ცეფ­ცია შე­იც­ვა­ლა და ძა­ლი­ან დი­დი რო­ლი ენი­ჭე­ბა სტუ­დენ­ტის პრაქ­ტი­კას. წამ­ყ­ვან მას­წავ­ლე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, უხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს სტუ­დენ­ტის პრაქ­ტი­კას — მხა­რი და­უ­ჭი­როს და და­ეხ­მა­როს მას გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­გეგ­მ­ვა­ში, ასე­ვე და­ის­წ­როს გაკ­ვე­თილ­ზე და მას­თან ერ­თად იმუ­შა­ოს, რომ სტუ­დენ­ტ­მა შე­ი­ძი­ნოს ის სა­ჭი­რო უნა­რე­ბი, რაც პე­და­გო­გის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია. ამ და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბა­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი 2 კრე­დიტ­ქუ­ლას მი­ი­ღებს.
მას­წავ­ლე­ბელს, ტრე­ნინგ-მო­დუ­ლის შექ­მ­ნა კრე­დიტ­ქუ­ლას მო­უ­ტანს. აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ტრე­ნინგ-მო­დუ­ლის ავ­ტო­რო­ბა 2 კრე­დიტ­ქუ­ლით ფას­დე­ბა. კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მებ­სა და პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თაც, რო­მელ­თა შე­ფა­სე­ბა 1-დან 4 კრე­დიტ­ქუ­ლამ­დეა. პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რაც მას­წავ­ლებ­ლებს კრე­დიტ­ქუ­ლებს მო­უ­ტანს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მი­ერ არის ბრძა­ნე­ბით გან­საზღ­ვ­რუ­ლი.
ეს ის და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბია, რო­მე­ლიც წამ­ყ­ვან­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.
— 25 დე­კემ­ბერს დას­რულ­და 2011-2015 წლებ­ში სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცე­სი. შე­დე­გე­ბი, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, და­ეხ­მა­რე­ბა პე­და­გო­გებს და­გეგ­მონ და გან­საზღ­ვ­რონ მომ­დევ­ნო აქ­ტი­ვო­ბე­ბი. რო­გო­რია სუ­რა­თი, უნ­და ვე­ლო­დოთ თუ არა ცვლი­ლებს, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე და რო­დის?
— მას­წავ­ლებ­ლებ­ს, ძვე­ლი სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბით, შე­ევ­სოთ და­მა­ტე­ბი­თი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის წი­ლი, ეს მათ სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ მო­ა­ხერ­ხეს. მათ კვლავ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი რჩე­ბათ სა­ვალ­დე­ბუ­ლო/ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. მას შემ­დეგ, რაც გა­მოცხად­და შე­ფა­სე­ბე­ბი, თუ რამ­დე­ნი კრე­დიტ­ქუ­ლა და­აგ­რო­ვეს პე­და­გო­გებ­მა გა­სულ წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, მას­წავ­ლ­ლებ­ლებს უკ­ვე კონ­კ­რე­ტუ­ლად შე­უძ­ლი­ათ გან­საზღ­ვ­რონ, რამ­დე­ნი კრე­დიტ­ქუ­ლა დარ­ჩათ და­საგ­რო­ვე­ბე­ლი და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბებ­ში. ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ სწო­რედ წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ეს კა­ტე­გო­რია შე­იძ­ლე­ბა იყოს იმათ შო­რის, ვინც პირ­ვე­ლი მენ­ტო­რი გახ­დე­ბა. ეს კი 2016-2017 სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ჩვენ ვე­ლო­დე­ბით სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში ახალ წამ­ყ­ვან მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის კა­ტე­გო­რი­ი­დან გა­და­ი­ნაც­ვ­ლე­ბენ.
შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი, ყო­ვე­ლი სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს, შე­ა­ფა­სებს ყვე­ლა იმ აქ­ტი­ვო­ბას, რო­მე­ლიც პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­ულ სა­ქა­ღალ­დე­ში იქ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, 2017 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მას­წავ­ლე­ბელს უკ­ვე სხვა სტა­ტუ­სი ჰქონ­დეს. აქ­ვე კი­დევ ერ­თხელ გან­ვ­მარ­ტავ ერთ დე­ტალს — სა­ფე­ხუ­რებ­ზე მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბი­სას სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელს მი­ვა­ნი­ჭეთ წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სი და არას­წო­რი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის გა­მო მი­იჩ­ნი­ეს, რომ წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში გახ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბე­ლი, თუ­კი დი­სერ­ტა­ცი­ას და­ი­ცავს, რაც სი­მარ­თ­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ნე­ბის­მი­ერ პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც მი­სი სტა­ტუ­სის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რულ აქ­ტი­ვო­ბებს გა­ივ­ლის, და­აგ­რო­ვებს შე­სა­ბა­მის კრე­დიტ­ქუ­ლებს და გა­და­ვა უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე, შემ­დ­გომ­ში შე­უძ­ლია წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად იმუ­შა­ოს. თუმ­ცა, თუ­კი ის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხ­საც და­ი­ცავს, ამას რა სჯობს, უფ­რო მარ­ტი­ვი გზით წა­ვა და­სა­წი­ნა­უ­რებ­ლად.
ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე